Before I Die

ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე. ზოგს არ აქვს საკმარისი ძალა, რომ სახურავიდან გადმოხტეს, ზოგს კი ვინც თავს იკლავს ბოლო მომენტში, მაინც ენატრება სიცოცხლე და იმ საჩუქრის დაბრუნებას ითხოვს რომლის დასრულებაც ცოტა ხნის წინ საკუთარი ნებით ისურვა. ეს საჩუქარი სიცოცხლეა და ჩვენ ადამიანები ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ და მივიღოთ ის რაც გვინდა. ადამიანების მიზანი განსხვავებულია, დაახლოებით იმდენი რამდენი ადამიანიც არსებობს ზოგადად. კითხვაზე თუ “რისთვის ცოცხლობს ადამიანი” ყველა იმ გადმოსახედიდან პასუხობს სადაც იმყოფება. ზოგისთვის მთავარი მიზანი ფულია, ზოგისთვის კარიერა, ზოგს უნდა რომ იყოს ბედნიერი, ზოგს კი უნდა უბრალოდ “იცხოვროს” და ისე მოკვდეს.

ჩვენ, ადამიანებს ხშირად გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი და ამიტომაცაა, რომ ყოველდღიური ცხოვრების ფონზე წვრილმან პრობლემებზე უფრო ბევრს ვფიქრობთ, ვიდრე იმაზე რაზეც სინამდვილეში უნდა ვფიქრობდეთ. ეს ცხოვრებაა ასეთი. მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა გარემოებების გამო მაინც ვფიქრდებით ხოლმე და ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე რთულად ვპასუხობთ, რადგან ცხოვრებას ჩვენითვე ვირთულებთ.

პროექტი, რომელიც პოლაროიდმა ჩაატარა სწორედ ადამიანების განსხვავებულ და ინდივიდუალურ ხედვას ეხება ცხოვრებისადმი. კომპანიამ დაასრულა პროდუქტის წარმოება და გადაწყვიტა პოლაროიდის უკანასკნელ ფირებზე იმ ადამიანების ფოტოები აღებეჭდა ვინც უპასუხებდა კითხვაზე “რა მინდა გავაკეთო სანამ მოვკვდები”. ზოგს უნდა ეიფელი ნახოს, ზოგს კი სიყვარული იპოვოს. მთავარი მიზანიკი ამ პროექტის ისაა, რომ ადამიანებს გაუზარდოს მოტივაცია თავისი მიზნებისდამი, მისცეს იმედი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა, შეახსენოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ცხოვრებისადმი და უბრალოდ მისცეს საშუალება წარმოიდგინოს რას გააკეთებდა რომ შეძლებოდა

საინტერესო შედარება მოხდა ინდოელებსა და ამერიკელებს შორის. საინტერესოა, რამდენად დიდი განსხვავება იყო მიზნებში რომლებიც ადამიანის მატერიალურ და სულიერ მხარეს ეხებოდა. საინტერესოა რას ფიქრობდნენ ადმაინები რომლებსაც თხოვდნენ დაუფიქრებლად ეპასუხათ კითხვისთვის და უღებდნენ სამახსოვრო ფოტოს.

სანამ საზღვრებს გავცდი და უცხოეთში გადავინაცვლე იქამდე დავფიქრი what i want to do before i die? და აღმოჩნდა რომ არც ისე ბევრს ვითხოვ.

მხოლოდ მინდა: ცოტა ხნით ვიცხოვრო სტოკჰოლმში, შევხვდე საყვარელ მწერლებს, გავიცნო ოპტიმისტი ადამიანები და გადმომდონ იგივე, გამოვცადო ნამდვილი სიყვარული, გადავარჩინო ერთი ადამიანი სიკვდილს, ვისწავლო მოთმინება და დათმობა, გავაკეთო სასარგებლო რაიმე ადამიანებისთვის, დავწერო წიგნი და უბრალოდ ვიყო ბედნიერი.

ამ დროს კი საქართველოს ფარგლებს გარეთ ოცნებობენ :

თქვენ კი გთხოვთ, დაასრულოთ ფრაზა What i want to do before i die და მცირე მასშტაბებით, მაგრამ მაინც შეუერთდეთ პროექტს, ცხოვრება ხომ ასეთი მშვნიერია : ))

19 responses to “Before I Die

  1. რა სულელური სურვილები აქვთ
    რამე ორიგინალური მოეფიქრებინათ
    სანამ მოვკვდები მინდა გავიგო ვინ მომკლავს რო მაღლა ვუჩივლო😀

