სექსი ლიტერატურაში

საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო, მაგრამ მაინც იბადებოდნენ ბავშვები. საზოგადოება დაფარულად მაგრამ მაინც ტრიალებდა ამ თემის გარშემო და ასე თუ ისე მასზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო. მაგრამ სექსიც არის და სექსიც.

დრო გამოიცვალა და დღევანდელობაში უკვე აუცილებლობად იქცა ნებისმიერ ამბავში მისი ჩაკვეტება ! საინტერესოა ამ თემის განხილვით ასე ღიად რის მიღწევას ცდილობს დღევანდელი საზოგადოება?  გგონიათ  რაც უფრო ღიად ისაუბრებთ ტაბუდადებულ თემებზე უფრო მაგრები გამოჩNდებით? თუ ამ გზით ცდილობთ დაფაროთ კომპლექსები შიგნიდან რომ გღრღნიან?

ზემდეტი არაფერი ვარდგა, ლიტერატურაში კი სწორედ სექსის ზედმეტი რაოდენობა ჭარბობს. დარწმუნებული ვარ ზაზა ბურჭულაძეს წიგნის სათაური რეკლამაზე რომ არ ყოფილიყო გათვლილი, შეიძლება უკეთესი სახელიც რქმეოდა და არა Adibas – წიგნი ომსა და სექსზე, სადაც დატვირთვა ამ სათაურის მხოლოდ ისაა რომ მკიტხველი მიიზიდოს, ეს კი ისედაც მოხდებოდა წიგნი კარგი რომ ყოფილიყო და ყურადღება გაყიდვაზე კი არა მის შინაარსზე ყოფილიყო გათვლილი. თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ ავტორმა ასე უკეთესი მოგება რომ ნახა და სექსისგან დაჩაგრული ახალგაზრდობის ფული ჩაიჯიბა.

ეს „მომგებიანი“ ამბები სადაც სექსზე გვესაუბრებიან სულ იქნება მომგებიანი, მაგრამ სადამადე წაგვიყვანს ამ თემით „გაპოპულარება“ საინტერესოა?ამ თემაზე ადრეც წერდნენ და არამარტო…  იყო ბერტოლუჩის „მეოცნებენი“,მარკიზ დე სადია, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დარიანული ლექსები, ბევრი ქართველი ავტორებიც, მაგრამ იყვნენ ადამიანებიც ვინც ამ ყველაფერს ხელოვნებად აღიქვამდნენ, და ვინც მათ ნიმუშებს გაეცნობოდა იგივე გრძნობა ეუფლებოდა, დღეს კი ყველაფერმა ყალბი სახე მიიღო.

მაგრამ ამ სიყალბის იქით, მაინც მჯერა რომ არიან ადამიანებიც ვისთვისაც ყველაფერი არ იქყება ძუძუებით და არც მთავრდება…

4 responses to “სექსი ლიტერატურაში

  1. რას ვიზამთ
    სექსი ყველაზე გაყიდვადია დღევანდელ საზოგადობაში
    და შენი პოსტიც უფრო “გაყიდვადი” რომ გამოდგეს მეც დაგეხმარები

    სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი სექსი😀

    Like

    • მერე ვიამაყებ ჩემი ბლოგი სექსებით გახდა პოპულარული თქო😀

      Like

  2. სექსუალობა ადამიანის ავთენტიკური თვისებაა, შესაბამისად ამ თემის ტირაჟირება ლიტერატურასა თუ ხელოვნების სხვა დარგში ისეთივე ბუნებრივია, როგორც ნადიმის, ცეკვის და ა.შ. აღწერა

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s