რწმენის გააზრება

“რწმენა ღვაწლის გარეშე მკვდარია” (პავლე მოციქული)

თითქოს ყველამ ვიცით რა არის რწმენა, მაგრამ იმაზე თუ რას მოიცავს იგი სინამდვილეში ძალიან ცოტა თუ დაფიქრებულა. რწმენა არის ის რაც ჩვენშია და ის, რის გარეშეც ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ არანაკლებ ძნელია იმ “რწმენით” ცხოვრება, რომლითაც დღეს ადამიანები ცხოვრობენ…

მორწმუნე ადამიანი არ ნიშნავს, იმას ვისაც სჯერა ღმერთის და არაფერს აკეთებს, იმისთვის რომ მასთან ახლო იყოს. დაახლოებით ისე, როგორც ადამიანებს სწამთ ქრისტიანობის, მაგრამ არც შემწყნარებლობას იჩენენ სხვის მიმართ და პირიქით, საჭირო მომენტში გეებისა და “განსხვავებული” ადამიანების სიკვდილით დასჯას ითხოვენ. ნუთუ მორწმუნესა (ისეთის როგორიც ზემოთ ვახსენე) და არამორწმუნეს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მორწმუნე აღიარებს ღმერთს? რას ნიშნავს ღმერთის აღიარება, უბრალოდ ინფორმაციის ცნობა იმის შესახებ რომ ღმერთი არსებობს? ღმერთს ეშმაკიც “აღიარებს”, მაგრამ ასეთ “აღიარება” მისი ბოროტების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია.

ამავე პრინციპით შეიძლება განვიხილოთ ადამიანიც. მაგალითად, ის ვინც, იაპონიაში მომხდარ ბუნებრივ მოვლენებს ღვთის რისხვასთან აიგივებს, ტრაგედიაში ადამიანის “წვლილს” ხედავს და მიიჩნევს, რომ მათ ეს ყველაფერი დაიმსახურეს და ღმერთმა იაპონელ ხალხს სატანჯველი მიუვლინა. ნააზრევი, რომლის მიხედვითაც ღმერთი ტირანად წარმოუდგენიათ, ქრისტიანულ “ფასეულობებსა” და “ღირებულებებსაა” ამოფარებული.

თუ ფიქრობთ, რომ მე არავინ მეკითხება  და არ მაქვს უფლება ჩემი აზრი დავაფიქსირო, თქვენს სიტყვებზე : “არ განიკითხო”, აქვე გიპასუხებთ, რომ თქვენ უკვე განმიკითხეთ მე და შესაბამისად, არანაირი უფლება არ გაქვთ მე ჩამომართვათ “განკითხვის” უფლება.

რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას. (ილია მეორე)

მე ვერ ვიტყვი, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ, რადგან როგორც ყველას თქვენ მეც მიმიძღვის ცოდვები. ვთვლი, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანს არ ვიცნობ და  უკან წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, კი აუცილებლად გავიცნობდი აბო თბილელს.

ჩემი აზრით მთავარია ჯერ შენ თავში იპოვო ღმერთი, ოღონდ ის ნამდვილი, რომელიც ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენებს და მხოლოდ ამის შემდეგ “გააღმერთო” სხვა, თუნდაც ყველაზე წმინდა – ილია მეორე.

სანამ ვიტყვით, რომ ჭეშმარიტი მორწმუნეები ვართ (ისიც მხოლოდ ქართელები და სხვა ყველა ურჯულო და ცეცხლში დასაწვავია)  და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ჩვენ თავებს, სჯობს ჯერ ვიყოთ ადამიანები. ის ვისაც უყვარს მოყვასი, ვინც ეხმარება ღარიბს, პატივს სცემს სხვის რელიგიას.

ერთხელ, ღმერთთან მისულმა ადამიანებმა თქვეს, რომ მარხვასაც იცავდნენ და ბევრს ლოცულობდნენ (ამაზე დღევანდელი რეალობა გამახსენდა). ღმერთმა უთხრა, რომ არცერთ მათგანს არ იცნობდა, რადგან როცა უჭირდა ისინი არ დაეხმარნენ. ადამიანებს გაუკვირდათ და კითხეს: “როდის იყავი მშიერი? როდის გწყუროდა?”. ღმერთმა კი უპასუხა “მაშინ, როცა ადამიანებს არ გაუწოდეთ დახმარების ხელი და ისე გაისტუმრეთო.”

