მოგზაურობა მოდიდან – ბლოგამდე

”მწერალი გულწრფელი უნდა იყოს, ხალხს რომ უყვარდეს” – ეს აუცილებელი პირობაა. ამ პირობას ვერ მოაქცევ რეკლამის, მენეჯმენტისა და კომერციული მიზნების ჩარჩოებში. კარგი მწერალი ხარ, როცა ამ ყველაფრისგან შორს გიჭირავს თავი და უბრალოდ წერ, სიყვარულით.

წერა ჩემთვის საყვარელ საგნად იქცა, ჯერ კიდევ მაშინ როცა ბლოგის შესახებ არც ვიცოდი. მიყვარდა ფილმები პოპულარულ გოგონებსა და ძვირიან ტანსაცმელზე, სიმპატიურ ბიჭებსა და სიყვარულზე. ვიყავი სულ რაღაც 13 წლის და თავს მივიჩნევდი ძალიან დიდად.  ვგეგმავდი ჩემს მომავალს მოდის სამყაროში, და მეგონა ყოველთვის მეყვარებოდა Devil Wears Prada.

მკითხავთ ვინ ვიყავი მაშინ? გიპასუხებთ.

მე ვიყავი ერთი, საყიდლებზე შეყვარებული გოგონა, მოდური საიტის angel.ge-ს მკითხველი და ჟურნალისტი, ახლად დაარსებული ფორუმის ერთგული ადმინისტრატორი, რომელიც ყოველ დილით დგებოდა ადრე, რომ ახალი თემები გაეხსნა 50იოდე ადამიანისთვის. არვიცი რამდენად კარგია ამის თქმა, შეიძლება ბევრს სულელიც კი ვეგონო, მაგრამ მაშინდელი ჩემი ცხოვრების მთავარ გატაცებასა და მიზანს სწორედ ეს ფორუმი წარმოადგენდა.

ადგილი, სადაც გულსა და სულს ვდებდი – ძალიან მიყვარდა. იქ ვისწავლე მკითხველებთან ურთიერთობა, რომელიც შემდეგ ბლოგზე გამომადგა და ჩამოვყალიბდი როგორც ვირტუალური მწერალი. ვინ იცის, ფორუმი დღესაც რომ არსებულიყო, რამდენი ათასი ადამიანის სურვილებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება მომიწევდა . მაშინ კი ვიყავით ძალიან ცოტა, სამაგიეროდ ვავსებდით ერთმანეთს დიდი სითბოთი.

მახსოვს, როგორ ვთარგმნიდი უცხოური ბლოგებიდან სტატიებს და ვდებდი angel.ge-ზე, გულის ფანცქალით ველოდებოდი კომენტარებს და მკითხველების შეფასებას. მე თქვენ ძალიან მიყვარდით, მიუხედავად იმისა რომ ბევრს არც გიცნობდით🙂

ეს ალბათ იყო 1095 დღის წინ და 3 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ბლოგი შევქმენი. გადავწყვიტე ჩემნაირი მოდის მოყვარულებისთვის გამეხსნა თემატური Fashion ბლოგი, რომელიც ჩემთან ერთად გაიზარდა და შეიცვალა მიმართულება. დღეს ის მოდის მაგივრად – ლიტერატურას, ფსიქოლოგიასა და საინტერესო ადამიანებს ეხება.

მე აღარ ვაგროვებ ანა ვინტურის ფოტოებს, აღარ მიდივარ გუდვილში უცხო ენოვანი Vogue-ს საყიდლად, აღარ ვდგები ადრე, აღარ ვაგროვებ მოდელების ბიოგრაფიებს… ასე შემიძლია დაუსრულებლად.  მაგრამ ერთი რაც დღესაც მიყვარს, მოდაა, ოღონდ ჩემებური და ინდივიდუალური. ყველაფერი ეს შეიძლება იმ წლების შედეგია, ისტორიას რომ ჩაბარდა. მაგრამ ხომ იცით, უკვალოდ არაფერი ქრება და მეც მიხარია, რომ იყო !

