რა შეუძლიათ სიზმრებს?

სიზმრები უცნაურად იწყება და მასზე გაცილებით უცნაურ სამყაროში აგრძელებს არსებობას. ცხოვრება რომელსაც მრავალფეროვანსა და საინტერესოს უწოდებენ, იმის ფონზე რასაც ღამე განვიცდით არაფერია. ჩვენ კი არც ვიცით რას წარმოადგენენ
ის კარგი ხარისხის სურათები რომლებიც ღრმა ძილში ჩვენს წარმოდგენებში იქმნება, თანმიმდევრობით ლაგდება და ფანტასტიკური ჟანრის ფილმივით მიდის, პოპკორნის ფონზე.მერე კი იმ დონეზე გვაფიქრებს, რომ მზად ვართ ავიღოთ სქელყდიანი წიგნები სიზმრის ახსნაზე და სარჩევში საკვანძო სიტყვებს მოვუძებნოთ ახსნა.

რატომ ხდება რომ ფსიქოლოგებიცა და ჩვენი სახით, უბრალო მოკვდავებიც ვერ ახერხებენ უტყუარი თეორიებით შეამკონ ეს ფენომენი. სიზმარი ხომ შორსაა ზოგადი ჭეშმარიტი ცნებისაგან და ყოველ ღამე სხვადასხვა ფორმას, წონას თუ ზომას იღებს.

ალბათ საჭიროა ცოტათი შევზღუდოთ ჩვენი ცნობისმოყვარეობა, საიდუმლო საიდუმლოდ დავტოვოთ და უბრალოდ დავტკბეთ მისი არსებობით, მერე რა რომ მათ არსებობაც კი ხანდახან ეჭვქვეშ დგება?!

ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი ხომ ხშირად გვანებივრებს მაღალი ხეების ქვეშ წოლით და როცა სინამდვილეში მათგან მოშორებას საათები სჭირდება ჩვენ რამოდენიმე წამში შეგვიძლია ყინულით დაფარულ მთებში გადავინაცვლოთ, თან ისე რომ არც კი შეგვცივდეს. ადამიანებისთვის ვისაც ცხოვრებაში არ უმართლებს ან უკვე მერამდენე თვეა ხელფასს ელოდება, სიზმარი სწორედაც რომ მისწრებაა. განა არ არის შესაძლებელი ყველაფრის ყიდვა შეგვეძლოს და ყოველი დახარჯული ლარისდამი სინანულს არ განვიცდიდეთ?

განა შეუძლებელია დავუკავშიროთ ჩვენს რეალურ სამყაროს არარეალური, როგორც მე, სიზმარში ნაყიდი ნივთების ცხოვრებაში გადმოტანას უშედეგოდ ვცდილობ ხოლმე. ანდაც გავაცნობიეროთ რომ სიზმარია და „გავერთოთ“.საინტერესოა, როგორ შეგვეყრება ილია და როგორ შევეყრებით მას ჩვენი მდარე გარეგნობით, საქართველოს ნაცვლად?! საინტერესოა, რას უზამდნენ სიზმარშიც გამწარებული ადამიანები შევარდნაძეს დროზე ადრე რომ მომკვდარიყო, დარწმუნებული ვარ რეზიდენციის ნაცვლად სადმე უფსკრულში დაუდებდნენ ბინას. ნეტა სიზმარში ჰიტლერი რომ მენახა ჩემზე რას იფიქრებდა, იქნება მოვწონებოდი კიდეც ) ყველაზე საინტერესო კი მაინც ვანგაა, რომელიც მომავალს გვიწინასწარმეტყველებდა, ლელა კაკულიას ჯანსაღ კონკურენციას გაუწევდა და ჩვენც აღარ ვიტყოდით მომავალზე ასე აგდებულად „რაც იქნება იქნება“ რადგან მომავალი ყველაზე მეტად გვაინტერესებს.

