წერილი ნამდვილ მეგობრებს

უბრალოდ ვფიქრობ როგორ დავიწყო წერა, რადგან დღეს განსაკუთრებულ წერილს ვწერ, წერილმა რომელიც ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხება, წერისადმი განწყობილი მაინც ამაფორიაქა, რადგან ჩემს თავს მეტად დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრე. ამ ადამიანებს ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ადგილი უკავიათ, თითქმის შეუძებელია სიტყვებით გადმოვცე ის რაც ამდენი ხანი მაკავშირებს მათთან, მაგრამ წერილიცაა და წერილიც, ამიტომ ვეცდები ამ ერთ ნაწერში ყველაფერი ჩავატიო რასაც შევძლებ.

აი უკვე რამდენი ხანია თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. ოღონდ მეგობრები, ნამდვილი, ისეთი როგორსაც ეძებენ და ვერ პოულობენ, ისეთი რომელზეც წერენ რომანებსა და ზრაპრებში, საუბრობენ ფილმებში და უბრალოდ „იგონებენ“.ყველაფერი ეს კი ჩემს გარშემო რეალურად, პატარა სამეგობროში ხდება.

მე მგონი მართლა გამიმართლა რომ გიპოვეთ. თქვენ არც კი იცით, რამდენად ბევრს ვფიქრობ თქვენზე. მაშინაც კი როდესაც ცალკე ვარ,  რაიმე კარგის მოლოდინში, პირველი თქვენი გაოცებული სახეები მახსენდება , როდესაც სასიხაურლო ამბავს გაიგებთ და წარმოვიდგენ რომ ყველაფერი უკვე მოხდა, და შემდეგ მართლაც ხდება ხოლმე🙂

ვიცი, რომ ჩემი წარმატება, ბედნიერება, სიყვარული ყველაფერი გაგიხარდებათ გულით და ჩემთან ერთად უკეთესის ძიებაში გააგრძელებთ გზას.  მინდა ყველაფერი ისე მოხდეს „როგორც ჩვენ გვინდა“ და ამისი მართლა მჯერა🙂მიუხედავად იმისა, რომ  ყველაფერი არც ისე იდეალურადაა და ჩვენ ხშირად ვჩხუბობთ სისულელეებზე, ერთერთი ჩვეგანი ხშირად ყვირის და სიტუაციის განეიტრალების მცდელობის მიუხედავად მაინც ვაგრძელებთ ამ ყველაფერს, გულში მაინც ვიცით რომ 5 წუთში წყენა აღარ გვემახოსვრება და ჩვენი მეგობრობა კი დიდხანს გააგრძელებს არსებობას.

მე მიყვარს თქვენი თითოეული თვისება, თითოეული გამოხედვა, თითოეული ნაკლიც კი, ჩემთვის ძვირფასია. მიყვარს როცა ერთს არაფერი მოწონს, მეორე ჩუმადაა, მესამე ფიქრობს და მეოთხე გვარწმუნებს რომ ყველაფერი კარგად იქნება :* მიყვარს როცა ერთი ვერ თვრება, მეორე მღერის, მესამე და მეოთხე კი კვდებიან სიცილით. მიყვარს როცა გხედავთ და სანამ ლაპარაკს დაიწყებთ უკვე ვხვდები რას ფიქრობთ და როგორ გძნობთ თავს.

ერთად გატარებული ზაფხული, ერთად სკოლაში, ერთად ადრე და ერთად ეხლა. ერთად ფიქრებსა და ოცნებებში და ერთად ჩვენს  სამყაროში, რომელიც იმდენი სიახლითა და მრავალეროვნებითაა სავსე ძნელია ეწოდოს „რეალური“. ჩვენ ყოველ დღე ვმოგზაურობთ ერთმანეთის სამყაროში სადაც კარი მუდმივად ღიაა, და ხანდახან იმდენად გვერევა ადგილმდებარეობა რომ ჩვენი საკუთარი სამყაროდან ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი ვხდებით. ჩვენი ურთიერთბა ბევრისთვის წარმოუდგენელია, ზოგისთვის მიუღებელიც. საერთოდ ჩვენი ბევრი თავგადასავალი ჩემშიც კი გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ეს ასე იყო და ჩვენ როგორც ცუდი ისე კარგი ერთად გამოვიარეთ. ჩვენ ღამე ავდმგარვართ და გვიფიქრია როგორ მიგვეღწია წარმატებისთვის და როცა უკვე დავიჯერეთ რომ პრეზიდენტთან შეხვედრა მალე დადგებოდა ვთქვით რომ „ჩვენ ისეთები ვართ რამეს ვიზავთ“. იქამდე იყო სიმღერა ბოლო ხმაზე, ცეკვა ხუმრობით და ხანდახან ტირილი და ერთმანეთის დამშვიდება. სულ იქამდე კი „უდარდელი“ ბავშბა გამოვიარეთ, თუ ასე შეიძლება დაერქვას🙂 რადგანაც ყველაზე დასამახსორვებელი ალბათ მაინც ძველი დროიდან იწყება…

თქვენ ყოველთვის ჩემს გევრდით ხართ, მაშინაც კი როცა ძალიან მჭირს და ვფიქრობ რომ გამოსავალი არ არსებობს, მახსენდება რომ რაც არ უნდა მოხდეს თქვენ სულ ჩემს გვერდით იქნებით, და ამ ყველაფრის მერე ვმშვიდდები, ბედნიერი ვარ.  ვიცი რომ ჩვენი სულელური კამათის მერეც მე ან თქვენ მოხვალთ, ჩავეხუტებით ერთმანეთს და გავაგრძელებთ ჩვეულ ცხოვრებას, ვიცი რომ დადგება დრო როდესაც ერთი იპოვის, მეორეც იპოვის, მესამეც იპოვის და მეც არ დავკარგავ🙂 ვიცი რომ დადგება დრო როდესაც ჩვენ ყველანი , როგორც ადრე , ვიქნებით მარტო „ჩვენ“ და მერე მართლა ყველაფერი კარგად იქნება…

3 responses to “წერილი ნამდვილ მეგობრებს

  1. მშურს თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ საბედნიეროდ მეც მყავს გვერდით მსგავსი ადამიანები❤ მაგრამ მიხარია სხვასაც რომ ყავს… : )

    Like

  2. ძაააან მაგარი წერილიაა, მაგრად დამეხმარა მადლობა იმას ვინამაც ეს დაწერა

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s