მე ვიცნობდი მხატვარს

მე ვიცნობდი მხატვარს, რომელიც ხატავდა. რომელიც ფიქრობდა ნაზად და საღებავს უბერავდა სულს. მე ვიცნობდი ხატვარს რომლის ფუნჯიც იყო მსუბუქი, ცისფერი ჰაერის სავსე, მაგრამ დამთრგუნველი.

მხატვარი ცხოვრობდა მარტო. და თქვენ იკითხავთ რისთვის, როცა მიხვდებით რომ შემოქმედი ადამიანისთვის სახელი არაა მიზანი, და მიზანი კი ამართლებს საშუალებას. ის ვინც ხატავს, ყველაზე მეტად გვიყურებს ჩვენ ადამიანებს გულებში და მერე ჩვენს დანაოჭებულ სახეს ასწორებს ტილოზე. ვინ იცის მხატვარი რომელიც დამხატავს როგორ ამოიცნობს ჩემს სულიერებას, იქნებ მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდს ჩემი სამყარო ? მაგრამ არა.. მხატვარი ყველაფერს ხედავს. ნანახს ჩვენთვის გასაგებად გვაჩვენებს, შემდეგ ქრება თვითონ და სამყაროს კი ტოვებს. მისი სამყარო მუდამ გაუგებარი იქნება ჩვენთვის…

მხატვარი სარდაფში მიტოვებულ ნახატს ასუფთავებს, მტვერს უბერავს და ფიქრობს რომ დრო დადგება და მის ნახატს დააფასებენ. იგი არ მოეწონებათ, ატკენთ გულს, სულს შეუძრავთ მაგრამ მაინც დააფასებენ, რადგან გულის სიღრმეში ყველა მიხვდება დანაშაულს. ამ ნახატში ადამიანი თავის თავს ამოიცნობს და მერე კი მაინც იტყვის ხმამაღლა: იგი ჩემთვის არ არის.

მხატვარი ხატავს ფერადი ფანქრით და შიგადაშიგ შავსაც ურევს. ხალხი შავ ტანისსამოსშია გამოწყობილი რადგან ეს ხალხი ჩვენ ვართ, გარეთ წვიმს და პატარა გოგონას უხარია. მხოლოდ ეს მიზეზი აქვს სიხარულისთვის, რადგან ცხოვრებამ დიდი ხანია კარგი ვერაფერი გაიმეტა მისთვის და მხოლოდ მახსოვრობის უნარი მისცა, რათა განვლილი, ბედნიერი წამები გაიხსენოს. წვიმა ასველებს ასფალტს. მიწა ცხელია და უცხო.


მხატვარი სარდაფის სარკმლიდან იყურება და ცდილობს ამოიცნოს გოგონას ფიქრები. გოგონა ჩუმადაა… წერს. გარშემომყოფებს გაურბის და ხანდახან ძველი დღიურის ფურცლებს თუ გადახედავს. შემდეგ ნაწერს უბრუნდება.ამ დროს მხატვარი გოგონას ლამაზ კაბას ჩააცმევს და ბაგეებს კი ბიჭისას შეახებს. ეს ის ბიჭია მის ცნობიერებაში რომ არსებობს მაგრამ დიდი ხანია მოკვდა რეალობაში. მხატვარმა დახატა ბიჭი. გოგონა კი არ ამბობს, არ აღიარებს, ეშინია. გოგონა ივიწყებს წარსულს, მაგრამ მხატვარმა უაკასკნელი ფუნჯი მოუსვა დაფას…

კაბაში ჩაცმული გოგონა ლამაზ სტრიქონებს წერს „ვერ იცოცხლებს ის, რაც გიყვარს – ის უნდა მოკვდეს!“

მაგრამ ვინ იცის რა ცოცხლობს მასში, თუნდაც წამით. ვინ იცის რას ფიქრობს გოგონა.

მხატვარმა იცის დიდი ხანია … და ნახატიც მზადაა.

8 responses to “მე ვიცნობდი მხატვარს

  1. mxatvari bevrs verc amchnevs rom icode. shen am namushevrit muza gamigvize da bevr rameze damafiqre. turme axla gagicani axla davinaxe rogoric xar, ase male imitom rom me shen ggavar shenki me ogond… fiqrebit ocnebebit da amdagvari tvisebit. es rac davwere martla asea da jer es sul mcirea rac vtqvi.. magari xar

    Like

    • ხო, მხატვარი ისეთი როგორიც აქ მიწერია უბრალოდ ჩემს წარმოსახვაშია, შეიძლება რეალურად სულ სხვანაირი იყოს და არც ადამიანების ამოცნობა შეეძლოს. გააჩნია ვის რა გზით შეუძლია ადამიანების გაცნობა, მაგალითად შენ, როგორც ჩანს ჩემი ნაწერებით შეძელი “გაცნობა” რაც ძალიან კარგია🙂

      Like

  2. რომ იცოდე როგორ მომეწონა!
    ,, გოგონა კი არ ამბობს, არ აღიარებს, ეშინია. გოგონა ივიწყებს წარსულს, მაგრამ მხატვარმა უაკასკნელი ფუნჯი მოუსვა დაფას… ვინ იცის რას ფიქრობს გოგონა.მხატვარმა იცის დიდი ხანია … და ნახატიც მზადაა..” სიტყვები არ მყოფნის..რაღაცნაირად ..სულთან მოვიდა….

    Like

  3. დიდი მადლობა რუსა, ჩემთვის ეს ნაწერი მართლლა განსაკუთრებულია, რადგან სხვანაირად “განვიცადე” და ეტყობა ამის გამო თქვენთან, მკითხველთანაც უფრო ახლო მოდის :*

    Like

  4. მართლაც იგრძნობა ეს…გულით დაწერილი გულით იკითხება ხოლმე:) გაიხარეე! :* :* :*

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s