წიგნიერების პრობლემა საქართველოში

მოდით შევთანხმდეთ, რომ სანამ მოხუცი თაობები არ შეწყვეტენ ჩვენს უკულტურობაზე საუბარს იქამდე დაისმევა შეკითხვა – რატომ აღარ კითხულობენ ბავშვები წიგნებს ? ეს ორი თემა იმდენად გამჯდარია ჩვენში, რომ მათი განხილვა გაგრძელდება სამუდამოდ, მხოლოდ გაიზრდება ამ თემის ირგვლივ გადაღებული გადაცემებისა და დაწერილი სტატიების რაოდენობა. შვება კი არამგონია ვიგრძნოთ.
საქმე იმაშია რომ როცა სხვა ხალხი ვითარდება და უკეთესი მომავლის “შენებაშია” , ჩვენ მაინც წარსულს მივტირით და ახალგაზრდა თაობების სულ მცირედი წინსვლაც კი საკმარისია რომ მისთვის მებრძოლი ჩვენი ქვეყნის მოღალატედ და წარსულის შემარცხვენლად იქნეს შერაცხული.

აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ მომავალშიც გვეყოლება განათლების მინისტრი რომელიც ბავშვის მაგივრად ბაშვს დაწერს და რეფორმების გატერების შემდეგ ამაყად განაცხადებს რომ ეს ჩვენი მომავლისთვის იყო საჭირო. საინტერესოა როდემდე უნდა იყოს ჩვენი მომავალი ისეთი ადამიანების ხელში სკოლას რომ ციხეს დაამსგავსებენ და მასწავლებლის მოვალეობას მხოლოდ ცოდნით შემოსაზღვრავენ? როდემდე ილაპარაკებს ჟურნალისტი ახალგაზრდების გაუნათლებლობაზე როცა მისთვის განათლება წაკითხული მხატვრული ლიტერატურის რაოდენობასთან ასოცირდება და ჯერ კითხვის სწორად დასმა არ უსწავლია? და ამყველაფრის მერე როგორ დადგება ჩემს წინ ღიპიანი ბიძა და იტყვის რომ “რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ”.

ისევ კითხვები ტრიალებს ჩვენს გარშემო : რატომ არ ვკითხულობთ წიგნებს? რატომ მივეჯაჭვეთ კომპიუტერებს და წიგნისკენ გახედვაც არ გვინდა? რატომ გვანან ახლანდელი ბავშები რობოტებს ?

იცით, რობოტებს მაშინ დაემსგავა ახალგაზრდა თაობა როცა სკოლაში ლექსების დაზუთხვა მოთხოვეს და საპატიო სტუმარს იმითი უმასპინძლებოდდნენ, რომ სტრიქონები რაც შეიძლება გამოთქმით და გრძნობით წაეკითხათ როცა ამ ლექსის დამწერი ძალიან უბრალოდ, მაგრამ აზრიანად ამბობდა ყოველივეს, ბავშები კი ერთ სიტყვას თუ აურევენ მერე ვეღარ იხსენებენ გაგრძელებას.კომპიუტერს იმიტო მივეჯაჭვეთ რომ იქ მეტი ინფორმაციაა, ჩვენთვის სასარგებლო და თუ იმიტო გიცრუვდებათ გული რომ ბავშვები კომპიუტერმა დაადებილა გეტყვით რომ კომპიუტერი როცა არ არსებობდა დებილები მაინც იყვნენ თქვენს თაობებში ! დამეთანხმეთ , რომ კომპიუტერი არ არის ცუდი ! გააჩნია მას როგორ გამოიყენებ და ჩემი თხოვნა იქნება სანამ კომპიუტერს “რაღაც ეშმაკობას” უწოდებთ კარგად გაერკვათ მის ფუნქციებში, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს.

