ძიების პროცესი ადამიანში

ძალიან საინტერესოა იმ მოვლენების ახსნა და შესწავლა რაც ადამიანის შიგნით მიმდინარეობს. განსაკუთრებით მაშინ როცა ყველა სულიერი პროცესი საკუთარ თავში ხდება და შენ ერთდროულად ექსპერიმენტის საგანიც ხარ და შედეგების გამომკვლევიც.

იმ მცირე გამოცდილებამ რაც გამაჩნია ერთი რამ მასწავლა. ადამიანი მაშინაა ყველაზე ბედნიერი როცა საკუთარ თავს იპოვის, ყველაზე უბედური კი მაშინ როცა – კარგავს. საკუთარი თავის დაკარგვა იგივე პასუხისმგებლობის დაკარგვაა და ყველაფერი იმის უარყოფა რაც ზნეობრივად მაღალი და ღვთიური გაგვაჩნია. ადამიანი, რომელიც იპოვის ადგილს ამ ვრცელ სამყაროში, იპოვის საკუთარ თავსაც. მოიპოვებს სულიერ სიმშვიდეს და გაივლის ცხოვრების იმ გზას, რომელიც მისთვისაა ჭეშმარიტი და საკუთარ ღმერთთან მიახლოვებული.

ადამიანის შეცნობის პროცესი ყოველთვის მაინტერესებდა. ვკითხულობდი ცნობილი ადამიანების ციტატებს და ყველაფერ იმას რაც პასუხობდა კითხვაზე “როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი”.  ამაზე შარშან დავწერე კიდეც, რადგან თემაზე რომელიც ჩემში ინტერესს აღძრავდა , საკუთარი დამოკიდებულება მქონდა.  (შეიცანი თავი შენი)

იმისთვის, რომ გაიგო ვინ ხარ და რა არის შენი მიზანი, საჭიროა გაიარო გზა, რომელზეც ყველაფერს შეხვდები (ბოროტსაც და კეთილსაც) . ისტორიას არ ახსოვს ციდან ჩამოფრენილიყო გასაღები საკუთარ თავს რომ გაპოვნინებდა, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ადრეც და ეხლაც. რადგან ადამიანი, თავისი არსით უცვლელია , უბრალოდ იცვლება გარემო სადაც ცხოვრობს და ღირებულებები რომლებიც გააჩნია.

ისევე როგორც ყველას, მეც მქონია ცუდი, არაფრისმომცემი პერიოდები. ცხოვრების ამ ეტაპზე არც არაფერი შემიქმნია, არც კარგი რამ ჩამიდენია, დამიკარგავს კონტროლი, და არ მიმიქცევია ყურადღება იმისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. უბრალოდ დავამძიმე დედამიწა ცოტა ხნით და მივიღე ერთადერთი კარგი რამ – გამოცდილება. ადამიანები ყველა იმ შეცდომას რასაც ვუშვებთ წარსულში გამოცდიელბას ვუწოდებთ ხოლმე. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა .  გამოციდლება რომელიც მივიღე, აღარ მაძლევს საშუალებას იგივე გავიმეორო, მთავარი კი ესაა.

გამოსწორების გზაზე მდგარ ადამიანს დახმარება სჭირდება. ზოგს ეკლესია შველის, ზოგს სიტყვიერი გამხნევება, ზოგისთვის მშველელი სიყვარულია, ზოგი კი შვებას განმარტოებაში ხედავს. ვფიქრობ ყველაფერი რაც უკეთესობისკენ წინსვლაში დამეხმარა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა პირად ცხოვრებითა და გარშემომყოფებით უკმაყოფილომ ყურადღება იმაზე გადავიტანე, რაც ვიცოდი რომ მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა.

დავიწყე კითხვა, საინტერესო ადამიანების მოძებნა. გადავწყვიტე მეტი დამეწერა ბლოგზე და გამეგრძელებინა ჩემი შემოქმედებითი მუშაობა. მეპოვნა პასუხები კითხვებზე, რადგან ძიების პროცესი ძალიან მომწონდა და უბრალოდ მებრძოლა იმსთვის, რომ ცხოვრება უკეთესი გამხდარიყო.

რა თქმა უნდა, სიახლეების აღმოჩენაც არანაკლებ მომწონდა და მომწონს დღესაც. მაგრამ ბოლო დროს, ბევრ სიახლეთაგან ყველაზე სასარგებლო “ორატორული ხელოვნების აკადემიაში” მისვლა აღმოჩნდა. რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ, ჩვენ რამდენიმე ადამიანი აღმოვჩნდით “პირველი მერცხლები” ვინც ამ აკადემიაში დაიწყო სწავლა და პირველები ვინც დაესწრო ლექციებს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სასწავლო პროცესში გაურკვევლობა იყო ყველა მხრივ და გაკვეთილები არც ისე ნაყოფიერად მიმდინარეობდა (ასეთი შეფასება ჩემი სულსწრაფობისა და დაუკმაყოფილებლობის ბრალია) , დღეს ყველაფერი სხვანაირადაა და მეც გახარებული ვარ.

მეტყველების, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ორატორიისა და რელიიგის სწავლა ისეთ ადამიანებისგან, როგორებიც არიან მამა დემეტრე, ნანა ჩაჩუა, თათული ედიშერაშვილი, დავით ჩომახაშვილი და ელდინო საღარაძე იმ ძიების პროცესს გავს, რომელიც საკუთარ თავს გაპოვნინებს. ყოველი გაკვეთილის მერე, მე ვხვდები რომ კარგ ადგილას მოვხვდი, რომ ეს ორი საათი იმდენი რამ შევიძნე და ვისწავლე,რ ასაც ამრტო ვერ შევძლებდი. ვხვდები, რომ აქამდე ამისი არცოდნით ბევრი რამ მაკლდა, ვხვდები რომ წინ ბევრი საინტერეო შეხვედრა გვაქვს.

