მინდა

რომ მკითხონ, ნებისმიერი 3 სურვილი მითხარი და აგიხდებაო, ერთს ვიცი დაუფიქრებლად რომ ვუპასუხებ (სავარაუდოდ ოქროს თევზს). მომინდება, რომ ყოველთვის შემეძლოს წერა, მაშინაც კი როცა შინაგანად ვერ ვარ კარგათ და ეს კი პირადი უსიამოვნებებიდან მომდინარეობს. ისინი ხომ ასე მოქმედებენ ჩემზე, და ზოგჯერ ყველანაირ ხალისსა თუ მოტივაციას მართმევენ. არაფერს მიტოვებენ, იმის გარდა რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო მაგ. წიგნი წავიკითხო ან ვინმეს გავუზიარო ჩემი უარყოფითი ემოციები და მეც დავისვენო და სხვებიც დავასვენო.

ზოგჯერ რა მარტივად ჟღერს ყველაფერი. შესასრულებლად კი ძნელია.

რა იქნება, შემეძლოს თავიდან ამოვიღო თვისება, რომელიც მაიძულებს ყველაფერს შევხედო სერიოზულად და იშვიათად შევძლო რამის დაკიდება. რა იქნება, მალე მივლიდეს ცუდი ხასიათი და საერთოდ არ ვიჩენდე აგრესიას?

იქნებ ვყოფილიყავი თავისუფალი, დადებითი ემოციებით სავსე, როგორც მაშინ.

იქნებ არ მომსვლოდა არანაირი კონფლიქტი მეგობრებთან ?

იქნებ ამდენი დრო არ დამეხარჯა უაზრობებზე ფიქრში და ცხოვრება გამეგრძელებინა ისე როგორც არის?

იქნებ ახლა მაინც, როცა ბლოგს გავუზიარე “ცუდი რაღაცეები” ცოტა ხნით მაინც დავისვენო და დასვენებულ გონებაზე მივიღო გადაწყვეტილებები?

ერთი კი ვიცი, რომ ძალიან ძალიან დავიღალე.

მომენატრა გაზაფხული, წერა, და ჩემი თავი.

მალე დაბრუნებას გისურებთ🙂

2 responses to “მინდა

  1. Summer🙂 გაზაფხული, წერა და საკუთარი თავი მოგენატრა?
    გარეთ გაზაფხულია – ეს შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გამცნო🙂
    წერა მოგენატრა? – აბა ეს ზემოთ რა არის🙂 შენ წერ🙂
    და საკუთარი თავი თუ მოგენატრა – სარკეში ჩაიხედე და გაუღიმე🙂 სარკეს🙂 ანუ საკუთარ თავს🙂

    Like

    • გაზაფხული კი არის მაგრამ ვერ ვგრძნობ😦 არადა მიყვარს ისეთი გაზაფხული მთლიანად რომ შეიმოიჭრება ხოლმე შენში. წერით ამას წერას არ ვეძახი..😦 ეს წუწუნი უფროა, ვიდრე რამე ლამაზიი ჩანაწერის გაკეთება და წერისგან სიამოვნების მიღება. ჩემ ტავს რაც შეეხება ესეთი ჩმეი თავი არ მომწონს…

      მოკლედ… ეხლა რაღას ვჩივი, თიტქმის გამიარა და იმედი მაქვს გაზაფხულთან და წერასთან ერთად ემც დავბრუნდი❤

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s