რატომ მეფე და არა ირაკლი ჩარკვიანი?

ერთი უბრალო ბიჭი იყო, სახელად ირაკლი ჩარკვიანი. 43 წლის ასაკში კი “მეფობა” გადაწყვიტა , თანაც ისეთ პატარა ქვეყანაში რომელსაც საქართველო ჰქვია და სადაც ასე ძნელი იქნებოდა “მეფობანას თამაში”.

ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, საიმისოდ რომ თავისი ტთავისათვის მეფე ეწოდებინა საკმარისი მიზეზები ქონდა ხოდა გამეფდა. ასე უბრალოდ, მარტივად…

ზოგმა თვითმარქვია უწოდა, ზოგმა ზედმეტად ამბიციური, ზოგმა ისეთი თვისება მიაწერა, როგორიცაა : განდიდების მანია, ზოგმა კი მისი ეს წოდება ვითომდა არასრულფასოვნების კომპლექს დააბრალა.

ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ თავად ირაკლისთვის დაგესვათ ეს კითხვა. ხოდა, ამ მარტივ გამოსავალსაც ასევე მარტივად მიაგნეს და   რამდენიმე თვე ბეჭდური და ელექტრო მედია დაჟინებით ცდილობდა იმის გარკვევას თუ რატომ გამეფდა , არა–მეფური წარმომავლობის ირაკლი ჩარკვიანი, ამ კითხვაზე პასუხი კი უკვე “მეფედ” წოდებულმა თავის რომანში გასცა.

(რაზეც უკვე დავწერე პოსტი)

***

“ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია როგორც მონობა, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებე მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია.”

***

“მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფწეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.”

6 responses to “რატომ მეფე და არა ირაკლი ჩარკვიანი?

  1. მე ირაკლი მისი წიგნის წაკითხვის შემდეგ დავაფასე, ვიდრე მეფობის თუ მომღერლობის პერიოდში და დავრწმუნდი, რომ ადამიანები ბევრად უკეთესები არიან ხოლმე, ვიდრე ამას გამოხატავენ, if you know what I mean.

    Like

    • მივხვდი, რასაც ამბობ და გეთანხმები. მეც წიგნის მერე უფრო დავაფასე როგორც შემოქმედი , რადგან მარტო მუსიკითა და სიმღერით სა–ქარ–თველო_თი ვერ დავაფასებდი… როგორც პიროვნებას კი აქამდეც ვაფასებდი, რადგან ცხოვრების თავისებური გზა აირჩია და პოლიტიკისგან შორს დარჩა მტელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

      Like

  2. მიყვარს ირაკლი როგორც მუსიკოსი, მომღერალი, პოეტი და უბრალოდ ერთი მეამბოხე ქართველი.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s