ახალი ეტაპი

ჩემს ცხოვრებას ეტაპებად ვყოფ. ეს შეიძლება არც იყოს კარგი, მაგრამ ასეა. ყოველთვის როცა რამეს ვიხსენებ, თვალწინ წარმომიდგება ის პერიოდი. შეიძლება ძველ მოგონებას ძველებური განცდა მოყვეს ან ემოცია , მერე კი გამახსენდეს რომ ის ყველაფერი დამთავრდა. ჩემს ცხოვრებაში სხვა, ახალი ეტაპი დაიწყო, და ასე დაუსრულებლად…

მართლაც, ყველაფერი მთავრდება როდესმე და ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი. თუმცა არის რაღაც რაღაცეები, რომლებიც ჩვენტვის მუდმივი ცნებაა და წარმოდგენაც გვიჭირს რომ დამთავრდება. მაგალითად მეგობრობა, ჩვენი დამოკიდებულება რამისდამი, და იშვიათ შემთხვევებში სიყვარული. ცხოვრება კი გვასწავლის რომ ყველაფერი იცვლება და საჭიროა იმ მომენტით დავტკბეთ სადაც ახლა ვართ, და მაქსიმალურად გამოვსტყუოთ ამ მომენტს “ბედნიერება”.

მოკლედ, შეიძლება რაღაც დამთავრდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ “ყველაფერ ცუდს მოყვება კარგი და პირიქით”, ანუ ყველაფრის დასასრულს მოყვება დასაწყისი და ჩვენ კიდევ ერთი შანსი გვეძლევა ცხოვრების ამ ეტაპზე აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომები, გავილამაზოთ ცხოვრება და ა.შ

ასე დაიწყო ახალი ეტაპი დღეს. 1 მარტს, როცა გაზაფხული მოვიდა. მართალია ამინდი არც ისე კარგია, მაგრამ ცნება გაზაფხული უკვე შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში. მეც ახალი ფურცელი გადავშალე ჩემი ცხოვრების და დიდი იმედებით შევუდექი მიზნების მიღწევასა და სურვილების შესრულებას. ამ ეტაპზე რამე განსხვავებული პრინციპით არ ვაპირებ ვიცხოვრო, უბრალოდ ვეცდები ვიყო უფრო თბილი, ვისწავლო უფრო მეტი და მაქსიმუმი მივიღო ცხოვრებისგან (რაც ცოტა არ იყოს ძნელია), მაგრამ მე მაინც ვაპირებ🙂

გაზაფხული ძალიან მომწონს, და უკვე დადებითი ემოციებით ვივსები როცა მახსენდება სითბო, ბევრი სიმწვანე გარეთ, ცივი წყალი, ბევრი ნაწერები, საინტერესო მუზა, მეტი გართობა , სიხარული, სიახლე და გრძნობა რომელიც გეუფლება ჟაკეტებისა და ათასი რაღაცის მოშორებისას :)) იმედი მაქვს ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული იქნება, და იმაზე საინტერესო ვიდრე წარმომიდგენია🙂

ეს რამდენიმე სურვილი კი აუცილებლად უნდა მოხვდეს ამ საგაზაფხულო პოსტში

1)


დღიური რომელიც ამას წინათ ვნახე, რაღაც საკანცელარიო ნივთების საიტზე. როგორც ჩანს Cavallini & Co ძალიან კარგი კომპანიაა, და ამ დღიურის გარდა სხვა ორიგინალური და კარგი ნივთებიც აღმოვაჩინე.

2)


Floral Clothes & Accesories ძალიან მომწონს, მინდა ჩემი საგაზაფხულო კარადა მათი საშუალებით გავალამაზო. იმედია ასეც იქნება

3)


მეტი ყელსაბამები…

4)

მეტი წარმოსახვა, ორიგინალურობა და მრავალფეროვნება.

5)

საშუალო და მაღალი თვითშეფასება, თავდაჯერება და თვითდარწმუნება.

6)

უბრალოდ ძლიერად “დარჩენა”. პრობლემები, რომლებიც აუცილებლად იქნება უნდა უნდა გადავლახო მთელი მონდომებითა და დიდი ძალისხმევით :))

იქამდე კი საჭიროა მოვიკრიბო სიხარულისა და სიყვარულის ემოციები, გავაგრძელო ცხოვრება და დავიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ბევრ კარგს მპირდება❤

7 responses to “ახალი ეტაპი

    • არ გამომრჩა, უბრალოდ არ დავწერე❤ ეგ იგულსიხმება თიკო თავისთავად ხო იცი…❤

      Like

  1. sxovreba ici am 17 wlis an ufro cota drois ganmavlobashi bevri ram giswavlia… zalian momwons sheni namushevrebi. da veli ufro mets radgan tu daiwye ar unda gacherde

    Like

    • ჯერ 17ის არ ვარ, 16ის გავხდი… მეც მინდა რომ უფრო უკეთ ვწერო და ბევრი. სამწუხაროდ ხანდახან არც წერის განწყობა მაქვს და არც მუზა. მაგრამ ვცდილობ და მჯერა რომ გამომივა : )

      Like

    • ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის : ) საინტერესო იქნებოდა…

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s