ჩვენ – თავისუფლები ვართ

შენ, ის , ჩვენ თუ თქვენ არვიცი, მაგრამ მე კი ნამდვილად ვარ თავისუფალი : )

საინტერესოა ვის როგორ გესმით სიტყვა – თავისუფლება,  რადგან , ეს ისეთი ცნებაა რომელსაც ესე, ერთი ხელის მოსმით ვერ ახსნი. ვიკიპედიას რომ ვკითხოთ თავისუფლება შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: პოლიტიკურ ცნებას, ფილოსოფიურ კატეგორიას, რადიოს სახელწოდებას, საქართველოს ჰიმნს, სოფელს სოხუმის რაიონში და პოლიტიკური პარტიას საქართველოში.

ისევ პოლიტიკას მივადექით , არცაა გასაკვირი.ჩვენთან ხომ თავისუფლების გაგონებაზე ყველას თუ არა უმეტესობას, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში ჩარჩენილ თაობებს პოლიტიკასთან დაკავშირებული ასოციაციები უჩნდებათ.

ცოტათი უფრო პატარა რომ ვიყავი, სკოლაში დაფასთან გავყავდი , “რთულ” სიტყვას მაძლევდნენ და მერე რა ასოციაციებიც გამიჩნდებოდა უნდა ჩამომეწერა. ეს რთულ სიტყვა კი ერთ დიდ წრეში უნდა ჩამესვა ხოლმე.

დღეს რომ იგივე წესებით დავიწყო თამაში, რთულ სიტყვად “თავისუფლება” მივიჩნიო და მის გარშემო , ამოტივტივებული ასოციაციები ჩამოვწერო, მათ რიგებში აუცილებლად  მოხვდება ისეთი სიტყვები  როგორებიცაა : შენი აზრის გამოხატვის უფლება, განსხვავებული დამოკიდებულება ყველაფრისადმი, ინდივიდები, გმირობა,  გამბედაობა, დამოუკიდებლად ცხოვრება , ქვეყნის მომავალისთვის ბრძოლა და ხალხი არა როგორც ჯგრო, და სტატისტიკით აღრიცხული გროვა ცალკეული ადმაიანებისა, არამედ ცოცხალი ნაწილი ბუნებისა.

დედაჩემს , დედაჩემის დედას, დედაჩემის დედის დედას და მათ დედებს – არასოდეს ღირსებიათ თავისუფლება, ისეთი როგორიც ჩემს წარმოდგენაშია. “ისინი მხოლოდ ოცნებობდნენ თავისუფლებაზე, რომელიც მათი განმარტებით, რამის არა–იძულებით გაკეთებითა და საკუთარი ნების მოქმედებით შემოიფარგლებოდა.

არც მიკვირს, რადგან ისინი სხვა გარემოში იზრდებოდნენ, სხვა ჰქონდათ ყველაფერი და საერთოდ “სხვანი” იყვნენ.მაშინ, საბჭოთა ხელისუფლება იყო, რომელიც ცდილობდა ყოველ ადამიანში ჩაეკლა და დაეთრგუნა ინდივიდი.  კითხვა – თუ ვინ ბატონობდა საბჭოეთში, გაგიკვირდებათ და პასუხი: არავინ იყო.  რადგან, როგორც ირაკლი ჩარკვიანი იტყოდა თავის რომანში მშვიდი ცურვა” : “თითოეული რუსი დარწმუნებული იყო რომ ყოველი ქართველის ბატონი გახლდათ. ასევე არავინ იყო თავისუფალი… ვინც კი ოდნავ ისწრაფვოდა მისკენ – ხვრეტდნენ, ასახლებდნენ ან ორივე ერთად.”

მოკლედ მთლად მარტო ჩემი აზრები, რომ არ მოგახვიოთ თავს ერთ ფრაზას მოვიშველიებ – “ადამიანი მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავისუფალია. თავისუფლება ღვთიური ნიჭია ადამიანში. აქ კი, საბჭოეტში ყველაფერი აკრძალულია, რაც არაა ნაბრძანები.”

დღეს, ჩვენ სხვა თაობა ვართ – შედარებით “თავისუფლები”, არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ მაგრები, უბრალოდ იმიტომ რომ გაგვიმართლა რომ ამ დროში ვცხოვრობთ და ადრე რომ გვეცხოვრა თუ თავისუფლებისკენ თვალს გავაპარებდით, გეგა კობახიძისა და სხვა მრავალი გმირის ბედს გავიზიარებდით.

