"იგი" – პრეისტორიული მოთხრობა

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“ აღწერილია პრეისტორიული ხანის ადამიანების არსებობა და მათგან ერთერთის ცხოვრების გზა პიროვნებად ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ.

ნაწარმოების დასაწყისში ვეცნობით ტომის ირგვლივ არსებულ მოვლენებს, საიდანაც ჩნდება „იგის“, როგორც მას ავტორი უწოდებს, უჩვეულო დამოკიდებულება სამყაროსადმი. ძველი ბელადის „დაძინების ქარაფზე“ ასვლისა და კვალის დატოვების შემდეგ, იგის უჩნდება კითხვები, მის „სხვეულში გაკვირვება აწრიალდება“ და ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, რაც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი ხდება.

„იგის“ თანამოძმეებისგან განასხვავებს წელში გამართული სიარული, რაც მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. იგი გრძნობს მოახლოებულ ხიფათს, რომელიც გამოირჩეულობამ შეიძლება მოუტანოს და სიტყვებით გადმოსცემს სათქმელს „იგი ისეთი უნდა აგხდეს როგორიც არიან სხვები“. იგი ცდილობს დაემსგავსოს თანამოძმეებს, და გაუძლოს ფიიზკურ ტკივილს რომელიც უფრო ასატანია ვიდრე სიმარტოვით გამოწვეული მწუხარება.

პირველყოფილების „საზოგადოებაში“ მიუღებელია სამყაროს სხვაგვარი აღქმა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის არსებობა.იგის სხვებისგან განმასხვავებელ ფიზიკურ ნიშანს ემატება სულიერი მხარეებიც, რომლების დამალვაც შეუძლებელია. ის ბუნებას ახლებურად ხედავს, რასაც მასთან თამაში და სიტყვების უჩვეულო დალაგება ადასტურებს.

პიროვნებად ჩამოყალიბებაში იგის ეხმარება ხორციელი სიამოვნება, თავისუფლებისა და სიყვარულის შეგრძნება, რაც მას შემოქმედებით საქმიანობამდე მიიყვანს. იგის ასეთი ფერიცვალება, შეუმჩნეველი არ რჩება ტომის ბელადისა და მისი მიმდევრებისთვის. „სხვა ჯიშის“ არსება ირიყება მათი ჯგუფისაგან, მისდამი დამოკიდებულება უფრო მწვავდება, რასაც საბოლოოდ იგის გაქრობის გადაწყვეტილებამდე მივყავართ.იგი, წელში გამართული მიაბიჯებს ქარაფზე, და უკან მოხედვის დიდი სურვილის მიუხედავად წინ მიდის, რაც მისი ღირსებების აღიარებაზე მეტყველებს. იგიმ გაიგო რა დარჩებოდა მისი წასვლის შემდეგ და ამითი განახორციელა თავისი იდეა.

ჯემარ ქარჩხაძე მოთხრობის ასეთი დასასრულითა და პერსონაჟის მიერ ნათქვამი სიოტყვებით „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“ მიგვანიშნებს პიროვნების მარადიულობაზე. იგისგან დარჩა იდეა, რომლის მემკვიდრე ზუც, აცნობიერებს თავის ინდივიდუალურ სახეს და წელში გამართული აგრძელებს ცხოხვრებას. მკითველი აღმოაჩენს რომ მიუხედავად საზოგადოებისა ამგვარი დამოკიდებულებისა, თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისუფალი სული და იგი ადრე თუ გვიან გამოვლინდება.

18 responses to “"იგი" – პრეისტორიული მოთხრობა

  1. ახლახანს გავიარეთ სკოლაში ზუსტად ეს ნაწარმოები, ადრეც წაკითხული მქონდა მაგრამ ახლა უფრო ასევთქვათ ძირფესვიანად გავიგე : დ
    ნუ საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა ♥
    და როგორც ვამჩნევ ჩენც ხო? ^-^

    Like

    • კი მეც ძალიან მომეწონა < ხო, მე–10 კლასის პროგრამაშია შეტანილი მეც მანდ ვისწავლე და ეს რაც მიწერია, თემაში დავწერე და ვიფიქრე ბარემ ბლოგზეც დამედო :))

      Like

  2. „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“ – am frazaze tavis drozec iseve gamajrjola rogorc axla da zalian magari nacarmebia, zalian miyvars. magis shemdeg cavikitxe qaravani qarchxazis da imashic zalian bevri mjrjolavi momentebia romelic girs ertxel cakitxvad mainc❤

    Like

    • “ქარავანი” არ წამიკითხავს, რომ წავიკითხავ აუცილებლად გამახსენდება თქვენი სიტყვები🙂

      Like

  3. როგორ შემიყვარდა ”იგი” თავიდანვე. მეათე კლასის სახელმძღვანელოში რომ წავიკითხე, ემოციებით ამავსო მახსოვს❤

    Like

  4. ❤ სულ ვაპირებ წაკითხვას და სულ მავიწყდება )) არადა ძანნ მაიტნერესებს❤

    Like

    • აუცილებლად წაიკითხე🙂 თავიდან რომც არ მოგეწონოს არ შეწყვიტო (მე ეგრე ვიყავი), მერე აუცილებლად მოგეწონება.

      Like

  5. ძალიან მიყვარს ”იგი”-ს და ”ქარავანიც”🙂 თუ ჯერ არ წაგიკითხავს, აუცილებლად წაიკითხე ქარჩხაძეს სხვა წიგნები და მოთხრობებიც.

    Like

    • ეხლა ვიყიდე ”გზასთან” ერთად ქარჩხაძეც გამოვიდა და ”დრო” ჰქვია. ვაპირებ ახლოდან გავიცნო მისი შემოქმედება🙂 მადლობ

      Like

  6. „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“ – ეს სიტყვები არ მავიწყდება : ) მხოლოდ ეს ერთი წინადადება მთელს ნაწარმოებად ღირს.

    Like

  7. am zapxuls wavikitxe karchkadzis motxrobebii igi wels vistavle tan da dzalin momewona kidev misi mariana momewona dzalin kargi motxrobaa

    Like

  8. მშვენიერი მოთხრობაა, ხაზი მინდა გაუსვა იმას რომ ამ მოთხრობამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში, წავიკითხე და ძალიან მომეწონა საინტერესო და მნიშვნელოვანი მოთხრობაა, ჯემალ ქარჩხაძის “მარიანა” ასევე კარგი მოთხრობაა, გირჩევთ წაიკითხოთ.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s