მარიე

 

გამარჯობათ, მე მარიე ვარ, მ–ა–რ–ი–ე… ასეთ ყურადღებას ჩემს სახელზე იმიტომ ვამახვილებ რომ ხშირად მარიში ეშლებათ ხოლმე, მე კი არ მიყვარს როცა არაფრისმთქმელი სახელით მომმართავენ, მარი ჩემში ზიზღს იწვევს.

ბავშვობიდან ვთამაშობ, ოღონდ არც გოლფს და არც მაფიოზობანას თქვენსავით. მე გაცილებით სახიფათო თამაშები მიყვარს. ბიჭი არ მყვარებია, ჩემთვის უცხოა მამაკაცებზე საუბარი ჭიქა ყავასთან ერთად, მერე ნალექიანი ყავის გადმობრუნება და ინტერესი ჩემი მომავალი სიყვარულის. მე ის ისედაც ვიცი, მოვკვდები ჩემი  მეზობელივით მარტოხელა. ჩემს საფლავზე არავინ მოვა. არავინ იტირებს, არავინ იტყვის ეს რა ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდანო, არავინ იყვირებს დაუსრულებლად და  არავინ ითხოვს ჩემთან ერთად საფლავში ჩამოსვლას.

სიკვდილამდე კი ისე გავა დრო რომ არც ქმარი მეყოლება და არც შვილები. თუმცა კი შემეძლება მათი ყოლა მაგრამ ამ ნაბიჯს არ გადავდგამ, მე ხომ ბოზი არ ვარ. ეს სიტყვა კი მეყვარება, თეორიულად.

დედაჩემი ბავშვობიდან მინერგავდა რომ ბოზობა ცუდია, მაგრამ გავიზარდე და მივხვდი რომ თვითონ დედაჩემი ყოფილა ბოზი. ახლა ის შორსაა, სხვასთან , სხვა შვილები ჰყავს და მე და მამა არ ვახსოვართ. მამა ლოთია, მაგრამ საყვარელი. გულში მეცინება, ის ხომ გიჟია. ქუჩაში წევს და არყის ბოთლს ეხუტება, თბილად მოიკალათებს და ნასვამფიქრებში არეული იძინებს გამხმარ ხის კუნძზე ჩვენი სახლის წინ რომ დგას.

უკვე რამდენიმე წელია ასე გრძელდება, მე კი სიახლის გრძნობა მომენატრა, ინტუიციით ვგრძნობ რომ მალე ახალს გავიგებ რაღაცას. იქამდე კი აწმყოთი თავმობეზრებულს ხშირად ბავშვობაზე მეფიქრება ხოლმე, მერე ამომიტივტივდება ყველაზე მძაფრი მოგონებები, მაგალტად ნოი.

ნოი ჩემი ბავშობის მეგობარი იყო შავგვრემანი და უცნაური თავის ფორმა ჰქონა  , მე და ნოი მდინარეზე დავდიოდით ხოლმე ზაფხულობით და ცხოვრებაზე ვიწყებდით ლაპარაკს, ნოი ამბობდა რომ ცხოვრებაში მთავარია ბრძოლაა, რომ თავისუფლებას უბრძლველად ვერ მიაღწევ, რომ სიყვარული თუ არ განიცადე ისეთ ცხოვრებას აზრი არ აქვს და კიდევ ათასგვარ სისულელეს.  მაყრუებდა ერთი სიტყვით. მე კი ვამბობდი რომ ცხოვრება უბრალოდ თამაშია, ჩვენ კი ძალიან რთულად ვუყურებთ ყველაფერს. გვიჭირს გადაწვეტილებების მიღება, და როდესაც რამის გაკეტებას ვაპირებთ უეცარი შიში გვიპყრობს, ვაითუ სხვანაირად  მოხდეს, ერთი სიტყვით გვეშნია მომავლის. გვეშინია რომ კარს მოგვიხურავს, ცხვირწინ მოგვიჯახუნებს, ჩვენ კი სამუდამოდ დავრჩებით გარეთ , თოვლში უქუდოდ , ხელთათმანების ამარა. მომავალი კი არაფერია თუარა ხვალიდნელი დღე, რომელსაც შენ აწყობ, ისე როგორც გინდა, სურვილისამებრ. მე ყველაფერს ასე ვაწყობ, მაგალითად ბამბის სათამაშოებს თაროზე, ოღნდ ეს ადრე იყო.

ბამბბის სათამაშოები ძალიან მიყვარდა, როცა პატარა ვიყავი ჩვენი სახლის ვერანდაზე ვაწყობდი ხოლმე და თეატრებს ვმართავდი. მეგონა დიდი რომ გავიზრდებოდი გავაგრძელებდი ჩემს საყვარელ საქმიანობას და დიდი ჭკვიანი გოგო გამოვიდოდი. ყველაფეირ სხვანაირად მოხდა, ოღონდ არაფერი შეიცვალა . ოცნებებით აგებული კოშკები დაინგრა, დაიმსხვრა , დაიშალა ნაკუწებად. მართალია გავიაზრდე მაგრამ არა ჭკვიანი, უბრალოდ სიმაღლეში წავედი. სახე კი ისევ ისეთი მაქვს, წვრილი ტუჩები, და ატეხილი წარბები მზეზე რომ ბრწყინავს.

წეღან გითხარით არაფერი შეცვლილა–თქო ის კი დამავიწყდა რომ ჩემი სახლი შეიცვალა, დაძლევდა და კედლებზე ხავსი მოედო. დაეტყო დედის წასვლა და ჩმეი სულიერი მდგოამრეობაც, სიმარტოვეც. ყველაფერი მარტოა, და რაღაცას ელის, ეს რაღაც კი ალბათ მისი დასასრულია.

მეორე სართული სულ დალპა, სახურავიდან წყალი ჩამოდის და ვერანდაც თიტქმის აღარ არსებობს. მხოლოდ აქა იქ  ხის ნაგლეჯებია შემორჩენილი რომ დადგე უეჭველად ჩავარდები. მე კი უკვე გითხარით მიყვარს სახიფათო თამაშები თქო და ეხლა ვერანდაზე ვდგავარ. აქაურობა საშინელია. მეხსიერებაში ვიძირები და წარმოვიდგენ როგორი იყო ჩემი წარსული ამ ადგილას. ვიდექი , ლაღად… გარშემო ყველაფერი განათებული იყო, აივანი გრძელი და ქვევით ხალხი დადიოდა, ხმაური ემსმოდა, ვტკბებოდი ცხოვრებით. ახლა კი ამ დამპალ ხის ნაჭერზე მდგარი ვფიქრობ რომ ყველაფერი სრულდება ზოგჯერ.

თამაშებსაც აქვს დასასრული, და მალე ჩემი თამაშიც დასრულდება. მიყვარს რაღაც ახალის გაგება, ნეტა რა იქნება რომ გარდავიცვლები? ეს რაღაც შეუცნობელი გრძNობაა,  რომ გადავხტე გავიგებ.

მე ვხტები, და სიმძიმეს ვკარგავ.

……

სადღაც მივდივარ, ადგილი არ მეცნობა.  პირველი გამვლელი გამოჩნდა. შეიძლება ღმერთია არვიცი. მე პატიებას ვთხოვ…  მასაც ჩემი ბავშვობის მეგობარივით უცნაური თავის ფორმა აქვს და იგივეს მეუბნება რასაც ნოი მეუბნებოდა ბავშვობაში…

3 responses to “მარიე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s