Bad minds go to hell

ჩემს თავს ხშირად ვესაუბრები და ახლაც როდესაც კლავიატურაზე უმოწყალოდ ვბეჭდავ, მაინც ვლაპარაკობ უხმოდ. ჩემი ტვინის უჯრედები როგორც ყოველთვის აქტიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მუშაობენ, წვალობენ, იტანჯებიან, შრომის ოფლში იღვებიან… მოკლედ დიდი შრომის ფასად უჯდებათ ჩემთვის ერთ კარგი აზრის მოწოდებაც კი. და თუ კარგმა აზრმა ჩემამდე ვერ მოაღწია და ეს რთული გზა ვერ გაიარა მეც ხშირად თვითგვემას , თვითკრიტიკას, თვითყველაფერს მივმართავ იმისტვის რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს, კრიტიკა ხომ კარგი რამეა, მითუმეტეს თვით თუ ერთვის წინ. აქვე ერთი პლიუსი აქვს ჩემს ქმედებას რომ ფიზიკური შეურაცხყოფისგან შორს ვარ და მთლად მაგ დონემდე არ დავსულვარ სულით, სხეულით ხომ მითუმეტეს…

ეს პატარა ნაწილაკები,რომლის შესახებაც უნდა მოგითხოთ, თავის ბიოლოგიურ სახელს მიმალავენ. მცირე ზომისა და წონის მიუხედავად თითქმის ყოველთვის ახერხებენ პასუხები გამცენ კითხვებზე “რა, რატომ, როდის, რისთვის”.

თითქმის ყოველთვის იმიტომ, რომ დღსასწაულზე ალკოჰოლის ზემოქმედება ყველას მოგეხსენებათ და ამ დროს ჩემსა და ჩემს საყვარელ მეგობრებს შორის (ტვინის უჯრედებს ვგულისხმობ) კავშირიც წყდება და შედეგიც გასაოცარია–ხოლმე.

სამწუხაროდ მეტი ფანტაზიის უნარი არ მაქვს, ზუსტად რომ გადმოგცეთ რა ხდება ჩემს ტვინსში, ისევ ამ უჯრედებს უნდა მოვთხოვო პასუხი, მაგრამ სამაგიეროდ მახსოვრობის უნარმა ერთი კარგი ინფორმაცია შემომინახა და გამახსენდა რომ ამ ყველაფერს ფსიქოლოგიური ახსნაც შეიძლება გამოვუნახოთ. მაგალითად როგორ ეწინააღმდეგებიან ჩემი გრძნობა და გონება ერთმანეთს, როგორ არსებობს ჩემი ალტერ–ეგო, როგორ ვფიქრობ ერთს და ვაკეთებ მეორეს და მაინც როგორ მიშლის ზოგჯერ ქვეცნობიერი ჩემს თავს რამე დავაჯერო, მე მთელი გულით ვცდილობ დავიჯერო რომ ეს ასე მოხდება , რომ ეს ამას გააკეთებს, რომ მე ამას მივაღწევ, რომ მე ამას შევძლებ, ვიღაც პესიმიზმით განმსჭვალული არსებუნა კი მაინც ჩამჩიცინებს რომ შენ დებილი ხარ, არაფერი გამოგივა, ის ვაფშე ცხოვრების აზრზე არ არის, და თქვენ საერთოდ სად ბანაობთ?!

აქვე არის სხვა ფაქტორებიც: სხეულის სიგნალების, მიმიკებისა და ათასი რაღაცის… + მედიცინა რომ ზოგჯერ უძლურია–ყველას მგოეხსენებათ. სამწუხაროდ ჩემს მტრებს არ გაგიმართლაც, არ მჭირს ავთვისებიანი სიმსივნე არც რაიმე მაგდაგვარი, მაგრამ მაინც უნდა გაგახადოთ რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემი სხეული ცოტათი შპიონია და უყვარს როდესაც ჩემზე ინფორმაციას გასცემს ხოლმე. არვიცი ამას რატომ აკეთებს, მიბრაზდება თუ მეღადავება, მაგრამ ფაქტია ჩემს სახეზე უყვარს წითელი და თეთრი ფერების დომინირება. მოწონს როდესაც ხელებზე მბურძგლავს და უხილავ ბუსუსებსაც ყალყზე აყენებს, მერე კი მიდი და ამტკიცე რომ არც მეშინია და არც მცივა… მაინც არაივნ მიჯერებს.

ბოლოს იქამდე მივდივარ, რომ ხშირად ყველაფერი რისგანაც შევდგები ჩემს უკმაყოფილებას იწვევენ. ვეჩხუბები რატომ ხართ ესეთები და არა ისეთები, მაგრამ არის მომენტები როდესაც მათიარსებობით სიამაყით ვივსები ხოლმე, მაშინაც სხეული გამცემს და ვიბადრები. შემდეგ ჩემი მოთეთრო კბილები და წვრილი ტუჩები ირხევიან და ტვინის პატარა უჯრედიკებიც მკარნახობენ რომ უნდა გავიღიმო. ამ დროს კი მე , ანუ ის ყველაფერი ერთად აღებული რაც ზევით ვთქვი და უბრალოდ ერთი ახალგაზრდა გოგონა ვხვდები რომ ცხოვრება, იშვიათად მაგრამ მაინც მშვენიერია.

2 responses to “Bad minds go to hell

  1. “უბრალოდ ერთი ახალგაზრდა გოგონა ვხვდები რომ ცხოვრება, იშვიათად მაგრამ მაინც მშვენიერია.” – შენს გვერდით ვარ🙂
    მართლაც,რომ მშვენიერი.. მაგრამ ვაი რომ “იშვიათად” (

    Like

    • ხო გეთანხმები :* ალბათ ეგეც იამზეა დამოკიდებული ჩვენ როგორი თვალით შევხედავთ ცხოვრებას🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s