Keep Healthy

თვალები რომ გავახილე უკვე პალატაში ვიყავი. “არ დაიძინო” ჩამესმოდა ყურში და ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ძალა მომეკრიბა და არ ჩამძინებოდა. ერთი შეხედვით, ძნელია საკუთარ თავს გაუწიო წინააღმდეგობა, მაგრამ ბუნდოვანმა აზროვნებამ როგორც ჩანს, მაინც გადაწონა ძილის სურვილი და მე გამოვიღვიძე.

დიახ, ეს არ არის ტყუილი. არც ახალი მოთხრობაა, არც სიზმარი და არც სევდიანი სიუჟეტი წაკითხული რომანიდან… ეს ის რეალობაა, რომელშიც გუშინ მოვხვდი. საქმე ეხება რამდენიმე არასასიამოვნო და ერთ ყველაზე უსიამოვნო პროცედურას, რომელიც ვერ გავიგე (გამიმართლა, რომ მედიცინა წინ არის წასული). მოთენთილობა, შინაგანი ნერვიულობა და ცოტა ტკივილი ვფიქრობ მეორეხარისხოვანია, რადგან როცა საყვარელი ადამიანების ბედნიერ სახეს უყურებ და ამასთანავე დაქვეითებულ გონებაში გაგიელვებს ფრაზა, რომ “ყველაფერი დამთავრდა” გემატება გამძლეობა და ქრება მთავარი – სულიერი ტკივილი გაქრება.

რამდენიმე წლის წინ, საიდანღაც შემდეგი შინაარსის ფრაზა ამოვიკითხე: “სანამ არ გამოცდი სიცივეს, ვერ აფასებ სითბოს.” მას მერე ეს ფრაზა ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში და ბევრჯერ დაამტკიცა თავისი სიმართლე. ასე ხდება ადამიანებთან ურთიერთობებშიც და ასე მოხდა ჯანმრთელობასთან მიმართებაშიც.

Nothing Tastes as good, as being Healthy !  

არვიცი რა შეიძლება ვუწოდო ამ ყველაფერს : “გამოცდა”, “სასჯელი”, “შემთხვევითობა” “გარდაუვალი მოვლენა” თუ სხვა. მთავარია, რომ ჩაიარა გუშინდელმა ღამემ, ჩაიარა ცუდმა აურამ და დამთრგუნველმა გარემომ. გუშინდელი დღე უკვე წარსულია, აწმყო კი საშინლად უკეთესია.

ვფიქრობ, ყველაფერი რაც მოხდა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ბუნებრივია.სამაგიეროდ ჩემში დარჩა გამძლეობა, გამოცდილება, ბევრი რამის შეგნება (მათ შორის იმისიც, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თანადგომას) და ერთი კილოთი ნაკლები სხეული.

თქვენც და ჩემ თავსაც ვუსურვებ ჯანმრთელობას, და უკეთესი დღეების გატარებას. გთხოვთ ნუ გამოიჩენთ შებრალებასაც :)) რომელიც ასე ძალიან მაღიზიანებს, და რომლისთვისაც მიზეზი უკვე აღარ გაქვთ . მე ახლა უკვე ძალიან კარგად ვარ🙂

 

6 responses to “Keep Healthy

  1. Pingback: All i want for christmas is… « Notes of Summer·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s