ამერიკული ზღაპრები

“ამერიკის უბედურება ის გახლავთ , რომ ყველა იქ ჩასულს ამერიკა თავისი აღმოჩენილი გონია” (ნოდარ დუმბაძე)

დღეს ადამიანებს ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ მაინც, რადგან ქართველების ცნობიერება ჯერ არ განთავისუფლებულა საბჭოთა კავშირის ზეწოლისგან. ჩვენ ვიცით რომ ტაბუ დადებულ თემებთან შეხება აკრძალულია, მაგრამ როგორც ყოველთვის აკრძალვას არც ახლა მოაქვს შედეგი, და ადამიანები გაცხარებით საუბრობენ სექსზე, რათა “თავისუფლება” დაუმტკიცონ სხვებსა და საკუთარ თავს.

თავისუფლებაზე ფიქრისას, აუცილებლად გაგვახსენდება ამერიკა. შეიძლება ჯერ  პატრიოტული გრძნობები ამოტივტივდეს სიღრმიდან. გაგვახსენდეს : ქართველების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეროვნული ჰიმნი, წარწერა “თავისუფლება ცოტნეს”, მაგრამ დემოკრატიისა და თანასწორობის მოგონებაზე გვერდს ვერ ავუვლით სიტყვას, რომელიც ასე მრავალმხრივ ისმის ჩვენ გარშემო და ეს სიტყვა ალბათ მიხვდით, რომ ამერიკაა.

ამერიკის შეერთებული შტატები, არის ის რაც ასე იზიდავთ ადამიანებს და განადგურებული ქვეყნიდან ცხრა მთას იქით არსებული სამოთხის შესახებ უქმნის ილუზიებს. ადამიანებმა კი ვინც საკუთარი თვალით იხილეს ამერიკა, კარგად იციან რომ იდეალური ქვეყანა არც ამერიკაა და მიუხედავად იმისა რომ საქართველოზე მეტადაა მიახლოებული “იდეალთან”, მაინც საჭიროა მისი არსი სტერეოტიპებისგან შორს მოვაქციოთ და დავივიწყოთ ფრაზა, რომ “ამერიკაში ყველა ადამიანი მდიდარი და ბედნიერია”.სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროგრამა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა საქართველოში და ითვალისწინებდა მწერლების თავმოყრას სხვადასხვა ქვეყნებიდან ამერიკის ერთ–ერთ შტატ “აიოვაში” და საინტერესო ღონისძიებებისა და შეხვედრების ჩატარებას. ამ პროგრამაში მონაწილეობას იღებდა ქართველი თანამედროვე მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც გაემგზავრა 100 დღით ამერიკაში და ამ მოგზაურობით საფუძველი  დაედო მის მეთორმეტე წიგნს “ამერიკული ზღაპრები.”

წიგნის ავტორი ყვება იმ თავგადასავლებით სავსე ტურის შესახებ , რომელიც აიოვაში დაიწყო, ჩიკაგოსა და ნიუ–იორკში გაგრძელდა და დასრულებით კი წიგნის ბოლოსაც არ დასრულებულა. მე კი მომინდა, რომ თუნდაც 13 დღით (სიმბოლურად) ასეთი მოგზაურობა მომეწყო და წარმოვიდგინე რამდენ რამეს ვისწავლიდი და როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება ჩამოსვლის შემდეგ. მწერალის ცხოვრებაში ეს 100 დღე სიურპრიზებითაა სავსე. საყვარელ მწერლებთან შეხვედრა, პირველი და ბოლო სიყვარულის გააზრება, 11 სექტემბრის ტრაგედია, ახალი მეგობრები და გამოცდილება – ყველაფერი ამ პატარა წიგნშია თავმოყრილი. მცირე რომანი და ზღაპარი ახლოდან გვაცნობს ამერიკას, რაც ასე შორსაა ჩვენგან.

ამ დროს კი, სანამ ცხრა მთას იქით “იდეალურად” ცხოვრობენ, ჩვენ დიდებულ წარსულს ვეტრფით. ზღაპრის გმირებს ებადებათ კითხვა “საქართველოს ისტორიის შესახებ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა რას აკეთებთ?” რომელზეც ჩვენ ვჩუმდებით…

14 responses to “ამერიკული ზღაპრები

  1. ძალიან მომეწონა პოსტი. საერთოდ ეგრეა, სადაც ჩვენ არ ვართ, იქ ყოველთვის კარგი გვგონია : )))

    Like

  2. ამერიკა მართლაც არაა perfect. მეც მაქვს სურვილი ამ ქვეყნის ნახვის.
    ახლა ამ წუთში კი ძალიან მომინდა დათო ტურაშვილის ზღაპრების წაკითხვა.