ხშირად ვათვალიერებ სტოკჰოლმის ქუჩის სტილს. და როცა ბლოგზე წერას ვრჩები ვკრიფავ angel.ge -ს რომ ახალი კოლექციები და თბილისის ჩაცმულობა დავათვალიერო.  იშვიათად ვწერ მოდაზე, მაგრამ გვერდს მაინც ვერ ვუვლი, ხომ იცით მოდის კანონი როგორია – უნებურად თუ ნებით მაინც გიმორჩილებს.

angel.ge სულაც აღარ ჰგავს ძველს. 20 000 ადამიანი ძალიან დიდ რიცხვად მეჩვენება, დიზაინიც უკეთესია, გარემოც მომწონს და ვატყობ, ადამიანებიც უფრო აქტიურობენ.

მინდა, რომ არ ვუღალატო ჩემი ბავშვობის გატაცებას და ამაში ძველი მეგობარი მეხმარება. შევდივარ საიტზე და ვათვალიერებ იმას რაც მივატოვე, მაგრამ მიყვარს. .. და აი კონკურსიც კი მოგვიწყვეს ბლოგერებს. მახსენდება, როგორ ვიგონებდი კონკურსებს ფორუმელებისთვის , ახლა კი თავად ვცადე ბედი.

ვინ იცის, იქნებ გავიმარჯვო კიდეც და ამითი გავაგრძელო ჩემი მოგზაურობა მოდური angel.ge -დან – ბლოგამდე : )

15 responses to “მოგზაურობა მოდიდან – ბლოგამდე

  1. ძალიან მომეწონა, წარმატებას გისურვებ კონკურსზე.

    Like

  2. sheni posti dzalian momewona. ert dros me jurnalisti viyavi angel.ge si da yoveel dge 20 ost mainc vwerdi😛 es yvelaferi axlac dzalian minda magram samwuxarod axlaamdeni dro agar maqvs amistvis..ra ici ra xeba iqneb davubrubnde aqtiur jurnalistobas?! martlac kargi ideaa.🙂

    Like

    • ხოო, მახსოვხარ🙂 მეც დროის გამო ბლოგისთვის ძლივს ვიცლი. მაგრამ angel.-ge ს პერიოდი ლამაზად მახსენდება, კარგი იყო🙂

      Like

  3. კარგი პოსტი იყო:)
    და აქ რომელ ფორუმზეა ლაპარაკი?:) forum.angel.ge ?

    Like

    • აააამ, მეც მახსოვს ეს ფორუმი..
      მარიტა მოდერატორი იყო .დღეში სადღაც 30 თემას ხსნიდა.😀
      ^^
      კარგად მახსენდება ეგ დრო..

      Like

      • ხოო, მოდერატორობის დროს თემებს და მერე უკვე ყველაფერს )) ძალიან კარგი დრო იყო მართლა.

        Like

  4. მმ, რა მაგარია🙂 მომეწონა ძალიან. წარმატებებს გისურვებ❤

    Like

  5. ძალიაან საყავრელი ხარ.. მომწონს შენი წერის სტილიც და საერთოდ ბლოგიც.. სიმაოვნებით წავიკითხე პოსტების უმეტესობაა.. ასე გააგრძელე და თუ მოიცლი ჩემს ბლოგშიც შემოირბინეე. სულ ახალიაა….. ))) http://www.farvanashome.blogspot.com წინასწარ მადლობ :))

    Like

  6. ენჯელზე კონკურსი რომ გამოცხადდა ეს პოსტი მაშინ ვნახე და მეგონა მე ვლაპარაკობდი ..

    Like

  7. რატომ აღარ აგროვებ ანა ვინტურის ფოტოებს?? ?? (მე ვაგროვებ და..)

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s