ოცნებები ხდება თუ "ოცნებები"?

უკვე დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც ჩემს თავსა და ბლოგს შევპირდი რომ წერილების თამაშს დავიწყებდი და მის წესებსაც საგულდაგულოდ შევასრულებდი. ეს ასე არ მოხდა, და განწყობის უქონლობის გამოც ვერაფერი დავწერე. მართალია, წერისას მთლიანად ჩემს განწყობაზე ვარ დამოკიდებული, ის კი მერყევი ხასიათის გამო, ხშირად მიქმნის პრობლემებს და მაშინ როცა რაღაც მაქვს ჩაფიქრებული ძალაუნებურად მიწევს ამ საქმის სახვალიოდ გადადება.00

მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მეწვია განწყობა, რაღაც სასიამოვნო და მეც ხელში კალმის აღების ნაცვლად ბლოგზე წერა დავიწყე. მინდოდა ჩემს ოცნებებზე დამეწერა.
***
ჩემი ოცნებები უზარმაზარია, წარმოუდგენელი, საინტერესო და მრავალფეროვანი.
მიუხედავად იმისა რომ მეოცნებე არ ვარ, ჩემთვის, გულში მაინც ვოცნებობ და ალბათ მათ გარეშეც ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ასე მიმზიდველი და საინტერესო. „ოცნება არის ის რაც არ ახდება“ – გვეუბნებიან ჩვენ. თან აყოლებენ, რომ „ოცნებებიც ხდება“, მერე კი ვიბნევით და ვცდილობთ ოცნების განმარტებაც ჩვენით გამოვიგონოთ, შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ოცნებებს თითქმის არავის ვუმხელთ, რადგან თუ ვიტყვით ოცნება აღარ იქნება, და ჯადოსნური ძალაც დაეკარგება. ის მარტო ჩვენთვის გვინდა, რადგან გულის სიღრმეში ყველანი მესაკუთრეები ვართ და მოგვწონს, რომ წარმოსახვას გასაქანს ვაძლევთ და ცოტა ხანი რეალობას ვწყდებით, გადავეშვებით სხვა სამყაროში და ვოცნებობთ არარსებულ მომავალზე.

იმისთვის რომ გავიგოთ რა არის ოცნება, საჭიროა დავხუჭოთ თვალი და ეს სიტყვა წარმოვიდგინოთ, მერე კი გონებაში დახატულის მიხედვით გავაგრძელოთ მსჯელობა. ჩემი ოცნება ლურჯია, და ღია ცისფერი. ვხედავ როგორ მივდივარ მაღალი შენობების გასწვრივ და ხელში მიჭირავს ოთკუთხედი ჩანთა. ეს ყველაფეირ ალბათ სიმბოლურად, სინამდვილეში კი აუხდენელზე არასდროს ვოცნებობ. ყველაფერი რაც მინდა ჩემი შესაძლებლობებიდან მოდის ხოლმე, არ მინდა გული ძალიან დამწყდეს ამიტომაც დიადზე არ ვოცნებობ, მაგრამ ფრაზას რომ „მაქსიმალურს უნდა მოელოდე“ ვეთანხმები. ვოცნებობ ნათელ მომავალზე, კარგ ოჯახზე, ბედნიერებაზე. არც გაგიკვირდებათ, რადგან ამაზე ყველა ოცნებობს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს სიყვარულიც და ბედნიერებაც სხვანაირად ესმის.ვოცნებობ თავისუფალ, ემოციურ ცხოვრებაზე, მოგზაურობაზე და იმაზე რომ როდესმე როცა დიდი ვიქნები და ცხოვრებაში ბევრს ვნახავ – წიგნს დავწერ, მოვუყვები ყველას ჩემი თავგადასავლების შესახებ და ვეცდები დიდი გამოცდილებით პატარა წვლილი შევიტანო მკითხველის ცხოვრებაში. მერე კი სიბერის მიუხედავად ბევრ რამეს გავაკეთებ, ჩემს საქმეს ბოლომდე ვემსახურები და ოჯახთან ერთად პიკნიკებზე ვივლი. ვოცნებობ რომ ვიყო ის ვინც მინდა და ამ ბოლო წამს ერთი ფრაზაც მახსენდება : „ყველა ადამიანს ამ სამყაროში შეუძლია იყოს ის ვინც მოუნდება“ … მეც ამის იმედი მაქვს და სანატრელი ოცნებებისკენ ნაბიჯების გადადგმას აქედანვე ვიწყებ 

One response to “ოცნებები ხდება თუ "ოცნებები"?

  1. …. „ყველა ადამიანს ამ სამყაროში შეუძლია იყოს ის ვინც მოუნდება“ … ….

    ყველა ადამიანს შესაძლოა მართლაც შეუძლია იყოს ის ვინც უნდა რაღაც შემთხვევაში,მაგრამ შეუძლია ყველა ადამიანს იყოს იმისთვის ვისთვისაც უნდა? ან თუნდა ც მის ცხოვრებაში? შესაძლოა ასე ვერ იყოს და ამიტო მე მგონია რომ ”ყველა ადამიანს მაინც არ შეუძლია იყოს ის ვინც უნა”….

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s