როგორ ჩაიარა “წიგნის საერთაშორისო დღემ” ?

წიგნის საერთაშორისო დღე 23 აპრილს აღინიშნება. ეს უბრალო დღესასწაულია ბიბლიოფილებისთვის, ადამიანებისთვის ვისთვისაც წიგნი გაცილებით მეტია, ვიდრე წარწერებიანი ფურცლების დასტა და გასაყიდი პროდუქტი.

ამ თარიღთანაა დაკავშირებული ისეთი მწერლების სიკვდილი, როგორებიც არიან სერვანტესი და  შექსპირი. საწყისი წერტილი, კი საიდანაც დაიწყო ამ დღის აღნიშვნა კატალონია გახლდათ. წმინდა გიორგის დღეს მამაკაცები ქალებს ჩუქნიდნენ ვარდს, ხოლო ქალები საპასუხოდ წიგნებით აჯილდოვებდნენ. UNESCO–მ ხელი შეუწყო კულტურული ღონისძიებების ჩატარებას წიგნების ირგვლივ და მეორე მხრივ გაავრცელა ტრადიცია, ამ დღის ფართო მასშტაბებით აღნიშვნის შესახებ.

იმ მრავალ ქვეყანას შორის, სადაც ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ მოხვდა საქართველოც. დღეს, “დედაენის ბაღმა” 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე უმასპინძლა “წიგნის მოყვარულებს” სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეთვალიერებინა წიგნები და სურვილისამებრ შეეძნა ისინი.

როგორ გავაკეთეთ ქართველებმა ყველაფერი?

რა თქმა უნდა, იდეა უკვე ძალიან კარგია. როგორ დონეზეც არ უნდა მომხდარიყო მისი განხორციელება, ის მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება ჩემთვის. მათ, ვისაც რამდენიმე წლის წინ გაგონილიც არ ჰქონდათ ამ დღის შესახებ, შეეძლოთ ბეჭდური და სოციალური მედიის დახმარებით მიეღოთ ინფორმაცია.

ტერიტორია, რომელიც გამოყოფილი იყო სპეციალურად ამ დღისთვის გადანაწილებული იყო გამომცემლობის რაოდენობის მიხედვით. თითოეულ გამომცემლობას ჰქონდა თავისი დახლი (თაროებისა და მაგიდებისაგან შემდგარი), სადაც ალაგებდნენ წიგნებს და უხმობდნენ დამთვალიერებლებს.

მართალია, წიგნებს ხალხი არ აწყდებოდა, მაგრამ ადამიანების გარკვეული რაოდენობა მაინც მოვიდა. ვფიქრობ, დასაწყისისთვის ესეც კარგია. იმედი მაქვს, რომ მომავალში მეტი ადამიანი ჩაერთვება და ამ დღესაც უკეთესად ავღნიშნავთ  : )

იქამდე კი მინდა რამდენიმე პუნქტად ჩამოვთვალო ის უარყოფითი მხარეები, რაც ახასიათებდა დღევანდელ ღონისძიებას და აქვე დავამატო, რომ ამ ყველაფრის დაწერისას მხოლოდ კარგი მიზნები მომაძრავებს.

მინდა, რომ ნაკლოვანებების აღწერით მოვუწოდო ორგანიზატორებსა თუ უბრალო ადამიანებს, რომ მეტი (ვ)იშრომოთ მომავალში და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ ვიდრე დღეს, როცა :

  • საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, იყიდებოდა შეზღუდული რაოდენობის წიგნები. არადა შესაძლებელი იყო ნახევრად მაინც გაევსოთ ის ტერიტორია. მთავარი რესურსი –წიგნი, იყო იმაზე ნაკლები ვიდრე საჭიროა.
  • გამყიდველები უკეთესი იქნებოდა ყოფილიყვნენ ამ სფეროში მეტად ჩახედული ადამიანები. დაინტერესებულ პირებთან ესაუბრათ ან რჩევის სახით ეთქვათ რა წიგნი რა შემთხვევაში წაეკითხათ და ა.შ მოკლედ, ჩვენ მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ.
  • ფასდაკლება, რომელიც დღესასწაულებზე არის ხოლმე ჩვენ არ შეგვეხო. როგორც ჩანს, გამომცემლებმა იფიქრეს, რომ წიგნები მაინც ძალიან იაფია და მათი ფასი ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. არადა ერთი დღე 40–60 პროცენტიანი ფასდაკლება დანაკლისს ნამდვილად არ მოუტანდა არც “სიესტას”, არც “ინტელექსტს” და არც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას”, სამაგიეროდ გაახარებდა წიგნის მყიდველს, რომელიც კმაყოფილი დარჩებოდა.


ესეც ჩემი არჩევანი :

Ps. დიდი მადლობა ამ დღის ორგანიზატრორებს, მრავალ “წიგნის საერთაშორისო დღეს” დაესწარით საყვარელ მკითხველებთან და გამომცებასთან ერთად : )

6 responses to “როგორ ჩაიარა “წიგნის საერთაშორისო დღემ” ?

  1. CS Lewis მაგრა მიყვარს🙂 ნარნიას ქრონიკები მაგის დაწერილია🙂
    შემდეგში ალბათ უფრო მეტი ხალხი მოვა. წიგნების მხრივ ცუდათაა ჩვენი ქვეყანა😦

    მადლობა კარგი პოსტისთვის ^_^

    Like

    • ხო, იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომელ ადგილზეა საქართელო წიგნიერების დონის მიხედვით მართლა ცუდათაა🙂 მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია და იმედია მომავალში სხვანაირად ვიქნებით🙂

      Like

  2. ესეც პირველი პოსტი, რაც ამ თემაზე წავიკითხე დღეს🙂 მადლობა🙂 შენიშვნები კი გასათვალისწინებელია, მართლაც🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s