ჩვენ გაგვიმართლა რომ დღეს, ძველი დროისგან განსხვავებით შეგვიძლია ვთქვათ თუ რაიმე გვაქვს სათქმელი, შეგვიძლია იმაზე დიდი მოთხოვნილება გაგვიჩნდეს ფულსა და ტანსაცმელზე, ვიდრე გვესაჭიროება ან გვყოფნის, შეგვიძლია არ მოვიქცეთ “კარგად” (ისე როგორც წესებშია დაწერილი, ისე როგორც ადრე იყო, რომ ყველა დაწერილი კანონების მიხედვით ცხოვრობდა და ტავისი “მეობა” ქონდა დაკარგული.) რადგან ცხოვრება ასე უფრო საინტერესოა. ასე თუ ვიცხოვრებთ  არ მოვკვდებით ასი წლის სიმშვიდისგან დაღლილები და კბილებჩამოცვენილები , დანაოჭებულები, და თვალებჩამქრალები, მხოლოდ იმიტომ რომ მომავალში ძველმა თაობებმა თქვან : “ყოჩაღ კარგად უცხოვრიაო.”

დღეს, მე და დარწმუნებული ვარ თქვენც, გაქვთ ილუზია რომ ვიცხოვროთ დამოუკიდებლად და ყველაზე იდეალურ შემტხვევაში “ბედნიერადაც” კი, რადგან დღეს რომ ქუჩაში გაივლი დაბოღმილი ხალხის მეტს ვერავის ნახავ, მათ თვალებში კი ბედნიერების ნატამალსაც კი ვერ შეამჩნევ.  ვიცხოვროთ “თავისუფლად”, მაგრამ ამაში არც ამერიკა დავიჭირვოთ. რადგან, თუ საქმე დაჭირვებაზეა,  აქეთ “ვჭირდებით” და საუბედუროდ ისეთ დიდ მონსტრებს როგორიც ამერიკა და რუსეთია  ჩვენს გარდაყველაფერი სჭირდებათ, ჰაჰა ; ))

თავიდან უნდა მოვიშოროთ კითხვა – ვის გავყვეთ? რადგან, საბოლოოდ უნდა დავიჯეროთ რომ ვინმეს გასაყოლად ცხვრები არ ვართ, რომ არ გვჭირდება ბელადი, და ერთადერთი ვისაც უნდა გავყვეთ საკუთარი ტავია, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ.

იქნება ყველაფერი, განვითარებული, აყვავებული, გაბრწყინებული და რაც მთავარია “თავისუფალი საქართველო”, მიუხედავად იმისა რომ ამას დრო, თაობა, ენერგია და შრომა დასჭირდება.

იმედი საკუთარი თავის უნდა გვქონდეს – იმ თავის მხრებზე რომ გვაბია და ბევრი ამერიკელის და რუსისას ჯობია, უბრალოდ გამოყენება უნდა. იმ თავის შიგ ღმერთისაგან ნაბოძები ნიჭი რომ დევს რომელსაც ცოტა შენძრევა ჭირდება.  იმ თავის ვინც , ჩემთან ერთად იფიქრებს რომ – ერთადერთი, ვინც შეიძლება საქართველოს უშველოს ისევ ქართველია , სამწუხაროდ მეტი ვერავინ დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას,  “თავისუფალი “ საქართველოს “თავისუფალი” მოქალაქის გარდა…

11 responses to “ჩვენ – თავისუფლები ვართ

  1. დიდი მადლობა შენი კომენტარისთვის, რომელიც ბლოგზე დამიდე რამდენიმე დღის წინ. იმის განცდამ გამახარა, რომ პოსტმა დაგაფიქრა და დაგაინტერესა.
    ახალ მისამართზე გადავედი და თუ შემოიხედები, ძალიან გამახარებ😉 http://www.lovegames.station.ge
    პ.ს.
    თავიდან უნდა მოვიშოროთ კითხვა – ვის გავყვეთ? რადგან, საბოლოოდ უნდა დავიჯეროთ რომ ვინმეს გასაყოლად ცხვრები არ ვართ, რომ არ გვჭირდება ბელადი, და ერთადერთი ვისაც უნდა გავყვეთ საკუთარი ტავია, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ.– ეს ნაწილი განსაკუთრებით ემოციური და მიმზიდველია🙂

