საბჭოთა და ახალი სწავლის მეთოდები

თუ თქვენ მასწავლებლის გეშინიათ, მასწავლებელს მანდატურის, მანდატურს კი დირექტორის
თუ თქვენ არ იზიარებთ უფროსის აზრს და საპირისპირო აზრის გამოთქმისთვის ისჯებით
თუ თქვენგან ითხოვენ შემწყნარებლობას, თვითონ კი შეუწყნარებლად იქცევიან
თუ თქვენი ლაპარაკი გაკვეთილზე, ოჯახში გაუზრდელობას მიანიშნებს
თუ თქვენ უნდა დაალაგოთ საკლასო ოთახი, მაშინ როცა ამისთვის დამლაგებელი არსებობს
თუ თქვენი მასწავლებელი ჯერ კიდევ არჩევს ბავშვებს ერთმანეთისაგან
თუ მთავარია ჩუმად იჯდე გაკვეთილზე, და მობილურს ითამაშებ თუ არ მოუსმენ მნიშვნელობა არ აქვს

მომილოცავს, თქვენ საჯარო სკოლაში სწავლობთ (ან უკვე დაამთავრეთ ეს ბედნიერი დაწესებულება) ! 
თუ ეს ყველაფერი გეცნობათ, არ მოგწონთ და აპროტესტებთ ჩვენ უკვე გავქვს ერთი საერთო. ხოლო თუ არ გეცნობათ, გაცილებით კარგად გქონიათ საქმე ვიდრე დღევანდელ და უფრო მეტად “ძველი თაობის” მოსწავლეებს.

საბჭოთა დროინდელი მასწავლებლისთვის ნებისმიერი ბავშვი ერთაზროვნად დამნაშავეა. ცარცზე ხშირად სახაზავს იყენებს და ძალადობის გზით ცდილობს მის დამორჩილებას. ასე იზრდება საზოგადოების ჯანსაღი წევრი და პირველ რიგში “კაცი”, რომლისთვისაც რა გასაკვირია კაცთმოყვარეობაც და შემწყნარელობაც უცხო იქნება (მაგალითს ხომ ავტორიტისგან იღებს, რომელიც უმეტესად ყველზე დაუნდობელი მასწავლებელია). გასაკვირი მხოლოდ ისაა, თუ რატომ ენატრებათ სწავლის ასეთი მეთოდები, როდესაც არსებობს სრულიად ჰუმანური, გაუმჯობესებული, ბავშვის ფსიქოლოგიაზე მორგებული და რაც მტავარია უმტკივნეულო სწავლების სისტემა?

როგორც ჩანს დღევანდელი მასწავლებლების უმეტესობა ძველ დროში ჩარჩა, სადაც თავისუფალი ადამიანისა და მოსწავლის სტატუსი ისევე შორს იყო ერთმანეთისგან, როგორც საქართველოსა და ამერიკის დემოკრატია არის დღეს. როგორც ჩანს, თითზე ჩამოსათვლელია იმ მასწავლებლების რაოდენობა, ვინც ბავშვებს პიროვნებებად აღზრდიან. როგორც ჩანს, მასწავლებელი მხოლოდ დიპლომით უნდა შეფასდეს. მოსწავლე კი დისციპლინით.

როგორც ჩანს ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია ევროპამდე და ამერიკამდეც, სადაც ცხოვრობენ “დიადი” ადამიანები.
ისინი ვინც სწავლის ახალ სტილს გვთავაზობენ და ჩვენ კი ჯერაც ვერ გადაგვიწყვეტია ჩავანაცვლოთ თუ არა წითელი არმიის მეთოდები ახლით?

იქამდე კი გაიცანით, გარდნერისა და კოლბის თეორიები სწავლის შესახებ და მითხარით, თქვენც თუ ჩემსავით მოგწონთ თეორიები, რომლებამდეც ძალიან შორია🙂

14 responses to “საბჭოთა და ახალი სწავლის მეთოდები

  1. კარგი პოსტია, ძალიან მომეწონა. ზუსტად ასეთი შეგრძნებით დავამთავრე სკოლა და ისიც ვიცი, რომ ამ დაწესებულებას არაფერი არ ეშველება, სანამ ჩვენ, ხალხი ვართ დეგრადირებული იდეოლოგიის🙂

    Like

    • მართალია, სანამ განათლების სისტემამდე მივალთ ჯერ ხალხის ცნობიერებიდან ისეთი ფრაზები უნდა ამოიშალოს როგორებიცაა “კარგი დრო იყო საბჭოთა კავშირი” და ა.შ :)))

      მადლობ🙂

      Like

  2. ორივე თეორია თავისთავად საინტერესოა.
    მომეწონა ორივე. კოლბის თეორია უფრო ვრცლად და კარგად იყო ახსნილი, თუმცა სკოლებში ალბათ გარდნერის სწავლის მეთოდის გამოყენება უფრო იოლი იქნება.

    მომეწონა პოსტი. განსაკუთრებით იყო ჩემთვის საინტერესო, რადგან მასწავლებელი ვარ.
    მინდა გითხრა, რომ გეთანხმები.🙂

    Like

    • ხო, ორივე ძალიან საჭირო და გამოსადეგი თეორიაა, გააჩნია მასწავლებელი როგორ მოირგებს და რამდენად შეძლებს მათ დანერგვას. ალბათ ძნელი იქნება, მაგრამ მოსწავლეებიც თუ ხელს შეუწყობენ უფრო გაადვილდება (მე პირადად ამ ახალი მეთოდით სწავლა მეტ სტიმულს მომცემს თან უფრო საინტერესოა)

      რაც შეეხება თქვენს პროფესიას ძალიან სასიამოვნოა🙂 არ ვიცოდი მასწავლებელი თუ იყავით და გამიხარდა🙂

      Like

  3. ვისწავლოთ ცუდისგან კარგის მიღება….
    სამაგიეროდ ადრევე ეცოდინებათ რომ სამყარო ვარდისფერი არაა…
    ისედაც სავსეა მსოფლიო ”ჰუმანური” კრეტინებით,რომლებსაც სინამდვილეში საკუთარი უკანალის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებთ.

    Like

  4. სულ აქტიური ომი მქონდა ჩემ კომუნისტ მასწავლებელთან.. რო მივხვდი რომ საოცრად დაპროგრამებული იყო და იმის გადაკეთება უკვე შეუძლებელი იყო, ბოლო სამი წელი სკოლაში აღარ მივლია ))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s