წერილი მომაკვდავ ადამიანს

გამარჯობათ, თქვენ მე არც კი მიცნობთ, არ იცით ვინ ვარ, მაგრამ მაინც კითხულობთ წერილს, რადგან დღეს ფოსტის საშუალებით შეგატყობინეს რომ ვიღაც აზალგაზრდა გოგონას თქვენთან საუბარი სურდა 

არ შეგეშინდეთ, მე ერთი უბრალო მოკვდავი ვარ ისევე როგორც თქვენ, მაგრამ ჩვენ შორის ერთი განსხვავებაა – მე არვიცი როდის და რა გზით მოვშორდები ამ ქვეყანას, თქვენ კი ერთი კვირის წინ დაგისვეს დიაგნოზი და თვალებაცრემლიანებული ელოდებით როდის მოგაკითხავთ ხელში ნამგალმომარჯვებული არსება და სად წაგიყვანთ, ღმერთმა იცის 

თქვენი ახლობლები და ნათესავები ამბობენ რომ „ასეთი კარგი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან“, მეზობლები ახალ კაბას იკერავენ პანაშვიდისთვის, შვილები დღედაღამ ტირიან, საყვარელი მეუღლე კი საწოლთან ათენებს და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად რომ სიმტკიცე შეინარჩუნოს მაინც ჩამოუსრიალდება ხოლმე ცრემლი ლოყაზე და იატაკზე ჩუმათ ეცემა.

თქვენთვის დრო ისეთი ძვირფასია როგოც არასდროს, გახსენდებათ როგორ აგდებულად უყურებდით მას, როგორ არ გაინტერესებდათ თარიღი , ახლა კი ხვდებით რომ თითოეული წამიც კი დასაფასებელია, მაგრამ აზრი აღარ აქვს, დრომ უცებ ჩაიარა და დარჩით ასე გაწბილებული, სინანულის გრძნობა მორეული… გეგონათ სამსახურის დაკარგვაზე ცუდი არაფერი მოხდებოდა, ახლა კი მიხვდით რომ სანამ თქვენ სამსახურში ფაილებს ასწორებდით შვილს თბილი სიტყვა უნდოდა, გულში მაგრად ჩაკვრა უნდოდა, ალერსიანი დედა უნდოდა. უბრალოდ უნდა დაგევიწყებინათ ცნობები, ახალი უფროსის თუ მოადგილის შესახებ. ახლა იტყვით „ცხოვრემა მოიტანა ასეო“, ჩვენ ხომ ყოველთვის თავს ვიმართლებთ, მარგამ გულში ყველაფერი კარგად ვიცით…