    Like

    • კი აუცილებლად შემოვალ🙂 ნამყოფი ვარ ისედაც, უბრალოდ არ ვიცოდი თუ ეგ მაგ საიტისი განახლებული ვერსია და ერთი ადამიანის იქნებოდა🙂

      Like

  2. დედაჩემს , დედაჩემის დედას, დედაჩემის დედის დედას და მათ დედებს – არასოდეს ღირსებიათ თავისუფლება, ისეთი როგორიც ჩემს წარმოდგენაშია. “ისინი მხოლოდ ოცნებობდნენ თავისუფლებაზე, რომელიც მათი განმარტებით, რამის არა–იძულებით გაკეთებითა და საკუთარი ნების მოქმედებით შემოიფარგლებოდა.

    საინტერესო პოსტია და საერთოდ ძალიან საინტერესოდ წერ.

    თუმცა ამ ნაწილში არ გეთანხმები და გეტყვი რატომაც… მე ბევრი, ძალიან ბევრი უფროსი თაობის ადამიანი მინახავს ვისთვისაც ტავისუფლება არაფერს ნიშნავს. ვინც დღემდე მისტირის საბჭოთა წარსულს და ვინც ფიქრობს რომ თავისუფლება ზედმეტი თავის ტკივილია. რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, ვინც ოცნებობდა თავისუფლებაზე, მაგრამ მგონი ისინი უმცირესობას წარმოადგენდნენ.

    Like

    • იცი რატომ მისტიროდნენ? იმიტო რო ყველანი ერთნაირები იყვნენ, არანაირი სურვილი არ ქონდათ – ქონოდათ მეტი.

      მისტიროდნენ იმიტო, რო არ მუშაობდნენ და ისე , უმოქმედოდ ყოფნით ფულს აძლევდნენ და ბინებს ურიგებდნენ ვის არ უნდა უშრომელად ცხოვრება? ზუსტად ეგაა, რომ მათთვის ეგ იყოს თავისუფლება. არ შრომობდნენ, იჯდნენ და უყურებდნენ ფეხი–ფეხზე გადადებულები თუ როგორ კვდებოდა ხალხი და იხვრიტებოდნენ ისინი ვისაც თავისუფლება სწყუროდა და ოდნავი პროტესტის გრძნობა გააჩნდა იმდროიუნდელი ცხოვრებისადმი.

      Like

  3. ძალიან მომეწონა შენი სტატია მაგრამ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები.შესაძლოა დღეს საქართველოსჰი ნამდვილად უფრო საღად მოაზროვნე თაობაა.მაგრამ ჩემი აზრით თავისუფლებას თაობა არ განაპირობებს.ადამიანი სულით თავისუფალი უნდა იყოს.შესაძლოა მას არ ქონდეს სიტყვის თავისუფლება ან რამე მაგ დაგვარი მაგრამ სულით თავისუფალი ადამიანი ყოველთვის ეცდება შეიქმნას თავისი პატარა სამყარო სადაც გააკეთებს იმას რაც უნდა და იტყვის იმას რაც უნდა.თავისუფალი ადამიანი ყოველთვის თავისუფალ ადამიანად დარჩება ოღონდ საკითხავია სად შეძლებს ის გააკეთოს ის რაც უნდა.ხოლო რაც შეეხება გარემოების და თაობის მიერ დაჩაგრულ ადამიანებს,რომლებიც სხვების ბრძანებებს ემორჩილებიან.მოდი რა სიმართლე ვთქვათ დღევანდელ თაობაში ყველას შეუძლია გააკეთოს ის რაც უნდა.და თუ ამას არ აკეთებენ ეს მათი უნებისყოფობის ბრალია და არა ეპოქის.და ბოლოს თავისუფლების უფლება ყველას აქ.არჩევანი კი მათზეა.

