სიახლის შეგრძნება

საერთოდ თემას ვერასდროს ვწერ თუ მისი დაწერა გულით არ მინდა. ალბათ ყველა ასეა, თუ რაიმეს გაკეთება არ მოგდის გულიდან, ხარისხიანად ვერასდროს გააკეთებ. ან გააკეთებ მაგრამ ისეთივე უხეირო იქნება როგორც სხვისი და ისეთივე უბრალო როგორიც ყველასი. მე კი არ მიყვარს როცა ჩემს გაკეთებულს ასეთ სტატუსს ანიჭებენ ხოლმე. მაგრამ რა ვქნათ რომ განწყობა რაიმეს დაწერისა იშვიათად მოდის, მუზამ დაგვივიწყა და გარშემოც არაფერი გვეჩევენება ისეთად რაზეც სიამოვნებით ილაპარაკებდი როცა აქამდე თითოეულ დეტალზე შეგეძლო დაუსრულებლად ფიქრი, ახლა კი ყველაფერი ეს შეუმჩნეველია.

ეს ის მდგომარეობაა რომელიც უკვე რამდენი ხანია მომეჩვია და თავს აღარ მანებებს. მიუხედავად ჩემი აქტიური ცხოვრების წესისა, მაინც ყველაფერი უღიმღამოდ მეჩვენება. დიახ, საშინელი გრძნობაა როცა გინდა წერო და ვერ წერ, დაახლოებით იგივეა სიზმარში რომ გინდა გაიქცე და ვერ გარბიხარ, მინდა გამიხარდეს მაგრამ საბოლოოდ მაინც მაკლია რაღაც. მე ვეძებ ამ რაღაცას და მჯერა ვიპოვი… მჯერა რადგან აქამდეც მქონია რთული პერიოდები ცხოვრებაში და გადამილახავს, კარგს ცუდი მოჰყოლია და ცუდსაც კი, ჩემთვის ღრმა გამოცდილება და ის უნარი მოუტანია რომელის დახმარებითაც ჩვენ ცხოვრებისეულ სირთულეებს ადვილად გადავაგორებთ ხოლმე. მე კი ვფიქრობ ეს უნარი გამაჩნია და თუ ასეთი განწყობით ვიქნები ყოველ დღე, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება🙂

ფოტო განწყობისთვის

One response to “სიახლის შეგრძნება

  1. შეიძლება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს,მაგრამ ვერ ვწერ თუ გულიდანა რ მოდის,მხოლოდ ვწერ იმას რასაც ვგრძნობ,ისე არაფრის დაწერა შემიძლია )❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s