ღმერთს არ უსწავლებია ჩვენთვის ადამიანის (თუნდაც არაქრისტიანის) დევნა.  მთავარია ეს კარგად გავითავისოთ და სანამ საკვებზე ვიტყვით უარს, იმიტომ რომ მარხვაზე ვართ , იმ “რწმენაზე” ვთქვათ უარი რაც გვახასიათებს.

პს. იმედია ამას თავის თავზე ცოტა მიიღებს ან არავინ. და თუ მართლა ასე მოხდა, მომილოცავს არავინ ვყოფილვართ ისეთი, როგორიც ზემოთაა აღწერილი : )

26 responses to “რწმენის გააზრება

  1. შემაწყნარებლობის არარსებობაშია ჩემი აზრით ჩვენი საზოგადოები მთავარი პრობლემა.:/ იაპონიის მიწისძვრას რაც შეეხება, შენც ალბათ იმ მღვდელს გულისხმობ, ქადაგებას რომ კითხულობდა : /

    Like

    • მღვდელს იმდენად არა, რამდენადაც ადამაიანებს ვინც ეგ აზრი აიტაცა , გადაამეტა და ურყევ ჭეშმარიტებად აქცია.

      Like

  2. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რწმენა!..
    გწამდეს უფალი ხომ საერთოდ ყველაზე მთავარი ამ ქვეყნად..

    Like

    • გეთანხმები ანა, რწმენის გარეშე ძნელია რამის მიღწევა, მითუმეტეს უფლის რწმენის. საკუთარი თავის რწმენა ამ შემთხვევაში მნიშნვლეწოვანია მაგრამ უფრო ნაკლებად:)

      Like

  3. მომეწონა:)) ყველაფერი არა მაგრამ უმეტესი მომეწონა:)) კარგია..

    Like

    • მადლობა🙂 რაშიც მეწინააღმდეგები შეგიძლია დააზუსტო, იქნებ მართალი ხარ და მეც დამარწმუნო მაგაში🙂

      Like

  4. რაში არ გეთანხმები?🙂 წაკითხულიდან გამომდინარე შენზე შემექმნა წარმოდგენა რომ ასე თუ ისე ერკვევი სახარებისეულ მოძღვრებაში ( სახარებიდან მოგყავს მაგალითი და პავლე მოციქულის სიტყვებსაც იყენებ რომელიც მგონი ეპისტოლედანაა..) ..იაპონიასთან დაკავშირებით ამბობ რომ მამა დავით ქვლივიძემ და მისმა ასევთქვათ თანამოაზრებმა ღმერთ “ტირანად” გამოიყვანეს. ამაში არ გეთანხმები🙂 აპოკალიფსი თუ წაგიკითხავს? აი მე კი და იქ წერია რომ ბოლო დროს იქნება ისეთი ტრაგედიები რომლებიც მრავალი ადამიანს შეიწირავს. მორწმუნენი, კერძოდ ქრისტიანები (კიდევ კერძოდ ისინი ვინც კრავის(იესო ქრისტეს) სისხლით გამოსყიდულნი არიან ანუ მართლმადიდებლები), ამაში ღვთის რისხვას დაინახავენო ხოლო სხვები კი იტყვიან რომ ეს არა სასჯელი ან გაფრთხილება, არამედ ჩვეულებრივი უბედურება იყო ..(ჩემი ინტერპრეტირებითაა:) ) მე მამა დავით ქვლივიძეს ვეთანხმები🙂
    კიდე რაში არ გეთანხმები?🙂 მეც ქრისტიანად ვთვლი თავს, მაგრამ არა ვარ ტოლერანტი და არც ვთვლი რომ სხვის რელიგიას პატივი უნდა ვცე (თუმცა არ შეურაცხვყოფ) შეიძლება ცუდად ვფიქრობ მაგრამ ჩემს თვალში ქრისტიანი(მართლმადიდებელი) (თუნდაც ცუდი ქრისტიანი) მეტია ვიდრე თუნდაც იეღოველი ანდაც ბაფტისტი ან სულაც მუსლიმანი თუ სხვა კონფესის წარმომადგენელი …ასე ვფიქრობ მე …
    მოსაკლავი ვარ პირდაპირ:) მაგრამ მირჩევნია გულწრფელად ვილაპარაკო ვიდრე რაღაც ტოლერანტული ჰუმანურობით თავი მოვიწონო…:)
    იმედია მიმიხვდი რისი თქმა მინდა🙂

