ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან

დღეს წვიმს და ჩემი განწყობაც მისი შესაფერისია. ამინდი ძალიან მოქმედებს ხასიათზე, ამიტომაც ეს დღეები წინა მზიანი დღეებისგან განსხვავებით ნაკლებ ემოციური და სასიხარულოა. ველოდები როდის დათბება ისე, რომ აღარ აურევს ამინდი და ჩემთანაც ყველაფერი უკეთესობისკენ წავა🙂

მრავალფეროვნების თემასთან დაკავშირებით არაერთხელ მითქვამს. მითქვამს, რომ არ შემიძია სულ ერთნაირი სიტუაცია და გარემო, გარკვეული დროის განმავლობაში აუცილებლად უნდა შევცვალო რამე, მიზიდავს ბევრი სიახლეები და მომწონს ძიების პროცესი. მართალია, ეს ყველაფერი აქტიურ და არანორმალურ ცხოვრებაზე მიანიშნებს და ეს ასეცაა, მაგრამ ხელს არ მიშლის რომ სტაბილურობა დავიცვა. სტაბილურობას დროის ზუსტად განაწილებით ვიცავ. ანუ იმის გაკეთებას, რაც სიამოვნებას მანიჭებს დარჩენილ დროში ვასწრებ. მნიშვნელოვანი ნაწილში კი იმას ვაკეთებ რაც გეგმის აუცილებელ პუნქტად ითვლება.

ზოგჯერ მთლიანად მეცვლება ხოლმე გეგმა, მაგრამ სპონტანურობასაც აქვს თავისი ხიბლი და გაცილებით მეტ სიამოვნებას ვიღებ მოულოდნელიწ არმატებისგან, ვიდრე მაშინ როცა წინასწარ მაქვს განსაზღვრული ან ნავარაუდები თითოეული ნაბიჯი.

მოკლედ, ასეა თუ ისე მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი. განსაკუთრებით დილის პროცედურები, როცა ბევრ რამეს ერთად ვაკეთებ და არ ამგვიანდება, რადგან ადრე ვდგები. ამას დამატებული სხივები ფანჯარაში და საკმარისია უდიდესი შემართებით განვეწყო და მოტივაციით სავსემ ვიარო მთელი დღის განმავლობაში. მერე მოდის წასვლა სკოლაში : ახალი გამოცდილების მიღება, ნასწავლი მასალის ჩაბარება, მეგობრებთან ურთიერთობა, ზოგჯერ კამათიც და ის, რასაც საკუთარი თავის რეალიზებას უწოდებენ.

საღამო წარმატებით ჩაივლის თუ კარგად გამოვიძინე და ენერგია მოვიკრიბე. სადღაც 8 საათზე ახალი ენერგიებით შევუდგები საქმეს, იქნება ეს რაიმე ინფორმაციის მოძება, დაწერა თუ გაკვეთილების სწავლა. დასვენებულ გონებაზე ყველაფერი კარგად შედის თავში და მეცადინეობისგან არც ისე დაღლილი, ცხოვრების ჟანსაღი წესისკენ ცოტათი მაინც რომ გადავიხარო ვვარჯიშობ. ვარჯიშს მერე მოდის ყველაზე კარგი დრო. ამ დროს ყველაფერი “მოვიშორე” და სრული თავისუფლება მაქვს რას გავაკეთებ. ან ვკითხულობ, ან ვმღერი, მეგობრებს ველაპარაკები, ბლოგზე ვწერ და ა.შ

გვიან, როდესაც ყველაფერს მოვასწრებ ძილის დროც დადგება. იძულებული ვარ დავწვე, დავფიქრდე განვლილ დღეზე, რა შემეშალა რომ მეორე დღეს გამოვასწორო და რა გავაკეთე კარგი რომ ვიამაყო. როდესაც, ყველაფერი ტვინში თანმიმდევრობით დალაგდება წყნარად მეძინება საყვარელ ბალიშზე და ტკბილ სიზმრბს ვნახულობ : )

4 responses to “ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან

    • ძალიან კარგად წერ და დახვეწილად. მომწონს შენი ყოველი ბლოგი

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s