ვიცუროთ მშვიდად

თხრობას ყველაზე ბანალურ თემაზე –  მეგობრობაზე ვიწყებ…
მართალია სიტყვა ბანალურიც კი ჩემთვის ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ამ ორი ადამიანის შემხედვარე, სიამაყით აღსავსე ვრწმუნდები რომ მეგობრობა მართლა არსებობს.

რატომ ვწერ? იმიტომ რომ ვკითხულობ. ვკითხულობ – ირაკლი ჩარკვიანის “მშვიდ ცურვას”. წიგნს რომელიც უცნაური ფორმის ავტორომანია, წიგნს რომელიც საერთოდ არ გავს წინს, მაგრამ საიცრად გავს ავტორს, ამიტომაც აქ მეორე ფაქტორმა გადაწონა. რა აუცოლებელია წიგნი გავდეს წიგნს , თუ მას აქვს შანსი დაემსგავსოს ცოცხალ ადამიანს?

ავტორმა, პირველად თავის ცხოვრებაში თავს უფლება მისცა მკითხველი საერთოდ არ მოეტყუებინა, ეს გამბედაობა კი მაშინ გაუჩნდა, როცა “მეფედ” ეკურთხა თავის ქვეყანას და მის მეტად ” მრავალფეროვან”  საზოგადოებას.

მისი ცხოვრების რთულ პერიოდში, ერთი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, წიგნის წაკითხვის მაგივრად , თვითონ დაწერა  წიგნი და საკუთარი თავი გაიტაცა სადმე, სადაც მშვიდად დაიწყო ცურვა…

“მივენდოთ იმას რაც მოგვეცა, მშვიდად ვამოძრავოთ კიდურები, ვიცუროთ აუღელვებლად, სხეული ხომ ნავია, ხელები – ნიჩბები, მოვუსვათ ისე, რომ არ შევაწუხოთ ჩვენს გვერდით მოცურავენი, ვიცუროთ მშვიდად და სამყარო თვითონ წაგვიყვანს იქ, სადაც მიდის.”

“მეფემ” რომელიც უკვე ძირიანად დასახლდა ჩემში ამ სახელით, წიგნის პირველ თავში ცხოვრების ეს პერიოდი აღწერა :

“თბილ და აფხაზურად მოლივლივე ტალღების გასწვრივ ვიწექით  მეოცნებენი, ოცი წლის მეგობარი და ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთ–ერთ ჩვენთაგანს თვითმფრინავის გატაცების გამო დახვრეტდნენ, მეორე შალის კაშნეზე ჩამოიხრჩობდა თავს, მესამე კი ანუ მე, ორმოცდაორი წლის ასაკში უკვე მესამედ გარდავიცვლებოდი და ისევ დავბრუნდებოდი უკან და ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მართალი წიგნი დამეწერა თქვენთქვის”


ერთი მეგობარი ირაკლი იყო – ახალგაზრდა, ჭკვიანი, სიმპათიური, ამბიციური…
მეორე კი გეგა კობახიძე – ასევე სიმპათიური, მოუსვენარი, განსხვავებული, თავდაჯერებული და მეოცნებე.ორივე იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი, მკვირცხლი, გამჭრიახი გონებით, ბრბოს წინააღმმდეგ დაურიდებლობით და სიმამაცით სავსე. ალბათ ეს იყო ის – რაც ამ ორ ადამიანს აერთიანებდა, ის რითიც მათ შეძლეს დღევანდელი თაობებისთვის და იმედი მაქვს მომავლისთვისაც თავი დაემახსოვრებინათ. იცხოვრეს ტავიანთი ეპოქით და ბევრი რამ დატოვეს სამმარადისოდ.

ირაკლი  ჩარკვიანმა,  რომანში დაწერა:”ერთი რაც თამამად შემიძლია ვთქვა, ისაა რომ ვიცი, რას ნიშნავს  მეგობრობა, ისიც ვიცი, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა დროსა დასივრცეს არ ექვემდებარებაო.”

თვითმფრინავის გატაცების და შემდგომში დატრიალებული ამბების შემდეგ, რაც ალბათ ყველას გეცოდინებათ,  ირაკლი კოცნიდა ოდესღაც ყველაზე უფრო საყვარელი ადამიანის გაყინულ შუბლს.

შემდგომში კი უკვე “მეფედ” წოდებული ირაკლი “თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი გეგა კობახიძე” ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს სიზმრებში, და ეძებდნენ ბინისთვის საჭირო ფართს, სადაც ნორმალურად, მარტო იცხოვრებდნენ, გეგა დახატავდა, ყოველ საღამოს შეხვდებოდნენ მეგობრებს,  ილაპარაკებდნენ გოგოებსა და ხელოვნებაზე, ერთად გააბოლებდნენ  და ყველაფერ ამის კეთებაში ღამეები შემოათანედებოდათ.

***

ირაკლი იღვიძებდა და ხვდებოდა რომ მოშორებული იყო იმას, რასაც , მთელი სიცოცხლე ეტრფოდა.

მერე გვითხრა :”თვითგანადგურების სურვილი ზოგს გვიან უჩნდება ზოგს ადრეო. ნიჭიერ ადამიანს (რომლებშიც ალბათ გეგას გულისხმობდა) მალე მობეზრდა ერთ განზომილებაში ყოფნა და საკუთარი ინიციატივით დატოვა ის წარმოდენა, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით.”

