რატომ მართვა და საზ. მეცნიერებები?

პროფესიის არჩევის სიძნელეს ერთი საფუძველი აქვს – ის რომ ადამიანები ძალიან ცვალებადები არიან და ხშირად იმის გარკვევას, თუ რა უნდათ სინამდვილეში საჭიროზე მეტ ხანს ანდომებენ. მაგალითად, არასდროს მესმოდა ისეთი ადამიანების, რომლებმაც 5 წელი ისწავლეს სამედიცინოზე და მხოლოდ მაგისტრატურის დრო რომ დადგა მერე მივხდნენ რომ “ეს ის არ იყო, რაც უნდოდათ“. მაგრამ, ყველაფერი ხდება და არც ეს არის გამოუვალი სიტუაცია. იმ წლებს რამენაირად ავინაზღაურებთ (მონდომებით) და წინ! საყვარელი საქმისკენ…

აღარც მახსოვს რამდენი წლის ვიყავი მხატვრობა რომ მინდოდა. ალბათ ძალიან პატარა, როცა დედას მხატვარ ნათესავთან დავყვებოდი და ვოცნებობდი იმ გადატვირთულ რეჟიმში, რომელშიც ვცხოვრობდი ცოტა დრო გამომენახა და ხატვაზე მევლო. სამწუხაროდ ვერც ხატვაზე ვიარე და სურვილიც ნელ–ნელა გამიქრა. მერე ჟურნალისტობა მოვინდომე და როგორც ჩემი ასაკის ბავშვების უმეტესობა, მეც ვმდგარვარ სარკის წინ გადაცემის წასაყვანად. მეგობართან ერთად შევქმენი ტელეარხი, უამრავი გადაცემებით და მაშინდელი შესაძლებლობების ფონზე მეტ–ნაკლებად ვუძღვებოდი საქმეს. ყველაზე მეტად  საკუთარ თავთან დებატების გამარძთვა მიჭირდა(უმეტესად პოლიტიკის ირგვლივ), მაგრამ მოტივაცია იმდენად დიდი იყო, საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის შემდეგ აღარ გამჭირვებია  ზურაბ ჟვანიას პოზიციის ჩანაცვლება, ინგა გრიგოლიათი.

ერთ–ერთ მწერალს აქვს ნათქვამი (სახელი სამწუხაროდ ვერ გავიხსენე), რომ ადამიანი ძალიან ბედნიერია თუ ბავშვობიდან იცის რა უნდა და მას აუცილებლად მიაღწევს. ამ სიტყვების წაკითხვამ ძალიან გამახარა, რადგან ბავშვობიდან ჰუმანიტარული მიმართულებით მივდიოდი და არასოდეს გამიხედავს გვერდით. მიყვარდა თავისუფალი და ანალიტიკური თემების წერა, კითხვა, სიტყვით გამოსვლა, კამათი. და ეს ყველაფერი დღემდე მიყვარს, დამატებული ისტორიით, ორატორიით ფსიქოლოგიითა და პოლიტიკით. ჩემში მომხდარი ყველაზე დიდი ცვლილებების დროს, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველაფერზე შემეცვალა აზრი და სულ მთლიანად გამოვიცვალე (ალბათ გავიზარდე) მოწოდება დამრჩა იგივე.

ალბათ, ის რასაც  შინაგან “მოწოდებას” ეძახიან სწორედ ეს არის. მე ვიცი, რომ ის სულ მაქვს და ჩემშია. არასოდეს იცვლება ხელფასის, მშობლების რჩევის, უნივერსიტეტის და პრესტიჟულობის მიხედვით. მინდა, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი (სამსახური) ამ საგნებს დავუკავშირო. მინდა ვიმუშავო საერთაშორისო ან სახელმწიფო ორგანიზაციებში. მინდა ვისწავლო და მივაღწიო ბევრს : )

მართალია, უნივერსიტეტი ზუსტად არვიცი მაგრამ თავისუფალ უნივერსიტეტს ვფიქრობ. ყველაფერი, ის რაც იესემის სწავლების სისტემის შესახებ ვიცი ძალიან მაკმაყოფილებს. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები – აი, ის რაც მინდა : )

პს. ჩემი ერთ–ერთი ოცნება (წიგნის დაწერა) კი სავარაუდოდ ოცნებად დარჩება… მაგრამ ვინ იცის, იქნებ დიდი რომ ვიქნები ამიხდეს კიდეც: )

11 responses to “რატომ მართვა და საზ. მეცნიერებები?

  1. სიტყვიერად რომ გადმომეცა ჩემი ფიქრები პროფესიის შესახებ,დარწმუნებული ვარ ასეთი ფორმა ექნებოდა… შესაძლოა თავისუფლების უნივერსიტეტში შევხდეთ ერთმანეთს = ) ყოჩაღ!

    Like

  2. “ერთ–ერთ მწერალს აქვს ნათქვამი (სახელი სამწუხაროდ ვერ გავიხსენე), რომ ადამიანი ძალიან ბედნიერია თუ ბავშვობიდან იცის რა უნდა”
    ნამდვილად ეგრეა. ეგ (უფრო სწორად, მაგის არქონის პრობლემა) კარგად გამოვცადე : )

    Like

    • ადრე თუ გვიან მაინც იპოვი, მთავარია სულ მაგ პრობლემის გარშემო არ მოგიწიოს ტრიალმა: )

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s