ფოტო, ადამიანები და ალფრედ აიზენშტატი

ჩემ ბლოგზე შემოსვლისთანავე მიხვდებით რომ ფოტოგრაფია ძალიან მიყვარს. მართალია უკანასკნელად ციფრული ფოტოაპარატი 2 წლის წინ მქონდა და ჩემი სურვილიც პროფესიონალის ყიდვის შესახებ სურვილად დარჩა, მე მაინც ვრჩები ლამაზი ფოტოების ერთგული. მომწონს როცა ემოციებს სურათებით გამოვხატავ, და სიტყვები ამ დროს ზედმეტია.

ჩემს კომპიუტერში ძალიან ბევრი ფოტო ინახება, ზოგი დალაგებული ფოლდერების მიხედვით ზოგი კი არეული ადგილმდებარეობით, მაგრამ მთავარი მათი რაოდენობა კი არა არსებობაა. თითოეულ სურათზე რაღაც მახსენდება, თითოეულ სურათს რაღაცის განწყობა მოაქვს, და როცა ჩანაწერს ვაკეთებ ამ დიდი გალერეებიდან ერთს ან მეტს მაინც ვირჩევ ხოლმე, რომ უკეთ ვწერო, სხვანაირად არ შემიძლია.

როცა თავისუფალი დრო მაქვს , შევდივარ ჩემს საყვარელ საიტებზე (Tumblr, WeHeartIt)  და ვათვალიერებ სურათებს, ყველანაირი ჟანრის, მერე კი ვიწერ რომელიც მომწონს… დღესაც ასე ვნახე ერთი ძალიან შთამბეჭდავი სურათი, რომელმაც გადამაწყვეტინა პოსტი მიმეძღვნა მისი ავტორისთვის. მართალია ჩემზეც საკმაოდ ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ალბათ ფოტოგრაფი ალფრედ აიზენშტატი უფრო გაინტერესებთ.

ალფრედ აიზენშტატი, რომელიც “ფოტოჟურნალიზმის მამადაა” წოდებული, მეცხრამეტე–მეოცე საუკუნის გერმანელი ფოტოგრაფია. იგი ცნობილია როგორც მეორე მსოფლიო ომისა და  Victory Over Japan Day ცნობილი კადრების ავტორი. სწორედ იმ დროს როცა მოხდა იაპონიის კაპიტულაცია და დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, ალფრედი Times Square-ზე იმყოფებოდა და იღებდა კამერით, რომელმაც ყველასათვის ცნობილი ფოტო შემოგვინახა.

“კოცნა თაიმს სქვერზე”

მან სურათების გადაღება დაიწყო 14 წლიდან. ეძებდა საინტერესო პიროვნებებს, მრავლისმთქმელ ნივთებსა თუ ერთი შეხედვით უბრალო დეტალებს. იგი გარდაიცვალა 1995 წელს. ჩვენთვის ცნობილია მისი ფოტოების დიდი რაოდენობა, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს შემდეგმა სურათებმა :

ცნობილი ადამიანები

სოფი ლორენი

მერლინ მონრო

მარლენ დიტრიხი

აინშტაინი

უინსტონ ჩერჩილი

და  თვითონ ალფრედი : )

5 responses to “ფოტო, ადამიანები და ალფრედ აიზენშტატი

    • მადლობ, როცა ვწერ სიმართლე გითხრა იმაზე ცოტას ვფიქრობ რა აინტერესებს ხალხს და ვინ როგორ მიიღებს ჩემს ნათქვამს. უბრალოდ რასაც ვწერ მართლა გულიდან მოდის და ეტყობა ხალხსაც რომელსაც გულწრფელობა მოენატრა ჩემ ნაწერებს ამიტომ კითხულობს : )

      Like

  1. კარგი ფოტოები შეგირჩევია. აიზენშტატი ძალიან საინტერესო ფოტოგრაფი იყო, მასზე მეტის დაწერაც შეიძლებოდა. 14 წლის ალფრედს ბიძამ აჩუქა Eastman Kodak No.3, დასაკეცი კამერა. ის ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, როდესაც 17 წლის ასაკში ომში მოხალისედ წავიდა, მისი ბატალიონის განადგურების შემდეგ მხოლოდ თვითონ გადარჩა. დაწერილი აქვს წიგნი “აიზენშტატი აიზენშტატის შესახებ”.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s