წერა და Coffee shops

It was a pleasant cafe, warm and clean and friendly, and I hung up my old water-proof on the coat rack to dry and put my worn and weathered felt hat on the rack above the bench and ordered a cafe au lait. The waiter brought it and I took out a notebook from the pocket of the coat and a pencil and started to write. ~ Ernest Hemingway

თუკი ყავა გიყვართ თქვენსა და ჰემინგუეის შორის დიდი მსგავსებაა. იქნებ თქვენც ერნესტივით გიზიდავდეთ “ყავის სახლები”, იქაური თბილი გარემო , ადგილი სადაც მუზა არასოდეს გიღალატებთ. საინტერესო ადამიანები ჩაგივლიდნენ გვერდით, მომღიმარი ოფიციანტი მოგართმევდათ ესპრესოს, გაიხსენებდით ახალგაზრდობას (ან ბავშვობის ბედნიერ წუთებს). მერე სიგარეტსაც მოწევდით, აღმოაჩენდით შთაგონების წყაროს და მიეცემოდით წერას.

მე კი ყავა არ მიყვარს. იქნებ რომ მყვარებოდა მეც იგივე ხერხისთვის მიმემართა რასაც ჰემინგუეიმ მიმართა და მუზასთვის ჩემი არსებობა შემეხსენებინა. მაგრამ რაც არ მიყვარს – ვერც შევიყვარებ და ფიქრს მოვეშვი. ინტერნეტში ახალი თაბი გავხსენი და დავიწყე ძიება : “რომელ მწერალს უყვარდა ბროწეულის წვენი?”. რა თქმა უნდა გუგლმა არ დააყოვნა და რამდენიმე წამში ნანატრი ინფორმაცია მომაწოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბროწეულის წვენი არავის უყვარდა ან უყვარდა, მაგრამ მალავდნენ (იქნებ მართლა ყავა იყო მოდაში?!).

ასეა თუ ისე, ყავსი მოყვარულთა სიას სკოტ ფრენსის ფიცჯერალდიც მიემატა და ჩემს წარმოსახვაში შემდეგმა სურათმა გაიღვიძა : გამხმარ სკამებზე აღიარებული მწერლები ზიან, ჩაფიქრებული მზერით აკვირდებიან სამყაროს და ყავას სუნავენ, თან თვალს ხუჭავენ რომ სიამოვნება გაიხანგრძლივონ. მე კი ამ დროს, ყველანაირ მიმზიდველ გარემოსა და ადამიანებს მოკლებული, ვიზვარ ოთახში სადაც ჩემი მაგიდის მხარეს ნათურა გადაიწვა და იმის გათვალისწინებით, რომ ამინდი ცუდია და მამაჩემი ზარმაცი, ნახევრად ჩაბნელებულ საწერ კუთხეში ვზივარ.

სად შეიძლება სიტყვა inspire რეალობად იქცეს? იქნებ მოვეშვა ჰემინგუეის და ჩემი ხერხები გავიხსენო? ნუთუ ასე დამიქვეითდა აზროვნების უნარი? ვითომ რითია განსაკუთრებული Coffee Shop? რა მემართება?

რეკლამის შემდეგ

სულ ადრე გაკვეთილებზე წერა მიყვარდა (სხვანაირად ვერც წარმომედგინა), მერე მივხვდი რომ ოთახშიც მშვენივრად მიდიოდა წერის პროცესი. ფიქრის უნარი რომ გაიზარდა ჩემში, გზაშიც ვცადე ფურცლისა და პასტის გამოყენება – ესეც წარმატებით. შემდეგ დაიწყო “მოგზაურობის” ხანა (ანუ შარშანწინდელიდან მოყოლებული არანორმალურობის პერიოდი) და წერის ჩვეულებრივი მოვლენა – არაჩვეულებრივად იქცა. დამიწერია ეზოში სკამზე, დამიწერია კედელზე, ვწერ ბლოგზე, ვწერდი სახურავზე თანაც ხშირად, ვწერდი ბიბლიოთეკაში, და ვწერ ყველგან სადაც შესაძლებელია.

როგორც იქნა, აღარ ვფიქრობ ერნესტზე (მაგრამ ამ ფრაზის დაწერის შემდეგ ავტომატურებ ვანახლებ ფიქრის პროცესს) და ჩემმა ტვინმაც გააცნობიერა, რომ მთავარი წერაში სურვილია და არა გარემო. შეიძლება ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ყველანი დავწერთ თუ დაგვეწერინება. თუ ვერ დავწერთ, ერთმანეთს ვკითხავთ ისე როგორც ქუჩაში გამვლელებს ვეკითხებით :სად შეიძლება მოვნახოთ მუზა?, სად არის შთაგონების წყარო? ამაზე ზოგი იტყვის, რომ მუზის გარეშეც მშვენივრად წერს ან სწრაფად გაგვერიდება,  კომპლექსიანობის გამო.

მე კი დამაინტერესა, ჩემი სამყაროს გარეთ, ვინ სად და რა გარემოში წერს. დამაინტერესა ყველაზე უცნაური გარემო სადაც ოდესმე დაგიწერიათ. პასუხს თქვენგან ველოდები, იმედი მაქვს ასე მაინც მოვიშორებ ჰემინგუეისა და ყავაზე ფიქრს.