მისმა გმირმა ყველაფერი ნახა, რისი ნახვაც და შეგრძნებაც შეიძლებოდა, სიბერის გარდა, რომელიც მას არ აინტერესებდა ისევე როგორც ფული. ამიტომ გადაწყვიტა ორას ადამიანთან ერთად ჰაერში აფეთქებულიყო.

გეგა ცხოვრებას გამოემშვიდობა რადგან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო ცურვა– ეს მცდელობა კი უშედეგო აღმოჩნდა.

ირაკლიმ, კი იცურა მშვიდად, და დაგვიტოვა “სიტყვა მეფისა და ერთისა”.

ამ ორი ადამიანის მეგობრობის ისტორია  მაგალითია  ჩვენი თაობებისათვის, თვითონ ეს ადამიანები კი, გმირებად დარჩნენ ჩვენთვის.

“ჭეშმარიტი გმირობა ხომ გმირობაზე უარის თქმაა” თქვენი მეფე…

26 responses to “ვიცუროთ მშვიდად

  1. momewona dzann… irakli ki unichieresiia da megobroba martla esmoda albat sul sxvanairad da ara ise rogorc dgevandeli sazogadoebis 95 % igebs :((

    Like

  2. ra kargia wignebze ro wer miyvars eseTi blogebi bllogrolSic Cagimat e🙂 ramdenime wigni ukve moviniSne sayidlad. ase gaagrZele🙂

    Like

    • მადლობ🙂 კი აუცილებლად გავაგრძელებ და შეძლებისდაგვარად რეკომენდაციებსაც გაგიწევ : ))

      Like

  3. Gagitvaliswinebiaa ccemi azrebi .. :))) (Pontan dakavshirebit)
    Nichieri xartkoo da momewonatko agar davwer, ar mitvars rom vmeordebi.. (Ui, ukve davwere? :D:D) Maseaa da ra vknaa ! :*

    Like

  4. wignma xom gadamria da gamagija da postma xom saertod!!!!

    dzalian momewona wigni arada ar miyvarda mefe arasodes.. dzalian saintereso nawarmoebia..da ra cudia rom gagrdzlebebis dawera ar dascalda

    Like

    • მადლობ ასეთი შეფასებისთვის❤

      ხო, მაგაზე მეც დამწყდა გული…ტრილოგიის დაწერას აპირებდა და ვინ დააცალა, მაგრამ რაც დაგვიტოვა ისიც საკმარისია რომ მაგ ადამიანში ბევრი რამე დავაფასოთ:ცალკე ნიჭი, ცალკე პიროვნება და ცალკე აღებული მთლიანად❤

      Like

  5. კარგი იყო.. თუმცა მხოლოდ გეგაზე და ჩარკვიანზე რომ გაამახვილე ყურადღება, ირაკლი კოსტავამ რა დაგიშავა? :))

    ისიც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო,.
    სწორედ ის მესამე, რომელმაც “შალის კაშნით” ჩაოიხრჩო თავი და რადგან ძალიან მაღაილ იყო, ფეხები მოხარა , რომ იატაკს არ მსწვდენოდა…
    🙂
    კარგი პოსტია

    Like

    • არაფერი არ დაუშავებია : )) უბრალოდ დიდი ზემოქმედება გეგასა და ირაკლის ურთიერთობამ მოახდინა და ყურადღება მაგაზე გავამახვილე, თორე ნახსენები ირაკლი კოსტავაც მყავს🙂

      Like

  6. ra kargia… miyvars es ori adamiani, da mec minda aseti boboqari megobroba… arvici es sityva ramdenad gamoxatavs imas, rasac me vgulisxmob, magram asea…

    Like

  7. zaliann kargi postia, miuxedavad imisa rom irakli charkvianze sxva carmodgena mqonda(mxolod carmodgena radgac ar vicnob mis proza-poezias ) zalian momecona da gadavcyvite gavecno, shen ki zalian lamazad da gasagebad gaq axsnili, madlob amistvis.

    Like

  8. ჩემი უსაყვარლესი წიგნი “ჯინსების თაობა” და საერთოდ ეს რეალური ადამიანები ხომ❤

    Like

  9. Pingback: ვიცუროთ მშვიდად | Summer of Love·

  10. Pingback: რატომ "მეფე" და არა ირაკლი ჩარკვიანი? | Notes of Summer·

  11. Pingback: რატომ მეფე და არა ირაკლი ჩარკვიანი? | Notes of Summer·

  12. საინტერესო პოსტია : ) ირაკლი, გეგა და ირაკლი ჩემთვის საინტერესო პიროვნებები არიან – ნაცრისფერი საბჭოთა სინამდვილიდან ამოვარდნილი, განსხვავებული, ჯინსებისა და “Pink floyd”-ის მოყვარული ახალგაზრდები.

    Like

  13. მეგონა ყველა პოსტი მქონდა შენს ბლოგზე წაკითხული.. აი ეს გამომრჩენია. ვგიჟდები ირაკლი ჩარკვიანზე და ძაალიანნნ მინდა ეს წიგნი წავიკითხო, აუცილებალად ვიშოვი სადმე… როგორც ყოველთვის ძალიან კარგი პოსტია… ❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s