ცხოვრებამ თქვენს თვალწინ ერთ წამში ჩაირბინა და ხელში კი მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნის ცნობა დაგრჩათ. ხელიდან გამოგეცალათ მომავლის გეგმები და აივნიდან მოისროლეთ ძველი ნივთები რომლებსაც ასე უფრთხილდებოდით, სათუთად ეპყრობოდით, გეგონათ გამოგადგებოდათ. მაგრამ სიკვდილს თვალებში ჩახედეთ.ფიქრობთ რომ ვეღარაფერს შეცვლით. კიდევ ერთი ჩვენი ცუდი თვისებაც აქ ჩანს, ჩვენ ხომ ხშირად ვეფლობით უიმედობის ჭაობში, სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია.იცით? საქმე სულაც არ არის ასე ცუდათ. არ მოუსმინოთ არც ექიმებს რომლებიც ათასიდან ერთი შანსით გაიმედებენ რომ გადარჩებით, არც პირფერ ადამიანებს რომლებიც გიცოდებენ და „გამხნევებენ“ სინამდვილეში კი უფრო უარეს მდგომარეობაშ გაყენებენ, უბრალოდ მოუსმინეთ ღქვენს გულისთქმას, მოუსმინეთ ღმერთს რომელიც თქვენს გულშია და გაიხსენეთ რომ თქვენ იცხოვრეთ ამ ქვეყანაზე და ამითიც ბედნიერი უნდა იყოთ. ვიცი რთულია მაგრამ ასეა. თქვენს ადგილზე შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. ეს სულაც არ ხდება იმიტომ რომ თქვენ „ღმერთმა დაგსაჯათ“ , „ცოდვებმა გიწიათ“ ან იმდენად „კარგი ხართ რომ აუცილებლად უნდა წასულიყავით ამქვეყნიდან“ ყველაფერი გაცილებით მარტივია. და 15 წლის ბიჭი რომელიც ნაღვლიანი თვალებით გიყურებთ შეიძლება ხვალ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლოს. ცხოვრებაა ასეთი დაუნდობელი და ჩვენ კი გვავიწყდება რომ ზოგჯერ გაცილებით სუსტები ვართ ვიდრე გვგონია და სიკვდილსაც ვერსად გავექცევით. გაქცევა არაა საჭირო. სიკვდილი არაფერია თუ არა ძილი, რომელსაც არ აქვს დასასრული და რომელიც ტვინის გათიშული უჯრედების მიუხედავად აგრძელებს არსებობას. სიკვდილი უბრალოდ „არარსებობაა“, წასვლა იქიდან სადაც ბევრჯერ არ უნდათ ყოფნა, მაგრამ ბოლო წამს მაინც უკან დაბრუნებად თხოულობენ. სიკვდილი უბრალო რამაა, რომელიც მეცნიერებმა ვერ ამოიცნეს და ამის გამო ათასგვარ სისულელეებს იგონებენ რომ ჩვენს წარმოსახვაში მის მიმართ შიში დანერგონ.

მერე რა თუ თქვენ მხოლოდ 40 წელი იცოცხლეთ, მერე რა თუ იქამდე მოკვდებით სანამ ხელის მტევანზე ნაოჭები გაგიჩნდებათ, მთავარია დაიბადეთ ამ ქვეყანაზე, დაბადება ყველაზე დიდი რამაა, ადამიანები კი ვერასდროს ვაფასებთ  არ გაგიტაცოთ უაზრო ფიქრებმა, უბრალოდ გაიხსენეთ თქვენი ახალგაზრდობა, თქვენი პირველი სიყვარული, როგორ ატყუებდით მშობლებს რომ მეცადინეობდით ამ დროს კი წიგნის მაგივრად ღაყვანისმცემლის წერილს კითხულობდით, როგორ ცეკვავდით მეგობრებთან ერთად,როგორ კოცნიდით წვიმაში, როგორ შემოპიჭრა თქვენში დედობრივი გძნობა. გადაავლეთ თვალი ამ ყველაფერს და არ დაგავიწდეთ რომ ეს ყველაფერი იყო და მუდამ იქნება რადგან სილამაზე მარადიულია 

თქვენ ვერ შეცვალეთ სამყარო, მაგრამ იცხოვრეთ როგორც ადამიანმა და გზა მომავალ თაობებს დაუთმეთ, ვინიცის იქნებ თქვენმა სიკვდილის წინ ნათქვამმა თუნდაც ერთმა სიტყვამ შემდეგ მთელი სამყარო შეცვალოს. ცხოვრება ზოგისთვის გამოცდაა, ზოგისთვის რთული გზა, ზოგისთვის უბრალოდ არსებობა, ზოგისთვის კი საჩუქარი რომლითაც დააჯილდოვეს  მე მგონი კარგი იქნებოდა თუ ყველაფერს რაც კი თქვენს მეხსიერებას წარსულის სახელით შემორჩა საჩუქარს დაარქმევდით. ამ ძვირფას საჩუქარს კი ყოველთვის გამოუჩნდება მნახველი, ეცადეთ სიცოცხლის ბოლო დღეები სიკეთეში და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, ცხოვრება ხომ ხანმოკლე საჩუქარია 

2 responses to “წერილი მომაკვდავ ადამიანს

  1. სასიამოვნო წასაკითხი იყო,ალბათ მომაკვდავისთვის კიდევ უფრო საოცრად მანუგეშებელი იქნებოდა შენი პოსტი ))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s