ინდიფერენტიზმი ანუ ის რაც გვიყვარს

ქართველების ლექსიკა ორ უკიდურესობად იყოფა, უფროსწორედ თვითონ ქართველები იყოფიან უკიდურესობებად, როცა საქმე ლექსიკას ეხება. ერთი უკიდურესობა ყველა იმ ადამიანს მოიცავს  ვისაც სიტყვათა მარაგის ნაკლებობა აქვს, უნდა რაღაცის თქმა და ვერ ამბობს, სიტყვები არ ყოფნის, ან ენა ებმევა. ასეთი ადამიანებისდამი უმეტესად სიბრალულის გრძნობა უჩნდებათ ხოლმე, მაგრამ არიან სხვანაირებიც, რომელთაც მე მეორე უკიდურესობას ვუწოდებდი და რომლებიც სიბრალულის ნაცვლად ზიზღს უფრო იწვევენ.  მაგ. ბავშვები რომლებსაც გონიათ რომ თუ წერისას სიტყვების რთულ კონსტრუქციას გამოიყენებენ და ყველაფერს წინ “ეგრედ წოდებულს” დაუმატებენ ასე უფრო ჭკვიანები გამოჩნდებიან. მათთვის და მათი მსგავსებისთის (ცოტა უფრო მოზრდილი “ერუდიტებისთვის” უცხო სიტყვათა ლექსიკონი სამაგიდო წიგნია, რომელიც თავის გამოსაჩენად უნდა გამოიყენო და დაიხმარო რათა აღფრთოვანებულის მაგივრად “ეგზალტირებული” თქვა.

ასეთმა ადმაიანებმა უმეტესად არ იციან რომ სიტყვების გამოყენებისას მათი დანიშნულების ცოდნა უფრო საჭიროა, და იმისი გააზრება რომ ყველაფერი, ყველგან არ უნდა ილაპარაკო.

საბედნიეროდ, არ მივეკუთვნები არცერთ უკიდურესობას და არც ასეთი ადამიანების წრეში ვტრიალებ თუმცა თვალით ნანახი რომ არ მქონდეს არც ვილაპარაკებდი , მაინც ვაწყდები ხოლმე ასეთ ადამიანებს და მაშინაც მხოლოდ სევდანარევი ღიმილით შემოვიფარგლები, სიმწარე რომ უფრო ურევია ვიდრე გულიდან წამოსული გაღიმება.

ყველაფერი ამის მიუხედავად მაინც ვსწავლობ ისტორიის სახელმძღვანელოში სქოლიოს და ჩემს სახლშიც მოიძებნება უცხო სიტყვათა ლექსიკონი (თუმცა თაროზე). ნელ–ნელა შევეჩვიე მის ხმარებას და იმ ფაქტსაც რომ ცნობილი ადამიანების საუბარი ჩემთვის აღარ არის გაუგებარი (მათ ხომ განსაკუთრებული ტერმინოლოგია აქვთ).

დღეს ლექსიკონში ერთი ძალიან საინტერესო სიტყვის განმარტებას წავაწყდი, ამ სიტყვის გარშემო ხშირად ვტრიალებ ბოლო დრო.

“ინდიფერენტიზმი” “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის” ლათინური ვარიანტია, ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი კი ნიშნავს განურჩეველ დამოკიდებულებას რაიმესადმი. ის რასაც ყოველდღე ვხედავთ და ვიზიარებთ. ჩვენი პოზიციის გამო––თქმელობა, მისი არსებობისა და არარსებობის მიუხედავად. ჩვენი დამოკიდებულების დაფარვა და აშმორებულ მდგომარეობაში ყოფნისთვის უპირატესობის მინიჭება. ჩვენ არასდროს ვწუხდებით “საზოგადო ჭირით”, ვამრავლებთ “ლუარსაბებს”, “ბედნიერად” ვთვლით ჩვენს ერსა და ილიასაც ვაწუხებთ საფლავში. ჩვენ  განზე დგომა გვირჩევნია, წინ წასვლას და ვერც კი ვხვდბეით როგორ მივიწევთ ასეთი გადაწყვეტილებით უკან…

საინტერესოა , როდემდე დავიცავთ ცრუ პატრიოტულ ინტერესებს და როდემდე ვატარებთ “უმოქმედო და ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი” ერის სტატუსს. მე ალბათ მოხუცებულობაშიც, პენსიას თუ არ მომცემენ , წინააღმდეგობის გაწევას შევეცდები მერე რა რომ ამისი თავი აღარ მექნება?! ხმას კი ცოტა ამოიღებს ან ის ცოტაც არ ამოიღებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ხმის ამომღები აღარავინ იქნება :

” გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.

ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ მომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.

პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ.

კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.

შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო.”

3 responses to “ინდიფერენტიზმი ანუ ის რაც გვიყვარს

  1. “საბედნიეროდ, არ მივეკუთვნები არცერთ უკიდურესობას და არც ასეთი ადამიანების წრეში ვტრიალებ” – მარაზმია, უკაცრავად – უილაჯოა

    “წინ წასვლას” = წინსვლას

    კარგი პოსტია

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s