ჰარმონიის გახსენება

ესეთი ამინდი მინდა, როცა გარეთ გაზაფხულია, წვიმს და გრილი წვეთები სწრაფად ეცემა მიწაზე. ერთი შეხედვით წვიმა სიცივის მომასწავებელია, მაგრამ მაშინც როცა გაზაფხულია გარეთ  გარძნობლად თბილა. მიყვარს როცა სახლში ვზივარ ზამთრის სუსხიან ამინდებში, გაზაფხულზე კი დროს გარეთ ვატარებ, ამ დროს ყველაფერი ახლიდან იწყებს სიცოცხლეს და მე კი ჩემს ცხოვრებას უფრო ლამაზს ვხედავ. მომწონს როცა ვივსები ახალი ენერგიით, მეღიმება უაზროდ და უბრალოდ მიხარია რომ სახეზე მეცემა ფაფუკი წვიმის წვეთები…

ჩემს ბლოგზე დიდი ხანია მსგავსი არაფერი დამიწერია, თითქმის დამავიწყდა კიდეც გრძნობების ნაწერებით გადმოცემა. დამავიწყდა როგორ გადაედებოდა ხოლმე მკითხველს ჩემი განცდები ორი წინადადების წაკითხვის მერეც კი. ახლა კი ჩემი განცდები აღარსად იგრძნობა. ზამთარია და რაღაცნაირად ცივი, ჩაკეტილი და მიუსაფარი. მეც ჩამკეტა და ჩემი წარმოსახვაც, გამოსვლას კი ამაოდ ვცდილობ…

შარშან 31 მაისს პირველი პოსტი დამიწერია, თვალი რომ გადავავლე ყოველივე თვალწინ წარმომიდგა (მადლობა ჩემს თავს და ბლოგს რომ შემიძია ყველაფერი წაკითხვისთანავე აღვიდგინო). ვყვები, თუ როგორ მიხარია ძალიან ადრე ადგომა, როცა ყველას სძინავს და თან აგრეთ სასიამოვნოდ მზიანი ამინდია. სკოლამდე ჯერ რამოდენიმე საათია მე კი ამ დროს საუკეთესო განწყობის შესაქმნელად და ბედნიერების შეგრძნებისთვის ვიყენებ. ვნახულობ ჰოროსკოპს, მიუხედავად იმისა რომ მისი ნაკლებად მჯერა, მაინც რეჟიმის ნაწილია და ვერ დავარღვევ. შემდეგ ვუსმენ ნაცნობ მელოდიებს და მისამღერების დროს ვყვები. ეს ის პერიოდია როცა ვამბობ რომ “ჩემი თავი შევიცანი” “ბედნიერი ვარ” და უბრალოდ ხმის ამოღების გარეშეც შემატყობთ თავს როგორ ვგრძნობ. ყოველი დღე იწყება განსხვავებულად კარგი შემართებით, ლაღად, თავისუფლად და ვიცი რომ წინ კარგი დრო მელის.

ამის მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ 1 წელი ჯერაც არ გასულა. იმდენი დრო კი გავიდა რომ დიდი ცვლილებები მომხდარიყო ყველგან და ყვევლაფერში. ახლა ვგრძნობ რომ ერთი რამე მინდა, და ეს გაზაფხულია.  ვიცი რომ გაზაფხული ბევრად აკრგი იქნება ვიდრე ახლაა. გაზაფხული დაეტყობა ჩემს ბლოგსაც და რაიცი, იქნებ ჩემი ძველი დამოკიდებულებაც აღვიდგინო მისდამი… გაზაფხული დაეტყობა ჩემი ფოტოების გალერეებსაც, მაგრამვ ეცდები მათ გადმოწერაში გატარებული საათების რაოდენობა შევამცირო🙂 გაზაფხული დაეტყობა ჩემს სულიერ მდგომარეობას, ჩემს გამომეტყველებას, ჩემს ყველაფერს და მერე სამყაროც შეიცვლება🙂ვიცი ეს მოხდება და მხოლოდ მოცდაა საჭირო. მანამდე კი სანამ ვიცდი, დროც გადის და წინასწარ ვემზადები, ბედნიერებას რომ მომზადებული დავხვდე❤

2 responses to “ჰარმონიის გახსენება

  1. მიყვარს გრძნობებით სავსე პოსტების კითხვა,რადგან წერაც ასეთ სტილში მიყვარს მე თვითონ❤ ))
    გაზაფხულის შხაპუნა წვიმა მეც მიყვარს,განსაკუთრებით რომ სუსხი არ არის და წვეთჶბიც კი რაღაცნაირად თბილი გეჩვენება..
    კარგი პოსტი იყო❤

    Like

    • ხო მეც ზუსტად , რო თბილა და გსიამოვნებს :)) აბა ახლა ისე ცივა გარეთ გასვლა არ მოგინდება…

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s