როგორ ვიცხოვრე პარიზში?

„სინათლის ქალაქში“  დღეს ჩვეულებრივ იწყებენ, ფაცი–ფუცით იცვამენ ტანსაცმელს და მორიგი სამუშაოს შესრულებისთვის ემზადებიან.

ყველაფერს პარიზულის გემო და ფერი დაჰკრავს, მათ შორის ყველაზე უფერო და უსუნო საგნებსაც კი. სიტყვა დახვეწილი ისე შეეფერება ქალებს, როგორც სიყვარულს პარიზული ვნება. წარწერებში ინგლისური ენა არ ჩანს, მეტროპოლიტენი კი ტურისტული ხაზებისკენ გვიხმობს.

რიშელიეს ქუჩაზე, „ჰოტელ მალტე ოპერაში“ ვცხოვრობ. დილით ადრე ვდგები, ვუყურებ როგორ იღვიძებს ქალაქი, გრძელი თითებით ძვირფას სიგარეტს ვუკიდებ, პიჟამოთი გამოყვანილ თეძოებს ვფარავ და ვფიქრობ, რა არის ამ ქალაქში ისეთი ასე რომ მიზიდავს?

პასუხი პარადოქსულია. ამაზე ფიქრით თავს აღარ ვიმძიმებ. ვყვები აქაურ რიტმსა და პირველ სანახაობას.

ფეხით სიარული პარიზული თავგადასავლის პირველი ნაბიჯია. დადიხარ კილომეტრებს… გრძნობ როგორ გეჭიმება კუნთები, როგორ გეღლება მთელი სხეული, და როგორ განიჭებს ეს „დაღლა“ უდიდეს სიამოვნებას…

შემდეგ ლუვრი.  პირველი აღტაცება, განცდა, ემოცია. ზიარება ხელოვნებასთან და ჰარმონიის პოვნა. ბევრი მანე,რენუარი,ვან გოგი და გოგენი.

აქაური ხალხი – ჩარჩოების გარეშე, სტერეოტიპებისგან თავისუფალი. უცნაურად წარმოთქმული „bonjour“, ლამაზი ბგერები და ინტონაცია.

ისტორიული პარიზი. აქ ვერ შეხვდებით შეღებილ სახლს და ყველაფერი ძალიან მეცხრამეტე–მეოცე საუკუნოვანია. წარმოიდგენ ეტლებისა და ფარნების ეპოქას და სიამოვნებით იძრები წარსულში.

3 დღე გავატარე. ვიცხოვრე, როგორც განებივრებულმა ქალიშვილმა, როგორც ცხოვრობენ პარიზელი მაგარი გოგონები. შევიყვარე ისე როგორც აქ უყვართ. მე ვურეკავდი, მე ვპატიჟებდი, არავისთვის მიკითხავს რჩევა. სრული თავისუფლება მივეცი საკუთარ თავს. სიამოვნებით მივირთვი მისი გაკეთებული სალათა და ისე დავშორდი წამოსვლისას, რომ ღამე არ მიტირია.

რა ჯობია სარკის წინ ცეკვას და ღამე ფრანგული შხაპის მიღებას. წიგნის კითხვასა და ყველაზე წითელი ღვინის დალევას.

ყოველთვის მინდოდა მოტოციკლით ძალიან სწრაფად შემომევლო ლამაზი ადგილები, მარტო მევლო საყიდლებზე ყველაზე ძვირიან მაღაზიებში, მენახა განთქმული ფრანგული კაფეები და ფეხით გამევლო ალექსანდრეს ხიდზე.

კიდევ ერთი დილა გათენდა. ისე გამოვეწყვე, როგორც ნამდვილი პარიზელი ქალბატონი : წითელი ბერეტი მოვირგე, ფეხზე თხელი გეტრები ამოვიცვი, მაღლა ავიქაჩე, ზოლიანი პერანგი მჭიდროდ შევიკარი და გასაფრენად მოვემზადე.

მე არასოდეს ვყოფილვარ პარიზში…

25 responses to “როგორ ვიცხოვრე პარიზში?

  1. ასე ‘ვიცხოვრე’ მეც, პარიზში🙂🙂 ღიმილით ჩავიკითხე🙂 ❤

    Like

  2. ნუთუ ერთხელაც ვერ ვნახავ მთელი სიცოცხლის განმავლობაში?

    Like

    • მეც მასე მინდა❤ დიდი ხნით არც იქნებოდა საჭირო, მთელი ცხოვრება ხომ საერთოდ.. 2 კვირა საკმარისია❤

      Like

  3. აუ,რომ ვკითხულობდი თავი წარმოვიდგინე იგივე სიტუაციაში და რეალობას რომ დავუბრუნდი გული დამეწვა :ს

    Like

  4. სიყავრულისა და რომან”წ”იკის ქალაქი :))))))) ძალიან მომწონს და ვიცი რომ გავემგზავრები და ვნახავ (რა ნაგლი ვარ) :)))))

    Like

    • რომ მივდიოდე მეც სიამოვნებით გავნაგლდებოდი :))

      Like

  5. მეც რაღაც მაგდაგვარი განცდები მაქვს, ოღონდ ლონდონთან მიმართებით. ნუთუ ერთხელაც ვერ ვნახავ😦 იმედია რომ ვნახავ🙂

    Like

    • 🙂 რა თქმა უნდა ნახავ. ჩემი აზრით როცა ადამიანი მონდომებულია და რაღაცისკენ ისწრაფვის ის აუცილებლად გამოუვა. დროის ფაქტორი როდის და რამდენი ხნით უკვე სხვაა… მე პარიზში წავალ, შენ ლონდონში : )

      Like

  6. შენ არ ყოფილხარ პარიზში და უკვე ასე ზედმიწევნით აღწერე, რა მოხდება შენ რომ პარიზიდან ჩამოხვალ?!

    Like

  7. Pingback: არა–ნორმალური ნიუ–იორკი | Notes of Summer·

  8. Pingback: პარიზისა და მილანის ქუჩებში | Notes of Summer·

  9. nadmvvilad waval..ara aucileblad shemovivli aa marto parizs aramed mtel msoflios da titeol qalaqshi ise moviqcevi rogorc namdvilad iq mcxovrebi iqceva :))
    dzalian kargi postia

    Like

  10. Pingback: არა–ნორმალური ნიუ–იორკი « Notes of Summer·

    • ძალიან დიდი მადლობა🙂 მიხარია რომ შენნაირი მკითხველი შეემატა ჩემს ბლოგს:)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s