    Like

    • რა თქმა უნდა არ მომწონს როცა ღმერთ “ტირანად” გამოყავთ, თუმცა ის არ მიკვირს ადამიანებისგან რომ ყველაფერ ცუდს სასჯელს და გამოცდას უწოდებენ. ადამიანი როცა უძლურია ნებისმიერ მოვლენას ბედისწერას მიაწერს და ამითი პასუხისმგებლოაბსაც ირიდებს და აღარც ამ მოვლენის ახსნას ცდილობს,რ ადგან იცის უკვე ვერაფერს გახდება ამ ყველაფერში ხომ ღმერთია გარეული. მაგრამ არ შეიძლება ჩემი აზრით, ყველაფერი რელიგიასთან დავაკავშიროთ. ღმერთი შეიძლება თავის რჩეულს და არარჩეულსაც აძლევდეს რაღაც მინიშნებას და ამითი უთითებდეს გზაზე, რომელსაც უნდა რომ ადმაიანი დააგდეს, მაგრამ ნებისმიერ ბუნებრივ მოვლენაში (მითუმეტეს იაპონია ვიცით როგორ გეოგრაფიულ არეალშიც მდებარეობს) ღმერთის “ჩარევა” არ არის გამართლებული….

      რაც შეეხება ქრისტიანობასა და ტოლერანტობას მე იმ ტიპის ადამიანებისდამი, ვინც დაუფარავად საუბრობს საკუთაღ დამოკიდებულებაზე და მიუხედავად იმისა რომ უთანასწორობა ცუდი ტონია, აღიარებს რომ სხვანაირად უყურებს უიცხო რელიგიებს პროტესტი არ გამომითქვამს. მე ვეწინააღმდეგები მათ, ვინც შენიღბულები არიან და ცდილობენ მოირგონ ის, რაც საზოგადოებაში “მორწმუნე” “კარგ” ადამიანად აქცევთ, სინამდვილეში კი ნამდივლად არ ახასიათებთ მორწმუნე ადმაიანის თვისებები. მე ვფიქორბ უკეთესი იქნება რა თქმა უნდა თანასწორობის მხარესაც თუ დაიჭერ და ტოლერანტობასაც აღიაბრე, მაგრამ ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ბოლო ფრაზას იმედია ჩმეი მისამართით არ იყო ნათქვამი და ზოაგდად თქვი, რადგან ნამდვილად არ ვცდილობ ჰუმანურობით თავის მოწონებას ვინმესთვის, ისედეაც ბევრს მოვწონვარ, ასე რომ ეგეთები არ მჭირდება🙂

      Like

  5. შენ მიმართ არ მითქვამს ( არ გიცნობ და ერთი პოსტის წაკითხვით ვერც გავიგებ როგორი ხარ🙂 მე მყავს რამდენიმე ასეთი ნაცნობი….ხო რაც შეეხება პირველ აბზაცს..მაშინ კითხვას დაგისვავ ანუ შენ ამბობ რომ არის ისეთი რამ (ამ შემთხვევაში მიწისძვრები და კატაკლიზმები) რაც ღმერთის გარეშე ხდება?
    მე არ ვამბობ რომ ნამდვილი ქრისტიანი(მორწმუნე) ვარ თქო მაგრიმ იმის კი მჯერა რომ უფლის ნების გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება…შესაბამისად არც იაპონიის მიწისძვრა იყო ” ცოცხალი პლანეტისთვის დამახასიათებელი მოვლენა”🙂

    Like

    • ჩემი აზრით, ამაში ღმერთს წვლილი არ მიუძღვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას რომ ყველაფერი ღმერთის ნებას ემოღცილება. ანუ ისევე როგორც ბოროტება, გარდაუვალი მოვლენებიც არსებობს რომლებიც სულ იყო და არის (და იქნება) მაგრამ არა იმიტომ რომ ღმერთმა ისინი ჩვენ დასასჯელად ან რამე სხვა მიზნით შექმნა, უბრალოდ არ უპირისპირდება მათ არსებობას.