    Like

    • დამიანი სულით თავისუფალი უნდა იყოს 100% სწორია.
      ”ერთი მონა ოცნებობს თავისუფელბაზე,ერთი თავისუფალი ადამიანი ოცნებობს სიმდიდრეზე, ერთი მდიდარი ადამინი ოცნებობს ძალაზე და ერთ ძლიერი ოცნებობს თავისუფლებაზე”
      აქ რათმაუნდა ძლიერუ სულიერ ძლიერს არ გულისზმობს

      Like

  4. dzalian magaria,kargia roca sakutari azri gagachnia da upro kargia roca amis gamoxatva shegidzlia, roca vigaceebis dadgenil charchoebshi ar cxovrob:)

    Like

  5. რაც მართალია მართალია საკუთრი თავის იმედი უნდა გვქონდე.
    ვეთანხმები მეცნიერების აზრებს რომლები იმ დასკვნამდე მივიდნენ თუ როგორ ადამიანის ფიქრები და ოცნებები ეხებიან სხვა ადამიანების ფიქრებს. დაკვირვებული ვარ რომ როდესაც რამე კარგი იდეა მომივა ხოლმე მორე დღეს ვხედავ სხვაც მაგაზე ლაპარაკობს ან აკეთებს ( არ ვიცი რამდენად დამთხვევაა უბრალოდ ძალიან ბევრჯერ შემთხვევია)
    თუნდაც ამ წუთას რამოდენიმე თვის წინ დავწერე ჩემს დღიურში თავისუფლებაზე ერთი სტატია და ინტერნეტში ვეძებდი სხვადასხვა ცნობილი ადანიანის ფრაზებსი ამ თემაზე და ერთმანეთში ვათავსებდი ( ეს სჰენი სტატია კი უფრო ადრეა დაწერი და შეიძლება შენმა აზრებმაც მიბიძგა ამის გაკეთებაზე)( ხო იცი ერთი ყვავილის რომ მოწყვიტო შენს ბაღში შეიძლება ციდან ”ვარსკვლავი მოწყდეს)
    ერთი სიტყვით იქ დასკვნმდე მინდა რომ მივიდე რომ თითვეული ჩვენგანი ცვლის ქვეყნას და თითვეული ჩვენგანის დაფარული აზრები ზეგავლენას ახდენნენ სხვა ადამიანებზე და მაშინ მე და შენ კი არ შევცვლით სამყაროს არამედ ჩვენ!
    რაც შეეხება ჩემს სტატიას რომელიზეც ზემოთ მოგახსენეთ ამ დასკვნამდე მივედი :
    თუკიდიდეს ნათქვამი ქონდა >”ბედნიერები არიან თავისუფლები და თავისუფლები არიან გამბედავებიო” მერე ერთ-ერთ არისტოტელეს მოთხრობაში წაკითხული მქონდა > ” ახალგაზრდებს მიდრეკილება აქვთ რისხვიზე და იმედებზე , არიან გამბედავები იმიტომ რომ არ ეშინიათ (იმიტომ რომ სისხვა აქვთ) და აქვთ სითამამე იმიტომ რომ აქვთ იმედი”
    აქედან ის დასკვნა გამოვიდა რომ გამბედავები=ახალგაზრდები=თავისუფლები! (*ახალგაზრდა შეიძლება ჩაითვალოს 60 წლის ადამიანი რომელსაც მომავლის იმედი აქვს და ხვალინდელი დღით არ ცხოვრობს , არ ცხოვრობს მოგონებებით და იბრძვის უკეთესობისკენ)
    რას ველოდებით მოდით გავხდეთ თავისუფლები და შევცვალოთ საკუთარი თავები რომ მსოფლიოს შეცვლა შეგვეძლოს…
    ბოდიში ცოტა დიდი გამომივიდა🙂

    Like

    • პირიქით, მადლობა მე უნდა გადაგიხადო ასეთი კომენტარისთვის.
      ადამიანების აზრები ერთმანეთზე ზემოქმედებენ, ნებით თუ უნებურად. მაგ. თუ ჩვენ გარშემო ველებია, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ , შესაძლებელია აზრებიც იყოს უხილავი, რომლებიც ჩვენზე მოახდენენ ზეგავლენას. ამისი ახსნა ცოტა რთულია, მე მითუმეტეს მიჭირს, მაგრამ მიგიხვდი რასაც გულისხმობდი და ძალია საინტერესოა მართლა🙂

      თავისუფლებას რაც შეეხება, სიმამაცე და გამბედაონასთან პირდაპირ კავშირშია. და ალბათ მეც ვეთანხმები იმას, რომ თავისუფლება დიდი ბედნიერებაა. თუმცა განზოგადება არ მიყვარს, ამიტომაც შეიძლება სხვისთვის სულაც სხვა რამ იყოს ბედნიერება, მაგ. ჩაკეტილობა და შეზღუდულობა ტავისუფლების ნაცვლად, ანიჭებდეს ბედნიერებას.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s