    Like

    • რაც პირველი მოუვიდათ თავში ის თქვეს ეტყობა :)) შენი სურვილის შემდეგ შენი მკვლელი თუ დაისჯება, მომავალში ვეღარც შეძლებს შენ მოკვლას და გამოვა რომ თავისი განუხორციელებელი მიზნისთვის დაისაჯა🙂

      Like

      • მე ხო დავწერე მაღლა ვუჩივლო-მეთქი😀
        აქ კი არა.
        ეს ხალხი ხო ქუცაში არ გაუჩერებიათ და არ უკითხიათ უცებ? რაღაც დრო უნდა ჰქონოდათ საფიქრად და თანაც
        “ადამიანების განსხვავებულ და ინდივიდუალურ ხედვას ეხება ცხოვრებისადმი.”
        სწორედაც აი ამის საპირისპირო მიიღეს, იმიტომ რომ უმეტესად, სურვილები ემთხვევა. თუარადა შინაარსი ყველას ერთნაირი აქვს, უკეთესი მომავალი უნდათ.

        Like

    • ხო უყურადღებოდ წავიკითხე თავიდან რაც დაწერე და მეგონა სანამ აქ იქნებოდი მაშინ აპირებდი გეჩივლა. რათქმაუნდა რაღაც დრო ექნებოდათ, მაგრამ მცირე, უბრალოდ პირველი რაც მოუვიდოდათ თავში ყველაზე სასურველი რამე რის ჩადენასაც ისურვებდნენ იმას დაასახელებდნენ. არა რატომ, თუნდაც ის რომ ზოგს ფული უნდა ზოგს სიყვარული უკვე განსხვავებულია. მთავარია იდენტური არ იყოს ყველა, თორე ყველა რაიმე ზე განსხვავებულს ვერც იტყოდა, ადამიანის ბუნებაა და ყველას ის მოუნდება რასაც ბედნიერებაში ხედავს.

      Like

  2. სანამ მოვკვდები მინდა სამსახური ვიშოვო მაგარი იყო :დ
    მეც მინდა სტოკჰოლმში ცხოვრება❤

    Like

    • ეტყობა იქაც აქვთ უმუშევრობის პრობლემა :))

      Like

  3. სანამ მოვკვდები, მინდა, რომ დავასრულო ყველაფერი, რაც დავიწყე…

    Like

    • ესე გულით როცა გინდა (სახელიდან გამომდინარეც) აუცილებლად მოახერხებ შესრულებას : )

      Like

  4. before i die…მინდა ..არ ვიცი..ბევრი რამ…უფლის მიერ მოცემული ტალანტი აღმოვაჩინო… მინდა ვიპოვო საკუთარი ადგილი სამყაროში და შევძლო ადამიანებს დავეხმარო…

    Like

    • მმმ… საკუთარი ადგილი სამყაროში ! ღირს რომ ამ მიზნის მიღწევისთვის იბრძოლო, ნამდვილად… : )

      Like

  5. Pingback: ვიდრე ცოცხალი ვარ…ვიდრე სული მიდგას … « რუსას საფიქრეთი·

  6. სანამ მოვკვდები, მინდა რომ ერთი ადამიანის საიდუმლო გამოვიცნო. ვიცი რომ რეალურად ეს საიდუმლო არ არსებობს, თუმცა ინტერესი იმდენად დიდია ჩემში, რომ..😀

    Like

    • mec makvs msgavsi, ucnauri survili. dawerisgan tavs shevikaveb garkveuli mizezebis gamo, ubralod vici rom rogori sisulelec ar unda iyos , sainteresoa da taviseburi xiblic aqvs❤

      Like

  7. სანამ მოვკვდები მინდა რომ ყველა ადამინი იღიმებოდეს და ბედნიერი იყოს , მაშინ მეც ბედნიერად წავალ ამ ქვეყნიდან.
    სანამ მოვკვდები მინდა ისეთი ნახატები დავხატო რომ როცა მოვკვდები აუქციონზე გაიტანონ და ფული საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაურიგ.
    ძააან ბევრი რამე რისი გაკეთებაც მინდა სანამ მოვკვდები დამჯერა რომ ყველაფრის განხორციელებას მ,ოვასწრებ!

    Like

  8. სანამ მოვკდები მინდა ვიცხოვრო… რთულია ამ არსებობას ცხოვრება უწოდო…

    Like

  9. სანამ მოვკვდები მინდააა ჩავიდე პარიზში, გავიცნო საყვარელი ადამიანი…. წავიკითხო ბევრიი წიგნიი:დ შევხვდე ჩემთვის საყვარელ მწერლებს(ვინც ცოცხალია) და აუბრალოოოდდ ვიყოო სასახელო შვიილი მშობლებისთვის

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s