არა–ნორმალური ნიუ–იორკი

“იმისთვის, რომ წერო, ჯერ უნდა იკითხო.” – სადღაც მოვკარი თვალი ან ყური.

მე კი ვკითხულობ, ვკითხულობ და მაინც არ ვწერ ან თუ ვწერ კითხვა არაფერ შუაშია.

მუზა გამიქრა ? და რატომ?

ალბათ მოგზაურობა მინდა.

რომელიმე ქალაქში, ხმაურიან ქუჩაზე პატარა ბინას დავიქირავებდი და გავივლიდი იმავე გზას, რასაც პროვინციელი გოგონები გადიან ხოლმე მახინჯი სოფლიდან, ნიო–იორკამდე.

თვითმფრინავში გავიცნობდი ვინმე მდიდარ ბაბუას, რომელიც მთლიან ხარჯებს დამიფარავდა და დაიწყებოდა მოგზაურობა – რომელსაც შეიძლება ეწოდოს გიჟურიც.

მერე რა, რომ ასეთები მხოლოდ ფილმებში ხდება.

ხანდახან ჩვენ, რეალისტებიც ვფიქრობთ უკეთეს მომავალზე (პესიმისტებისგან განსხვავებით) და ჩვენი ოცნებებისთვის ფრთების შესხმას რეალურ ცხოვრებაში ვიწყებთ.

გვჯერა კარგი სამსახურის (ან ძალიან კარგი) და ლამაზი შვილების, ამიტომაც ვაკეთებთ ბევრს (საქმე ლაპარაკის ნაცვლად პრინციპით), და თუ ყველაფერი ცუდათ წავიდა ჩვენ თავთან მაინც გამოვდივართ მართლები.

I’m leaving today .  .
I want to be a part of it . .
new york, new york . .

გამახსენდა სიტყვები და ტანში ტალღასავით რაღაცამ დამიარა.

მელოდია კი გრძელდება და ნიუ–იორკი, თავისი არანორმალირ ამბებით მიხმობს თავისთან.
If I can make it there, I’ll make it anywhere
It’s up to you - new york, new york

როგორ წარმომიდგენია ქალაქი, სადაც ყველაზე თავისუფალი – თავისუფლების ქანდაკებაა. 
როგორ წარმომიდგენია ქალაქი, სადაც გაცილებით მაღალი შენობები და მეტი სინათლეა. 
როგორ წარმომიდგენია ქალაქი, სადაც აქვთ სექსი. (იქ ხომ სექსი – დიდ ქალაქშია)

1900 წლის მერე ხომ დიდი დრო გავიდა.

ნიო–იორკი შეიცვალა.

იქ კოცნიან, არ სძინავთ არასდროს, ხატავენ ქუჩებში და სვამენ სტარბაკსს.

რა სასიამოვნოა მოგზაურობა, ყველაფრის ახლოდან გაცნობა, ბევრი თავგადასავლები და წერა.

I want to wake up in a city, that never sleeps...New york, new york <3
 
Similar post: პარიზში მოგზაურობა

12 responses to “არა–ნორმალური ნიუ–იორკი

  1. ამ პოსტზე ეს პატარა ფილმი გამახსენდა:

    Like

  2. Pingback: პარიზისა და მილანის ქუჩებში | Notes of Summer·

  3. ნიუ-ორკი გადასარევი იყო❤
    მეც მინდა ასეთი მოგზაურობა,ახლა პარიზში წავიდეთ აბა..🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s