      Like

  6. ეს ისეთი თემაა ძნელია კონსესუსის მიღწევა🙂 მე ვეთანხმები მამა დავითს🙂 ღმერთის ხელი რომ აშკარად ცანდეს რა უნდა მოხდეს ისეთი მთა გადატყდეეს? ერთხელ ერთმა მამაომ მითხრა რომ უფლის ნების გარეშე შენი თავიდან თმის ღერიც არ ცამოვარდებაო…რავიცი მე მჯერა..🙂 :^
    პოსტი მართლა მომეწონა🙂 :^

    Like

    • რაღაც დონემდე გეთანხმები მაგაშიც. ღმერთის ნებაა ის რაც ხდება, მაგრამ განა ღმერთის ნებით კვდებიან უდანაშაულო ბავშვები და სასტიკი წამებით ისჯებიან სხვები? მაშინ ხომ შეუძლია გადაარჩიოს, თუ ღმერთი “აკონტროლებს” ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ რომ როგორც ამ შემტხვევაში ისევე ბუნებრივი მოვლენების დროსაც, ის რაც გარკვეულწილად გარდაუვალია – ხდება, მაგრამ ღმერთს შეუძლია ან შეეწინააღმდეგოს ან არა. მართლა ისეთი თემაა, ყველა ადამიანს განსხვავებულად ესმის მითუმეტეს თუ გავითვალისიწნებთ თავიდან ჩვენი დაუთანხმებლობის დონეს, ამდენ ახსნაში მეტ ნაკლებად შევთანხმდით. რა თქმა უნდა როგორც მე ისევე შენ და სხვასაც თავისი სიმართლე აქვს. ამიტომ დავიტოვოთ ჩვენი სიმართლე🙂

      Like

  7. მაგ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ადამიანი თავისი გონებიტ ვერასოდეს ჩაწვდება ღვთის განგებულებას🙂
    ისევ რწმენას მივადექი🙂 ზოგს წამს რომ ესა თი ის მოვლენა (ტანჯვა წვალება თუ ახლობლის სიკვდილიც კი) იმის გამო მოხდა რომ გამოფხიზლდეს, გამოიცადოს,და სული გამოიწრთოს…(მათ შორის მეც მჯერა ამის)🙂
    ზოგს კი არ ჯერა ამის და კითხვებს სვავს რატომ ? რისთვის?
    მე მჯერა რომ ყველაფერი რაც ჩვენ ირგვლივ ხდება ხდება ჩვენს სასიკეთოდ🙂 ეს ბევრისთვის ძალიან გაუგებარია🙂
    ისევ რწმენაა ყველაფერში მთავარი (ნუ ამ შემთხვევაში მაინც🙂 )

    Like

  8. ვეთანხმები მარიტას. ნიკას მსგავს “ქართველებს” და “ქრისტიანებს” ჰგონიათ რომ სხვებზე აღმატებულები არიან მხოლოდ თავიანთი რელიგიისა და ეთნიკურობის გამო. ნიკა, რომ ამბობთ ქრისტიანი უფრო მეტია ცემთვისო ვიდრე სხვა რელიგიის წარმომადგენელიო, გავიწყდებათ რომ სხვა რელიგიისა და ეროვნების ხალხიც ადამიანები არიან, და ნამდვილი ქრისტიანი მაშინ ხარ, თუ გაჭირვებაში მყოფს ერთნაირად ეხმარები, განურჩევლად მათი რწმენისა თუ ეროვნებისა. დაგავიწყდათ კეთილი სამარიტელის იგავი?! დაგავიწყდათ ვაჟა-ფშაველა?! “ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი” და “სხვებს კუპრში მოელით ქშენანი”?? დაგავიწყდათ რომ სწორედ საკუთარი უპირატესობის ტუტუცური შეგრძნებიდან, საკუთარი ამპარტავნებიდან მომხდარა მსოფლიოში ღმერთის სახელით უამრავი ბოროტება?? მამა დავითს და მისთანებს ურჩევნიათ საკუთარ მრევლს მიხედოს, ჩვენს ფსევდო-მორწმუნეობაზე და ფსევდო-პატრიოტობაზე გაამახვილოს ყურადღება სანამ სხვა ერების განსჯას დაიწყებდეს. რა იცის რომ იაპონიის კატასტროფაში ქალწულობის ინსტიტუტის არარსებობა იყო?? საიდან დაასკვნა?? თუ ასეა, არაა ლამაზი საქციელი რა, სხვისი უბედურებიტ იხარო და ქედმაღლურად გადმოხედო— აი ხომ გეუბნებოდი, შენივე ბრალია, შენივე გარყვნილების…..

