რა დაგვიტოვა წარსულმა?

უკვე ღამეა და მეც წერისათვის განვეწყვე. ჩემი გულწრფელი, ემოციური და გახსნილი ნაწერების უმრავლესობა სწორედ ღამეა შექმნილი. ეტყობა ღამე როგორც ზოგადად ხდება, ჩემი ქვეცნობიერიც აქტიურდება და მეც უფრო “ღია” ვხდები. უფრო კარგად ვაზროვნებ და ლამაზად ვფიქრობ. მოკლედ მომწონს ღამე და ყველაფერი რაც მას მოყვება…

დღევანდელი ღამეც არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. არ მიყვარს ერთფეროვნება და ყოველთვის ვცდილობ ჩემს ცხოვრებაში მრავალფეროვნება შემოვიტანო, მაგრამ რეალობა მაინც სხვანაირია და მეც სხვა გზა აღარ მრჩება, უნდა ვაღიარო. მოკლედ 6 მარტის, ჩვეულებრივ საღამოსაც ერთ–ერთ არაჩვეულებრივ თემაზე დავფიქრდი. ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ დღეს მიტევების კვირის ბოლო დღე ყოფილა და ბევრი ადამიანისგან მოვისმინე სიტყვები “მომიტევეთ რაც მიწყენინებია”, საინტერესოა რამდენი ადამიანი იყო მათგან გულწრფელი და რამდენი აღიარებდა თამამად რომ დამნაშავეა ! მაგრამ ეს სხვა თემაა… ჩემ თავზე ფიქრმა გამიტაცა და ერთ წამში გადავავლე თვალი ყველა დაშვებულ შეცდომას.

ვფიქრობ იმაზე თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ახლა, ამდენი შეცდომა რომ არ დამეშვა? როგორ ვიგრძნობდი თავს და საერთოდ ვინ ვიქნებოდი?ძნელია ამის მიხვედრა, რადგან თითოეული გადადგმული ნაბიჯისგან იქმნება ჩვენი ბედი და ძნელია გაიგო რა იქნებოდა, რომ არა ეს და რომ არა ის. ყველაფერს მოვუძებნე ახსნა, მაგრამ ერთ რამეზე მაინც სინანული შემომეპარა : “ნეტავ შეცდომები რომ არ დამეშვა ბედნიერი თუ ვიქნებოდი?” პასუხად რათქმაუნდა კი–ს ვიღებ, მაგრამ მალევე ვრწმუნდები რომ ეს არარეალურია, მე კი ყველაფერ რეალურს მოვითხოვ ამჯერად.

შეცდომებზე ფიქრი არ მასვენებს… მაგრამ ჩნდება ერთი კარგი მომენტი, როცა ჩემი ტვინის უჯრედები გამოცდილების არსს გაიხსენებენ. დიახ, ეს გამოცდილებაა – ყველა შეცდომაზე პასუხისმგებლობის შემცირება და იმედი, რომ მისი “ქონით” შენ იგივეს აღარ გაიმეორებ და ყველაფერი კარგად იქნება…

მთავარია, ვისწავლოთ შეცდომების პატიება… მთავარია ვაღიაროთ არასწორი ნაბიჯები პირველ რიგში ჩვენი, შემდეგ კი სხვების წინაშე… მთავარია “გამოცდილების” წყალობით აღარ დავუშათ მოხდეს იგივე…

ამ ფიქრების შემდეგ კი ავტომატურად ვხვდები რომ მე დიდი ხანია გაპატიეთ. ახლა თქვენი ჯერია ?!

Ps.
ესეც ერთი ჭკვიანური ფრაზა.

5 responses to “რა დაგვიტოვა წარსულმა?

  1. ვაიმე..ასე მგონია საკუთარ ფიქრებს ვკითხულობდი….მეც არ მასვენებს შეცდომებზე ფიქრი და ყოველი შეცდომის შემდეგ ვცდილობ ის აღარასოდეს გავიმეორო..მაგრამ..ვაი რომ სუსტები ვართ ადამიანები და ეს გამოცდილებაც ხშირ შემთხვევაში ვერაფერს გვასწავლის😦 მაგრამ მაინც…ყოველი შეცდომა გვასწავლის …და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს….დამაფიქრე კიდევ ერთხელ….

    Like

    • ხო… შეცდომას რომ ვუშვებთ, ყველანი განვიცდით და ალბათ ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია რომ ვიფიქროთ არაუშავს გამოცდილება მივიღე და შემდეგშ აღარ გავიმეორებ. თუ ეს მართლა ასე იქნება შედეგსაც კარგს მივიღებთ : ) ყველა შეცდომებზე სწავლობს ასე თუ ისე… : ) მადლობ :*

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s