ვხვდები ყველაზე მთავარს, რომ აქ თუ ვივლი ბევრს მივაღწევ და იქნებ საკუთარი თავიც ვიპოვო : )

16 responses to “ძიების პროცესი ადამიანში

  1. ძალიან მომეწონა🙂 მეც ამ აზრის ვიყავი, უბრალოდ ვერ ვაყალიბებდი😀

    Like

    • დიდი მადლობა. მეც თითქმის სულ ეგრე ვარ, ბიძგი ყოველთვის მჭირდება ხოლმე რომ დავწერო🙂

      Like

  2. მომეწონა თემა. მეც მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება.
    კარგი იქნება თუ დაწერ პოსტს ხოლმე ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ვისაც არ იცნობ და ერთი ან 2 ნახვით მიღებულ შთაბეჭდილებას და აზრს იმ ადამიანზე.

    Like

    • კარგი იდეაა. გპირდებით პირველივე ადამიანი რომელსაც არ ვიცნობ და საინტერესოდ მომეჩვენება საწერი ობიექტი გახდება🙂 საინტერესო იქნება ეხპერიმენტის სახით რამდენად შევძლებ მის ამოცნობას და რამდენად შეესაბამება ჩემი პირველი წარმოდგენა რეალობას : )

      Like

  3. ძალიან კარგი პოსტია, მარიტა🙂 სინამდვილეში არც ერთი შეცდომ არ არის შეცდომა, რადგან ყველაფერი რატომღაც ხდება და ყველაფერს აქვს თავისი გაგრძელება. ის რომ რაღაც ისე არ მოხდა როგორც ჩვენ გვინდოდა, არ ნიშნავს რომ შეცდომაა და ძლიერი ადამიანი ყოველთვის შეძლებს ყველა მოვლენაში პოზიტივის პოვნას და კიდევ, დღეს ვფიქრობდი ზუსტად….. რაც უფრო მეტჯერ მივარტყამთ სახეს ასფალტს მით უფრო ბევრს ვხედავთ და მით უფრო მეტი სითბო იღვრება სულში საბოლოოდ. ჩემს შემთხვევაში ასეა🙂
    შეცნობის პროცესს რაც შეეხება, მეც მუდამ ვეძებ….. თუმცა, აქ საინტერესო ისაა, რომ რაც უფრო მეტს პოულობ, მით უფრო მეტი კითხვა იბადება….. მაგრამ ესაა ცხოვრების აზრი. ძებნას თუკი შეწყვეტ, მაშინ რაღა აზრი ექნება ცხოვრებას :))

    Like

    • გეთანხმები. მეც მასე ვარ… ყოველი შეცდომის მერე მეტი ენერგიით და შემართებით ვარ, რომ ახლა საქმე უკეთესად გამომივიდეს და საერთოდ უკეთესი ვიყო! ყველა მარცხში სარგებელს უნდა ეძებდე როგორი ძნელიც არ უნდა იყოს… ძიების პროცესს რაც შეეხება, უწყვეტია და არასდროს დამთავრდება. მთავარი სიამოვნება და ცხოვრებით ტკბობა ძიებაშია.

      Like

  4. ”..ისევე როგორც ყველას, მეც მქონია ცუდი, არაფრისმომცემი პერიოდები…..დამიკარგავს კონტროლი, და არ მიმიქცევია ყურადღება იმისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.”……. ამ ეტაპზე ვეღარ ვიგებ რა არის მნიშვნელოვანი, აზრი მაქვს დაკარგული და მგონი უკვე მეშინია….

    Like

    • მართლა ძალიან ძნელი ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეტება. ვიბნევით და აღარ გვესმის რომელი გზაა სწორი და რომელი არა. ამიტომ ჯერ ჩვენ თავი უნდა გავერკვეთ , ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ და მერე ყველაფერი გამოსწორდება : ) ცოტა შეცდომა არაუშავს. მტავარია გამოსწორებადი იყოს.

      Like

  5. მეც მასე ვარ არ ვიცი რა არის კარგი და რა ცუდი. კარგს ვუკეთებ ჩემ გვერდით მყოფთათვის და ისინი ცუდად მექცევიან არ ვიცი რა ვქნა? დაკარგული ვარ ჩემ თავში …

    Like

  6. გეთანხმები გეთანხმები და გეთანხმები ყველაფერში. არ იცი როგორ ბედნიერს მხდის შენნაირი ადამიანის არსებობა, ვიმედოვნებ რომ კიდევ ბევრმა იცოდეს ამ ყველაფრის შესახებ და ეპოვნოთ თავიანთი თავი და ადგილი ამ სამყაროში.
    მეც ძალიან მომწონს ინფორმაციების ძიება ყველა მხრიდან იღონდ რომ მართ მსჯელობაზე მივიდე, ამ ბოლო დროს წიგნი წიგნში აღმოვჩინე (ერთ წიგნს ვკითხულობდი და 5 გვერი დათმობილი ქონდა ერთი ისტორიის მოთხრობას და ეს ისტორია სხვა წიგნში მქონდა ვრცლად წაკითხული) არვიცი მაგრამ ძალიან გამიხარდაა🙂🙂🙂

    Like

  7. memgoni saertod ar gilaparakia tavis shecnobaze…. dzalian acdi am temas ..veraperi gavige azri ar aris chamoyalibebuli… ubralod aris erti ragac da iqidan uazrod gawele tema…………..

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s