    Like

    • მართალია, სანამ რამეს დაზუსტებით ვიტყოდეთ ამ ქვეყანაზე, საჭიროა მოვინახულოთ და ახლოდან გავიცნოთ : ) ამერიკული ზღაპრები ამრთლა კარგი წიგნია, სწრაფად იკიტხება და საინტერესოდ 🙂 გირჩევთ წაიკითხოთ 🙂

      Like

  3. იქაა კარგი სადაც ჩვენ არ ვართ – ო, თქმულა, მართალია ვერ ვთარგმნე წესიერრად, მაგრამ აზრი გასაგებია იმედია. : >

    Like

  4. ამერიკაში მინდა ცხოვრება ხოდა ბევრი მეუბნება შეწნ “ზღაპრების” გჯერაო ხოდა მინდა მართლა წავიდე ამერიკაში და დავუმტკიცო ამ ხალხს რომ ეს “ზღაპრები” რეალურია. ისე პოსტი კაია :)))

    Like

    • მადლობა🙂 მართლა შესაძლებელია თუ წახვალ და ამერიკულ ზღაპრებს აიხდენ🙂 ყველაც დაიჯერებს, მითუემტეს რომ, როგორც პოსტშია ნათქვამი ამერიკაში რეალობასა და ზღაპარს შორის ზღვარი განსხვავდება აქაურისგან :))

      Like

  5. კი ნამდვილად ასეა :)) იქ ის მომწონს რომ ცხოვრების დონე მაღალია და თავისუფალი ქვეყანაა ყველა წვრილმანზე არ გჭორავენ როგორც აქ იციან😀 თანაც 2 საუკუნეში ააშენეს ასეთი განვითარებული ქვეყანა

    Like

    • ეგ ნამდვილად დასაფასებელია ასე თუ ისე. ქართველები ამერიკასთან მიმართებაში ხშირად ამბობენ რომ, “200 წლის ისტორია აქვს, კაი რა” და იამს ვერ ამჩნევენ რომ ჩვენ ამხელა ისტორიას ვერ გავუფრთხილდით (არც ახლა ვუფრთხილდებით), და უკეთესი ქვეყანა ვერ ავაშენეთ. სამაგიეროდ სანამ სხვები მომავალს ქმნიან, ჩვენ მარტო წარსულს მივტირით !!! მოკლედ ამერიკას ბევრი კარგი რამ გააჩნია რაც უნდა ვისწავლოთ, და ნამდვილად მისაბაძია. უბრალოდ ისიც არ მომწონს რომ ყველაფერი “ამერიკული” კარგი გონიათ. ცუდი და კარგი ყველგანაა, და ჩვენ კიდევ მაინცდამაინც ცუდს ვეტაკებით ხოლმე (მიბაძვაზე როცა მიდგება საქმე) :))

      Like

    • რათქმაუნდა არ გაგჭორავენ ისე ვის რაში აინტერესებს მეზობელი მეზობელს არ იცნობს ქუჩები სავსეა უცხო ადამიანებით. შიშველი რომ გახვიდე ქუჩაში ერთ გაიფიქრებენ გიჟიაო და გატარებენ, კარგია თავისუფლებაა მაგრამ დამერწმუნე გაჭორვაც მოგენატრება …:) და ჩემი აზრით თავისუფლი მაშინ ხარ როცა არაფერი გაქვს დასაკარგი და როცა ხარ პასუხისმგებელი ყველაფერზე. თავისუფალი ყველგან შეგიძლია იყო ეს საქართველოა თუ ამერიკა საქმე იმაშია სულიერდ იყო თავისუფალი!

      Like

  6. წაკითხული მაქვს, და რათქმაუნდა დათო ტურაშვილის წიგნი მომეწონა, რატო არ უნდა მომწონებოდა?!

    Like

  7. ამერიკა არა მაგრამ დათო ტურაშვილი ნამღვილაღ არის perfect

    Like

  8. ამერიკული ზღაპრები და სხვა ნაწარმოე ვიგულისხმე

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s