დაბნეულად გამოზაფხულდა

როცა ლურჯმა ცამ წვრილი თვალები გაახილა, ნამძნარევი ღიმილით დაგვიწყო ყურება. მიხვდა, რომ მობეზრდა ერთფეროვნება, ბურუსში ყოფნა და სიცივით გაჟღენთილი ჰაერი.

გამოზაფხულდა… თეთრი ფარფატა ღრუბლები ჩვენს თავზე მოექცნენ და ცის კიდიდან გვახარეს იმედიანი სითბო. მე კი, თეთრ კაბაში გამოწყობილი პრინცესა, მთის წვერზე მოვკალათდი, ლამაზ სუნიანი ბაფთა მოვირგე და წერას შევუდექი. სახეზე ნაზი ნიავი მელამუნებოდა და უჩვეულოდ გავერთე გაზაფხულთან თამაშში. წამის მეასედებში, თვალწინ წარმომიდგა მერცხლების გუნდი და მწვანეში ჩაძირული ლამაზი ეზოები. სამყარო ამ დროს იმდენად ვრცელია, რომ ვერ იტევს სიტყვებს. იმდენად ახალი, რომ ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას. დაბნეულია…

გათამამებულმა გაზაფხულმა ცვლილებები დაგვატეხა თავს. “ცუდი” გრძნობები სადღაც ღრმად მიმალა და კვალიც გააქრო. ბედნიერებით გაგვანებივრა და თვითონ გაბედნიერდა უნებურად, ბედნიერი ადამიანების ხილვაში…

3 responses to “დაბნეულად გამოზაფხულდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s