ქართველი პრინცესას ისტორია

პრინცესა რომ ვერასდროს გახდებოდა იცოდა, მაგრამ მაინც ოცნებობდა გრძელ კაბასა და ძვირიან გვირგვინზე.ბავშვობაში ხშირად უნახავს ეპიზოდები, სიმპატიური პრინცისა და ღარიბი გოგონას სიყვარულის ისტორიიდან. ობოლი და გამოუსვლელი გოგო, ყოველთვის ამარცხებდა სულით მახინჯ მოწინააღმდეგეებს და იდეალური პრინცის გულსაც იგებდა.

“ასეთები მხოლოდ ზღაპრებში ხდება” გაიფიქრებთ თქვენ და მართალიც იქნებით, რადგან იდეალურ ბიჭებს საკმარისზე დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე და ნაკლებად ეძებენ გაუნათლებელ გოგონებს, ცუდი გარეგნობითა და კეთილი გულით.

ჩვენმა ქართველმა გმირმა კი არ იცოდა, რომ “ზოლუშკამ” მხოლოდ ოცნების უნარი განუვითარა და სინამდვილეში კი მისი შეგნება იგივე დარჩა, რაც 11 წლის ასაკში იყო ანუ საერთოდ არ არსებობდა. შეგნება იმისა, რომ კარგი ყოველთვის კარგს ეძებს და თუ არ ეძებს, არც ყოფილა კარგი. მას სჯეროდა ილუზიების და სადღაც გულში, დარწმუნებულიც იყო რომ იპოვიდა იმ ერთადერთს.

“უნდოდა გულით”. და საზოგადოებაში გავრცელებულმა აზრმაც, თითქოს გულით ნათხოვარი სურვილი, უეჭველად ხდებოდეს – ჩვენი გმირიც დააჯერა ურყევ ჭეშმარიტებაში.

და იპოვა კიდეც…

ძლიერმა, მდიდარმა, კარგი ოჯახიშვილმა (ამან განსაკუთრებით მოხიბლა მეზობლები) და მამაპაპური ტრადიციების დამცველმა,ცოლად შეირთო მდაბიო მეოცნებე და ცხოვრობდნენ ისინი ბედნიერად, თუ ამას ასე შეიძლება დავარქვათ.

პრინცი საკმარისად მდიდარი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კვირაში 3ჯერ გამოეცვალა ნაშები.

საკმარისად კარგი ოჯახიშვილი, რომ მხოლოდ დედისთვის დაეჯერებინა.

საკმარისად ქართველი, რომ ცოლის უფლების მაგივრად , მისი ცემის ტრადიცია დაეცვა.

და საკმარისად ძლიერიც, რომ ერთხელაც ცოლის სხეულმა ვეღარ გაუძლო და მდიდრულ ოთახში გარდაიცვალა. ისეთში, როგორიც მხოლოდ პრინცესებს შეეფერაბათ.

სამწუხაროდ, ეს ისტორია ზღაპარს ვერ დაემსგავსა. მათ ხომ დიდი ხანი ვერ იცხოვრეს, მაგრამ ყოველთვის ასე კი არ ხდება. თუ ცოლი ამტანია, დიდხანსაც ცოცხლობენ ხოლმე🙂

ჭირი იქა (ინგლისში) და ლხინი აქა(საქართველოში) – თუ კიდევ გჯერათ ზღაპრების🙂

8 responses to “ქართველი პრინცესას ისტორია

  1. ჰოჰოო..🙂
    მომეწონაა,რაღაც განსხვავებული იყო და პოსტის ხიბლიც ამაში იდო..😀

    Like

    • მადლობა🙂 მეც მომეჩვენა რომ სულ სხვა სტილით ვწერდი, ვიდრე სხვა დროს ვწერ ხოლმე🙂

      Like

    • არა, ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ მართლა არსებობდეს :))

      Like

  2. ბევრი ირონია იგრძნობოდა ამ პოსტში. მომეწონა! ეს მარტო საქართველოში თუ მოხდება :d

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s