ერთი ჭიქა წვენი

ერთი ჭიქა წვენი შეიძლება გახდეს ჩვენი შთაგონების წყარო, რადგან სხვა ყველაფრის ფონზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. გემრიელ ნაზავს წრუპავთ, ლამაზ მელოდიას ვუსმენთ თან ფეხებს ვაყოლებთ და ორივე ხელით კი გაცილებით სწრაფად ვწერთ კალვიატურის დაფაზე, რომელსაც დაფას როგორც წესი არ ვუწოდებთ ხოლმე.

ყოველთვის მაინტერესებდა რას დავწერდი, ძილში რომ შემეძლოს პოსტების გამოქვეყნება. ეს ალბათ სენსაცია იქნებოდა ჩემთვისაც და კიდე რამდენიმესთვისაც. სავარაუდოდ სიტყვების გაუგებარი წყობა შეგაშინებდათ და აზრსაც ვერ გამოიტანდით, სამაგიეროდ ჩემტვის შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო და ბევრი რამე რასაც არ ვამბობ ან არ ამომაქ და ვგრძნობ , აუცილებლად გამოჩნდებოდა.

აღმოჩენების გაკეთება მიყვარს და აი რა აღმოვაჩინე, თუმცა “აღმოჩენა” ხმამაღალი ანტქვამია, უბრალოდ ჩემი მოკრძალებული აზრები ჩამოვწერე.

  • ზოგჯერ სიჩუმეც კარგია და საჭირო
  • დიდებთან, განსაკუთრებით მასწავლებლებთან ქცევაში ყველაზე მნიშვნელოვანი „ადამიანობა და ზრდილობაა“ და ისინი არ ტყუიან როცა ამას გვეუბნებიან.
  • დილით თაფლიანი წყალი გაცილებით გემრიელია, ვიდრე ღამე.
  • ადამიანს როგორც შეხედავ, ისევე შემოგხედავს ისიც (სავარაუდოდ).
  • სიცივეს უფრო ვიტან ვიდრე სიცხეს.
  • მოტივაცია რომ არ ქრებოდეს ყველა გაცილებით ჭკვიანი იქნებოდა ვიდრე არის.
  • ნეტავ როდის გამოიგონებენ “ბედნიერების აბებს”?
  • ლაპარაკის მანერით შეგვიძია გავიგოთ ადამიანის ბევრი თვისება.
  • ვერასდროს შევეგუები ბიჭს/მამაკაცს რომელიც მეტყვის „ჩაი ხომ არ გინდა“? (ამას ალბათ ვერ მიხვდებით..)
  • ბიოლოგია ძალიან საინტერესო საგანია.
  • მინდა მეხსიერების გაუმჯობესება.
  • ადამიანები გამოდგომაზე არიან,  ამითი ისინი ძალიან გვანან ჩინურ ნივთებს :))
  • კარგ განწყობას ბევრად უფრო მეტი სიკეთე მოაქვს ჩემტვის, ვიდრე კეთილ ადამიანს, რომელიც ამას დამამადლის/რამის გამო აკეთებს.

და ანანასის წვენიც ძალიან სასიამოვნო, გრილი და გემრიელია…❤

4 responses to “ერთი ჭიქა წვენი

  1. ”ერთი ჭიქა წვენი შეიძლება გახდეს ჩვენი შთაგონების წყარო” -ამაზე გამახსენდა, არის ეგეთი წვენი “Rich”, ჰოდა მაგის რეკლამები ნახე რა. ზუსტად იგივეზეა მანდ ლაპარაკი😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s