ჩასწორება 11:05 : კიდევ ერთი მწერალი აღმოვაჩინე, ვინც ყავას აქტიურად იყენებს წერის პროცესში. მიშელ უელბეკი : “საკვებსა და სასმელს თუ გადავხედავთ, მართალია, რომ ყავა თავის საქმეს აკეთებს. ის სიფხიზლის ყველა ეტაპზე გჭირდება. თავიდან ნახევრად უგონო მდგომარეობაში ხარ. წერ. უფრო მეტ ყავას სვამ და გონებაც იწმინდება. რაღაც საინტერესო სწორედ ამ შუალედურ პერიოდში ხდება, რომელიც შეიძლება საათობით გაგრძელდეს.” 

16 responses to “წერა და Coffee shops

  1. გარემოც მნიშვნელოვანია, თუმცა არა ისე ძალიან, როგორც სურვილი🙂
    კარგი პოსტია, ძალიან მომეწონა ^_^

    Like

  2. კაჰვეს მართლაც მოაქვს რაღაც უცნაური აზრები. ტყუილად როდი ეტანებოდნენ და ეტანებიან. არა მხოლოდ მწერლები. თუმცა წერის დროს ფინჯანი გემრიელი ყავით..მშვენიერი საგზურია კარგი განწყობისკენ. ვაღიარებ. ყავა მიყვარს…

    Like

    • კარგია, შეგიძლია გაიზიარო ჰემინგუეის გამოცდილება ან უბრალოდ მაინც ისიამოვნებ ერთი ჭიქა გემრიელი ყავის დალევით : )

      Like

  3. თუ წერა გიყვარს ყავაც აუცილებლად უნდა გიყვარდეს : )
    უბრალოდ არ გაგისინჯავს ეტყობა ნამდვილი ყავის გემო …
    გუდ პოსტ

    Like

    • შეიძლება🙂 როდესმე მეც შევიყვარებ, ალბათ რამე განსაკუთრებულ მომენტს ველოდები🙂

      Like

  4. ყველაზე მეტად წერა აეროპორტებში და თვითმფირნავში მიყვარს. მიმაჩნია რომ მისტიური, ემოციური ადგილია🙂
    წერა ძილშიც მომიხერხებია – ძალიან დალაგებული აზრებით ვიღვიძებ ხოლმე🙂 უბრალოდ მაშინვე თუ არ დავწერე მერე მერევა🙂
    ყველაზე გემრიელად კი მაინც საძილე ტომარაში გახვეულმა, სიცხიანმა ვწერე სანთლის შუქზე… და მიუხედავად იმისა, რომ კარგი ყავა ძალიან მიყვარს, იმ მომენტში უყავობას სრულიად არ შეუშლია ხელი🙂

    Like

    • ძილში მეც ვფიქრობ ხოლმე და ძილშ დალაგებული ყველა აზრი ძალიან მიმზიდველი და საინტერესო გამოდის❤ რაც შეეხება თვითმფრინავს, ჯერჯერობით არ მიცდია მაგრამ მომავალში მეც ვცდი, ვნახოთ როგორ გამომივა🙂

      Like

  5. ყავა ძალიან მეხმარებოდა მეც წერის პროცესში ერთ დროს და პოსტებშიც ხშირად ვახსენებდი ამას🙂 ნუ, მე მწერალი არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ინსპირაციის ერთ-ერთი საშუალება იყო :))

    Like

  6. მყუდრო გარემო, უშაქრო მწვანე ჩაი ლიმონით, ფურცელი ,კალამი..და ახალი ჩანახატიც მზადაა..)))

    Like

  7. ლოგინში, და ჩემს მაგიდაზე პეხებშემოწყობილი და რათქმაუნდა შუაღამეს ვწერ! წვიმის დროს კიდე საქმე რო არაფფერი მაქვს:)

    Like

  8. yavas xshirad ar vsvam, magram rodesac mowyenili var yava da musika mshvelis:) PS. sheni blogi yvelaze metad momwons. dzalian kargad wer. :)) me dges gavakete blogi da iqneb sheafaso da rchevebi momce. rcheva kometarshi damiwere tu ginda :)) madloba

    Like

  9. ერთში ვერ შეგეწინააღმდეგები, არა უფრო უნდა დაგეთანხმო – ყავა მართლაც იყო მოდაში, მაგრამ ეს ხომ ინდივიდუალურია? ვის როდის ეწვევა მუზა? განა არსებობს ერთი რაღაც მცნება, მაგალითად: დავლევ ყავას, ინსპირაციაც მოვა და შევუდგები წერას (?)
    უბრალოდ წერას სჭირდება მყუდრო გარემო, რომელსაც თავისებურად ჰქმნის ყავა, და როგორ ჰქმნის ამ მყუდრო გარემოს ერთი ფინჯანი სითხე, ჯერჯერობით ამოუცნობი ფენომენია😀

    Like

    • გეთანხმები🙂 ხშირად ყავის გარეშეც შეიძლება მყუდრო გარემოს შექმნა. ახვალ სახურავზე, პლედებს აიტან, მუსიკას ჩართავ, მზის ჩასვლას უყურებ და ინსპირაციაც გეწვევა, ყავის გარეშე:)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s