იმისთვის რომ ბავშვმა წაიკითხოს წიგნი, ჯერ კარგად უნდა გაიაზროს მისი დანიშნულება და გააჩნდეს სურვილი. მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ და მაოცებს ისეთი მშობლების პოზიცია შვილს რომ თავში ჩაარტყავენ წაიკითხეო და სანამ არ წაიკითხავს ეზოში არ უშვებენ. სანამ დედა სემიჭკას არჩევს და ნაღვლობს რომ მისი შვილი უწიგნურია ჯობია იმაზე დაფიქრდეს როგორ შთააგონოს ბავშვს წიგნის აუცილებლობა.  მე არ ვარ საკმარისად განათლებული კითხვის უნარ–ჩვევებზე რომ ვილაპრაკო, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრი მის შესახებ ძალიან ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დასმულ კითხვებსაც კი.

მოდით, სანამ სტატისტიკებს გადავხედავთ ყველამ ჩვენ–ჩვენ თავებში ჩავიხედოთ, და მერე შევთანხმდეთ იმაზე რომ “წიგნის დანიშნულება ის კი არარის რომ ვინმეზე ჭკვიანი გამოვჩნდეთ, არამედ ის რომ გავიგოთ რას გვეუბნება იგი” (ჯეიმს ერლი)

14 responses to “წიგნიერების პრობლემა საქართველოში

  1. სანამ უფროსები არ მიხვდებიან, რომ არჩევანი ასეთია:
    e-books or no-books არაფერი ეშველება ამ ამბავს.
    ნამდვილი თაობათა ბრძოლაა…🙂

    არადა:
    – ოჯახებში, სადაც არის რიდერი, ბავშვები კითხულობენ მეტს.
    – ოჯახებში, სადაც არის რიდერი უფროსებიც კითხულობენ მეტს.
    – ოჯახებში, სადაც არის რიდერი, ყიდულობენ მეტ წიგნს (ელექტრონულ ფორმატშიც და არა-ელექტრონულშიც).
    ამ გამოკვლევებზე ვწერდი ბლოგზე…

    Like

  2. აქედან კი დასკვნა რომ ამ ამბავს არ ეშველება, ან ეშველება მაგრამ ძალიან დიდი დროის შემდეგ, ისიც თუ შევიცვლებით იმ შემთხვევაში.

    Like

  3. ჭკვიანი იყო ჯეიმს ერლი😉🙂
    მჯერა, ის ბავშვები, ვისაც უნდა, ისევ კითხულობენ წიგნებს და ბიბლიოთეკებშიც დადიან (რაც ჯერ კიდევ არ დაუხურავთ). ფაქტია, რომ სკოლებში სასწაულად დაბალია სწავლის დონე და რას მოსთხოვ მოსწავლეს, როცა მასწავლებელმა წერა–კითხვა მასზე უკეთესად არ იცის.

    Like

    • ხო სწავლის დონე მართლა დაბალია უბრალოდ ბავშვის ფსიქოლოგია ისეთია თუ არ მოთხოვე და არ დაადექი არ ისწავლის და ტყუილად თავს არ აიტკიებს. და როცა მასწავლებელი არ გთხოვს (დღეს უმეტესად ეგრეა, კერძოებს არ ვგულსიხმბ) ბავშვებიც თავს არ იკლავენ.

      Like

  4. არადა ახლანდელი წიგნების გაყიდვის ტირაჟით თუ ვიმსჯელებთ წიგნი ისევ წინა პლანზე,თუმცა ესრთი გასნხვავებით თანამედროვეებს აინტერესებთ თანამედროვე ლიტერატურა🙂 და უარს უცხადებენ დიდ კლასიკოსებს )
    მე ვფიქრობ მთავარი პპრობლემა ახლანდელი თაობის შეხედულებებიდან გამომდინარეობს.. თორემ კითხულობენ დამერწმუნე და კომპიუტერი მათ შეიძლება ცოტა ხელს უშლის,მაგრამ არც მთლად სწორი იქნება ყველაფერი ამ “ყუთს” მივაწეროთ ))

