გურჯი ხათუნი

ჩემს წარმოსახვაში ასეთი შეიძლება ყოფილიყო თამარ მეფის შვილიშვილი იგივე გურჯი–ხათუნი, ღირსეული, მტკიცე და სამშობლოზე შეყვარებული ქალი, რომელიც 13 წლის ასაკში მიათხოვეს სელჯუკთა მბრძანებელს.

მართალია, სურათზე გამოსახული ქალი სრულებითაც არ გავს დათო ტურაშვილის რომანის ყდაზე გამოსახულ გურჯი–ხათუნს, რომელსაც შავის ნაცვლად ცისფერი თვალები, მაგრამ ისტორია ორივე შემთხვევაში ერთნაირად საინტერესო და სევდიანია.

ვინ შეიძლება ყოფილიყო ქალი, რომელმაც მოხიბლა სულთანი ქეიხუსრევ ბენ ქეიქუბადი, ვაზირი ფერვანი, ქართველი მურზაყან ორბელიანი და კიდევ უამრავი ადამიანი, რომელთა სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვსაუბრობ თამარზე, რომლის სილამაზის შესახებ ყველამ იცოდა, რომელსაც ეტრფოდნენ და აღმერთებდნენ კიდეც.

სულთანმა მის სახელზე მონეტაც გამოჭრა, რომელზეც გამოსახული ლომი და მზე გურჯი–ხათუნის იდეა იყო, (ვეფხისტყაოსნის მიხედვით, სადაც ავთანდილს ლომს, ხოლო თინათინს მზეს ადარებენ). მას მიუძღვნეს ლექსი, რომლის გამოც ავტორი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, თამარმა კი ლექსის შესახებ ვერც გაიგო.

ასეთი ბრძენი, მოწყალე და ძლიერი პიროვნების შესახებ გვიყვება დათო ტურაშვილი თავის რომანში. სადაც ისტორია მოთხრობილია არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანის მიერ. მოგზაურების, ვაჭრის, ისტორიკოსების მიერ აღწერილი ამბავი იმდენად შთამბეჭდავი და საინტერესოა, რომ თუ ჩემსავით დაიწყებთ კითხვას დილით, ცოტა ხანში მთლიანად შემოგეკითხებათ.

მოთხრობილიდან ვიგებთ, რომ გურჯი–ხათუნს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონია აღმოსავლელ პოეტ ჯალალ ალ-დინ რუმისთან, რომელიც ასევე ძალიან ყვარებია ხალხს. მისი სიკვდილის შემდეგ უამრავი ადამიანი დაისაჯა ამ სიყვარულის გამო, ხოლო მას ვისაც ყველაზე მეტად უყვარდა პოეტი, დაკრძალვას არ დასწრებია. გურჯი–ხათუნი სახლიდან იმ დღეს საერთოდ არ გასულა და მას შემდეგ არც არავის უნახავს.

ჩემი ყურადღება მიიქცია თამარის განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ თავისი ქვეყნისადმიც. ერთადერთი რამ, რაც სამშობლოსთან აკავშირებდა იყო ვეფხისტყაოსანი, რომელსაც მაშინ მზითვებად ატანდნენ.თამარს მიუხედავად იმისა რომ ხელი მიუწვდებოდა ნებისმიერ სურვილზე, თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა – სამშობლოსგან მოშორებით. სულ მასზე ფიქრობდა და ყველას ეკითხებოდა საქართველოს შესახებ.

ვფიქრობ დათო ტურაშვილმა, ძალიან კარგად შეძლო მისი შინაგანი სამყაროს მკითხველისთვის გაცნობა. გარდა იმ ისტორიული ფაქტებისა რაც წიგნში აღწერილია, ლამაზად იკითხება მხატვრული სახით წარმოჩენილი ვარსკვლავების ამბავი… ერთ–ერთ ვარსკვლავს მის საპატივსაცემოდ გურჯი–ხათუნიც ეწოდა.

და მაშინ, როცა გურჯი–ხათუნი სამუდამოდ გაქრა, ბოლოს იმ კლდეებთან ნახეს სადაც ქართული მზე იყო გამოსახული. მასზე შეყვარებულ ადამიანებს კი დიდხანს აწუხებდათ კითხვა: ” ნეტა გურჯების ცაზეც თუ ჩანს ვარსკვლავი, ნეტავ ქართველების ქვეყნიდანაც თუ ასე ლამაზია გურჯი–ხათუნი”?

3 responses to “გურჯი ხათუნი

  1. სანამ პოსტს წავიკითხავ, დღეს მომიტანა ეგ წიგნი დედიკომ და პოსტის წაკითხვა ღირს?
    წინასწარ ხომ არ გიწერია შინაარსი?

    Like

    • გააჩნია🙂 თუ შინაარსის გაგება ცუდათ მოქმედებს და ინტერესი გეკარგება არ წაიკითხო. მე პირიქით ვარ, რომ მიყვებიან შინაარს უფრო მაინტერესებს ხოლმე🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s