    Like

  9. აბო თბილელს რატო ??? ჩვენ პატრიარქს იცნობ უკვე ?? თან უამრავი ადამიანი არის დღს–დღეობით რომელიც შეიძლება ნამდვილ ქრისტიანად ჩაითვალოს .. ასე რომ სტატის რომ წერ ასეთ თემაზე ცოტა ფრთხილად წერე🙂

    Like

  10. xo da kide ro giceria gmerttan adamianebi mvidneno eg i.chavchavadzis “mozgvarshia” da ceris dros roca citirebas axden zustad gaakete🙂 ragac dzaaan kmacrad gamomivida :)))))=)))=)))) dzaan kai gogo xar🙂

    Like

  11. ყოვეთვის მაინტერესებდა “მართლმორწმუნე ქრისტიანებს” ასეთი აზროვნება საიდან ქონდათ მაგრამ ვერ ვხვდებოდი. ამ კომენტარების ავტორი ვარ(NIKA) და ჩემ მიერ ორი წლის წინ დაწერილი ეს კომენტარები მიდასტურებს მარქსის სიტყვებს ” რელიგია ხალხის ოპიუმია”

    აქვ მართლმადიდებლობას რაღაც ისეთი რომელიც აჯერებს ხალხს რომ ის ღვთის რჩეულია, ის ყველზე მაღლა დგას და ა.შ. თანაც ამ ყველაფერს სასულიერო პირების რიტორიკა “გამორჩეულობაზე” ემატება და ვღებულობთ ” ნიკას მსგავს “ქართველებს” და “ქრისტიანებს” (ანუ ჩემნაირა)🙂

    ისე კი ორი წლის შემდგე ამ პოსტის აბსოლიტურად ყველა საკითხში გეთანხმები

    Like

    • საინტერესოა🙂 შენთან ერთად მეც ახლიდან წავიკითხე პოსტი რადგან ორი წლისწინ სხვანაირად ვფიქრობდი ბევრ რამეზე, თუ არ ჩავთვლით შეცდომებს რაც აღმოვაჩნე ჩემ თავს მაინც ვეთანხმები. გამორჩეული არავინაა, უბრალოდ ბევრს ჰგონია ასე. ეგონოთ ვინ უშლით, მაგრამ ამის გამო რომ ბევრი ომი და დაპირისპირება ხდება ეგაა საშინელება.

      Like

      • ომი და დაპირისპირება(ზოგადად კონფლიქტი) ბევრი რამისთვის ხდება, ეს ადამიანის ბუნებაშია და ბევრს მიაჩნია რომ სასარგებლო და აუცილებელია. უბრალოდ საქართველოში დაპირისპირება განსხვავებული შეხედულებებისთვის ესმით თითქოს ეს დაპირისპირება იქამდე უნდა მივიდეს რომ რომელიმემ აზრი შეიცვალოს და სხვა მხარეზე გადავიდეს. განსხვავებული შეხედულებების პატივისცემის არცოდნა არის ქართველების ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი აზრით

        Like

  12. შეცდომების,ნაკლების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ძალიან ბევრია და მე მოგნი საერთოდაც შეცდომით არის ეს ქვეყანა. აბა ამდენი ნაკლით რა უბედურებაა😦

    Like

  13. ჩემი აზრით საერთოდ ჯობია რომ განვთავისუფლდეთ, ირაციონალური რელიგიური ხედვებისგან. ამპარტავნებაა, როდესაც მიგაჩნია, რომ მხოლოდ შნი რწმენაა ერთადერთი ჭეშმარიტი და სხვა დანარჩენი ყველა მცდარი. ამპარტავნებაა როცა ფიქრობს ადამიანი, რომ ქართველები არიან ერთადერთი დალოცვილი ერი, ამ ერთ მტკაველ მიწაზე მცხოვრები ერთი მუჭა ხალხი.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s