გარდა ამისა სიზმარს ბევრი სხვა დადებითიც აქვს.
შეგვიძლია გავარჩიოთ ფერები, შავი, თეთრი, ჭრელი და კიდევ რაიმე ფერი რომელიც ჯერ რეალრუად არ გამოუგონიათ მაგრამ ჩვენ უკვე ვიხილეთ.
შეგვიძლია მტერს სასტიკი წამებით გავუსწორდეთ, თუკი ამას კანონმდებლობასთან ერთად რელიგია გვიკრძალავს ან დავრეკოთ ცხელ ხაზზე როცა ქმრის ძალადობის მსხვერპლი გავხდებით იმის გაფიქრების გარეშე რომ: „მეზობლებმა არ გაიგონ და ბოზად არ შემრაცხონ“.

ჩვენ ბევრი რამე შეგვიძია სიზმარში და მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში გამუდმებით გვიმეორებენ ფრაზას „შეუძლებელი არაფერია“ მაინც ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს ჩვენითვე ვადგენთ. იქნებ ჯობდეს ბიჭებმა რომლებსაც ცხოვრებაში არ გაგიმართლათ და უკანასკნელი ლუზერის წოდებას ვერ გაცდით, ცოტა ხნით დაიძინოთ და ტკბილ სიზმრებში თქვენს ფანტაზიასაც გასაქანი მიეცემა 

11 responses to “რა შეუძლიათ სიზმრებს?

  1. რა ვქნა,მე ვგიჟდები სიზმრებზე❤
    და დღე არ გავა,რომ არ დამესიზმროს🙂 იქ,მეორმოცე ღრუბელზე ყველაფერი რა კარგია❤

    Like

  2. მიყვარს სიზმრები❤ მაგრამ იმდენად რეალურად ვხედავ მათ რომ დიდი ხანი მჭირდება შემდგომ იმისათვის რომ გავარკვიო დამესიზმრა თუ მართლა მოხდა😀

    Like

    • ხო :)) ეგ გრძნობა ხანდახან მეც მაქვს, რადგან ძალიან განვიცდი ხოლმე ყველაფერს რაც მესიზმრება და იმდენად გამომყვება ხოლმე ეს ემოცია გაღვიძებისასაც რომ დრო მჭირდება გავაანალიზო სიზმარია თუ რეალობა :))

      Like

  3. ყველაზე უცნაური იცით რა არის? : ) სამ წამში შეგიძლია, ჩაატიო მთელი ისტორიები : )) საოცარია! სალვადორ დალის ნახატები იმიტომ არის გენიალური. ჯდებოდა სკამზე, ხელში ეჭირა კოვზი, რომ ჩაეძინებოდა, კოვზი უვარდებოდა და გაღვიძებისთანავე იწყებდა იმის ხატვას, რაც იმ წამს დაესიზმრა ^^❤

    Like

  4. ia chemi sasizmreti zalian mravalferovania.shemizlia shekvetit mivigo sizmrebi.ia tu zalian minda movefero chems sheyvarebuls da is mimtkicebs rom tavdavicyeba kargs arafers mogvitans da ase shemdeg me ubralod game vfiqrob chem basasunaze da da mteli game vtkbebi sizmrebit

    Like

  5. ჩემი სიზმრები იმდენად რეალურია სიზმარიც ქვია და კიდევ ალბათ სხვა რამ🙂 ჩემი ერთი ღამე სიზმრის გარეშე უინტერესოა , ფაქტიურად ღამე ვცხოვრობ სიზმრებით.

    Like

  6. სიზმარი 6 7 წამი არ გრძელდება ის გრძელდება 20 25 წუთი მეცნიერებმა დაამტკიცეს და 6 7 წამი მცდარია… ჩვენ რასაც ვხედავთ 20 25 წუთი გრძელდება :))

    Like

  7. So many celebs use their love life to rustle up press for themselves — if two celebrities aren’t shoving their joy in your face, it’s a safe bet that
    they’re actually just.. super into each other.

    Like

  8. ჰიტლერს მე ვნახულობ სიზმარში,უკვე მეშვიდედ ვნახე მგონი გერმანიის ფიურერი,მშვენიერი სიზმრების,გამოღვიძება აღარმინდა ხოლმე 💙

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s