    Like

    • ხო მაგაში გეთანხმები, ყველა არც ადრე კითხულობდა, და კატეგორია ადამიანებისა ვისაც უყვარს კითხვა დღესაც არსებობს. სამწუხაროა მარტო თანამედროვეებით და მგლების 4ი ნაწილის წაკითხვით რომ შემოვიფარგლებით მარტო😀 მაგრამ იმედი მაქვს ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ეპოქას განსაკუთრებით კარგად ვიცნობდეთ და რომ ამოვწურავთ მერე კლასიკოსებზეც გადავალთ :))

      Like

  5. @ana გაყიდვების ტირაჟი მართლაც იზრდება ბოლო ხნის განმავლობაში, მაგრამ ყურადსაღებია ერთი ფაქტი, ხალხი წიგნს ყიდულობს არა იმისთვის რომ წაიკითხოს არამედ იმისთვის რომ დაალაგოს თაროზე და მერე მეზობლებს გული უხეთქოს ნახეთ რა კარგი ბიბლიოთეკა მაქვსო,,, მაგრამ არ გეთანხმები პოსტის ავტორო იმაში რომ მასწებს მარტო განათლებით და ცოდნით აფასებენ, ეგრე რომ იყოს ავშენდებოდით, ყველაფერი განათლების სისტემაში დასულია დოკიმენტებზე, ვინ უფრო კარგად დაწერს სილაბუსს და მისნაირ დებილობებს. ხო და კიდევ კომპიუტერის მფლობელთა 60 % სათამშოდ იყენებს მას, (13–20 წლამდე ვამბობ)

    Like

    • მე ვეწინააღმდეგები იმას, რომ მასწავლებლები მხოლოდ ცოდნით უნდა შეაფასონ. ცოდნისა და სსრკ ში მოპოვებული დიპლომის გარდა, უნდა არსებობდეს ბევრი კრიტერიუმი. ყველაფერს რომ დავანებოთ, მასწავლებელი პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი ვინც მოსწავლეს აღზრდის პიროვნებად და მოქალაქედ, რომელიც იქნება განათლებული. ამას ვამბობდი პოსტშიც, ოღონდ ერთი წლის წინ, როცა დავწერე. რაც შეეხება კომპიუტერს, გეთანხმები. დიდი ნაწილი საზოგადოების, მხოლოდ ფეისბუქზე შედის რომ ფერმა ითამაშოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უნდა განვაზოგადოთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწავლობენ და კითხულობენ ინტერნეტში.

      Like

  6. მე მგონი “რატომ აღარ კითხულობენ ახალგაზრდები წიგნებს?” მარადიული თემაა. დარწმუნებული ვარ წინა თაობებსაც უჩნდებოდათ ეს კითხვა : ) რაც შეეხება კომპიუტერს, რომ არა ინტერნეტ-ბიბლიოთეკები, პირადად მე ბევრად ნაკლებს წავიკითხავდი🙂

    Like

  7. ძალიან მომეწონა ბლოგი და ამ თემაზე მსჯელობა+კომენტარები : )))))

    Like

  8. მადლობა საინტერესო პოსტისთვის მარიტა.
    ბავშვს რომ წიგნი შეაყვარო აუცილებელია ძალიან პატარა ასაკიდან წაუკითხო და თან ყოველდღე. წიგნის სიყვარული მაშინ ჩნდება, როცა ის პოზიტიურთან ასოცირდება და არა დასჯასთან, როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე და რაზედაც თქვენ საუბრობთ. მშობლები საკმაოდ უნდა დაიხარჯონ და მაგალითი თვითონვე უნდა მისცენ, რომ შვილებს წიგნის სიყვარული გაუჩნდეთ. მშობლების ნაწილს ჰგონია, რომ წიგნის სიყვარული ბუნებრივად უნდა მოვიდეს, მაგრამ ეს ასე არ არის – ამას მშობლების შრომა და მათგან მაგალითის მიცემა სჭირდება.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s