ჯორჯ ორუელი – ცხოველების ფერმა

ჯორჯ ორუელის 1945 წელს გამოცემული “ცხოველების ფერმა” ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტის დახმარებით გვაცნობს იმდოინდელი სახელმწიფოების პოლიტიურ ზრახვებსა და მიმართულია ზოგადად ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირში ეს რომანი აკრძალული იყო, რადგან ბოლშევიკებმა საკუთარი თავი და “უწყინარი” სისტემა ამოიცნეს, მაგრამ მწერლის სატირას ვერავინ გაექცა და მცირეგვერდიანი რომანის სახით მაინც მოაღწია ჩვენამდე.

ნაწარმოებში ადამიანების სხვადასხვა ტიპებს განასახიერებენ ცხოველები. მათი მეთაური ღორი (მთავარი გმირი ნაპოლეონი – სტალინის სახეა) ხოლო მისი დამხმარე სქვილერი,”მარჯვენა ხელი” –  მოლოტოვი. “მანორის ფერმაში” ცხოველები აჯანყდებიან და დიდი ბრძოლის შედეგად მიაღწევენ მიზანს, მთლიანად მათ საკუთრებაში გადმოვა ფერმა რომელსაც უკვე “ცხოველების ფერმა” უწოდებენ. საღად მოაზროვნე ღორები შეიმუშავებენ მმართველობის გეგმას და რეჟიმი მალე დაამყარებს “წესრიგს”. ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკური საშუალებები, კიდევ ერთხელ გვახსენებენ თავს.  წინამძღოლს მოიხსენიებენ როგორც “ამხანაგ ნაპოლეონს”, ცხოველებში მკვიდრდება აზრი, რომ “ნაპოლეონი ყოველთვის მართალია”, ხელშეუხებელი ტირანი კი ცდილობს გადამალოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ამბები და კარგად იცის თუ რა შედეგი შეიძება გამოიწვიოს შიმშლის გახმაურებამ, ამიტომაც ცდილობს მიჩქმალოს ყველაფერი. აქვე მოცემულია ცხოველების ცნებები, რომლებიც მოგვიანებით დაირღვევა, თუმცა ცხოველები რომლებიც “მსხვერპლის” როლს განასახიერებენ უძლურნი არიან ყოველგვარი კანონდარღვევის წინაშე.

18 responses to “ჯორჯ ორუელი – ცხოველების ფერმა

  1. შეგიძლია მითხრა რომელი გამოცემაა ან სად იყიდა?
    რამდენი ხანია ეგ წიგნი მინდა.

    Like

    • გამომცემლობა “სიესტა” 2006 წლის. თუ არ ვცდები პარნასში იყიდა მაგრამ ადრე. ინტერნეტში ნახე🙂

      Like

  2. ეს შვიდი მცნება ამობეჭდილი და გაკრული მაქვს ოთახში )))

    Like

  3. მარიტა, შენ კი იცი უკვე ცხოველების ფერმაზე ჩემი მოსაზრება.

    Like

  4. ორუელს რომ საბჭოთა კავშირში ეცხოვრა, “ამხანაგი ნაპოლეონი” სასწრაფოდ გაუშვებდა “სიყვარულის სამინისტროში”.

    Like

  5. ჩემი აზრით, ერთერთი ყველაზე შესანიშნავი ნაწარმოები მსოფლიო ლიტერატურაში.
    ერთი ტოტალიტარული რეჟიმის მმართველი შენიღბო მეორეს სახელით, ჯერ მარტო ეგ არის დიდი გამბედაობა.
    გენიალური წიგნია, მე თუ მკითხვათ 1984-ს არ ჩამოუვარდება. დაჟე 1984ის ბაზისი არის ეს ნაწარმოები🙂

    Like

  6. Pingback: 1984 ცხოველი ფერმაში « ბიოს პერსონალური ბლოგი·

  7. Pingback: 1984 ცხოველი ფერმაში | E-Store.Ge Blog·

  8. Pingback: ვასილე ერნუს “დაბადებული საბჭოთა კავშირში” | Le blog de Marita·

  9. მხოლოდ საბჭოთა კავშირის პაროდიად ამ წიგნის გაგება მეტისმეტი მიამიტობა იქნება,

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s