წარმატება 6 ლარად

***

–გამარჯობათ, ეს წიგნი რა ღირს?

–10 ლარი. ცოტას დაგიკლებთ.

–მაინც რამდენს?

–რავიცი გენაცვალე, შენ რამდენი გაქვს, მითხარი?

–6

–კარგი, აიღე.

***

ასე დამთავრდა დიალოგი ჩემსა და წიგნის გამყიდველს შორის, რომელიც რუსთაველზე “პაძემკასთან” გამოსაჩენ ადგილას ყიდდა წიგნს სახელად “იფიქრე და გამდიდრდი“.  ვერ ვიტყვი წიგნის გაფორმება მომეწონა ან ხარისხმა მიმიზიდა თქო, მაგრამ სათაურის ქვეტექსტი “საქმიანი ადამიანის სამაგიდო წიგნი” კი ნამდვილად მომხვდა თვალში.

იქვე შენიშნავთ ფრაზას – გნებავთ მიაღწიოთ წარმატებას? ეს წიგნი თქვენთვისაა!

ზოგჯერ ხუმრობით, ვამბობ ხოლმე – ვგრძნობ ნათელი მომავალი მაქვს–მეთქი”. არვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ის რომ მის შესაქმნელად ბევრის გაკეთებას ვაპირებ ეს ფაქტია. არ დავიწყებ ჩამოთვლას რა მიზნები მიტრიალებს თავში , რადგან მათი რაოდენობა არც ისე ცოტაა, მითუმეტეს რომ დალაგებული ჯერ არცერთი მიზანი არ მაქვს. მაგრამ მაქვს მთავარი – დრო  და ის ძალიან აუცილებელი თვისება რასაც მონდომება ჰქვია.

ვიყიდე წიგნი, გადავაბრუნე და წავიკითხე – “წიგნი დაწერილია 500 ყველაზე წარმატებული ადამიანის ინტერვიუს საფუძველზე. როგორ გამოვიმუშავოთ აზროვნების ჩვევა წარმატებების კატეგორიებით, გვიამბობს ავტორი თავის წიგნში, რომელმაც 42 გამოცემა გამოიარა.

ეს წიგნი კი დღეს ჩემს ხელშია და  მაგიდაზე საპატიო ადგილსაც იკავებს.

იქამდე კი სანამ მას მთლიანად გავეცნობი მინდა ავტორის მიერ დაწერილი წარმატებული ადამიანი გაგაცნოთ🙂

რას ნიშნავს იყო წარმატებული?

“…იცინო ხშირად და დიდი სიამოვნებით,

მოიპოვო ინტელექტუალურ ადამიანთა პატივისცემა და უბრალო ადამიანთა სიყვარული,

მიაღწიო სამართლიან შეფასებას ობიექტურ კრიტიკოსთა მხრიდან, გაუძლო ცრუ მეგობართა ღალატს.

აფასებდე მშვენიერს და პოულობდე ადამიანებში საუკეტესო თვისებებს.

თავი მიუძღვნა ღირსეულ საქმეებს,

დატოვო სამყარო შენს შემდეგ თუნდაც მცირედით უკეთესი, გაზარდო ჯანმრთელი მემკვიდრე, გააშენო და მოუარო ბაღს.

შექმნა რაიმე კარგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში,

იცოდე, რომ თუნდაც ერთ ცოცხალ არსებას დედამიწაზე გაუადვილდა სუნთქვა, სწორედ იმიტომ, რომ შენ მასზე იცხოვრე.

აი, რას ნიშნავს იყო წარმატებული.

თქვენ ხელში გიჭირავთ მთელს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სასწაულმოქმედი წიგნი.”

7 responses to “წარმატება 6 ლარად

    • საინტერესო აზრი გამოთქვი, ისეთი რომ ძალიან დამაფიქრა. ალბათ თავის მოკვლას ორი მხარე აქვს, ერთი რეალური , ცოდვით დამძიმებული და უბრალოდ ის რაც არ უნდა გააკეთო და მეორე ის რომ საუცხოოა, ის რაც შენ დაინახე და ამ წუთას მეც დავინახე, ოღონდ ჯერ მკვეთრად ვერა🙂

      Like

  1. 1.ცოდვით დამძიმებული? რაღაც არ მგონია, ადამიანებმა იმიტომ მოიგონეს ღმერთი, რომ თავი არ მოეკლათ.

    Like

  2. კერტის ჩონგი
    რატომ ვერ გახდება ღმერთი დოქტორი
    1) აქვს მხოლოდ ერთი მთავარი ნაშრომი
    2) ნაშრომი დაწერილია ებრაულად
    3) არ აქვს მითითებული წყაროები
    4) ნაშრომი არ გამოქვეყნებულა რეცენზირებად ჟურნალში
    5) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი საერთოდ არაა ამ ნაშრომის ავტორი
    6) შესაძლოა მართალია, რომ მან სამყარო შექმნა, მაგრამ რა გააკეთა ამის მერე?
    7) მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები მეტად შეზღუდულია
    8) სამეცნიერო საზოგადოება დიდ სირთულეებს აწყდება, მის მიერ მიღებული შედეგების გამეორების ცდის დროს.
    9) მას არასოდეს მიუმართავს ეთიკური საბჭოსთვის ცოცხალი არსებების გამოყენების ნებართვის შესახებ.
    10) როდესაც ერთი ექსპერიმენტი არასწორად ჩატარდა, მან მისი მიჩქმალვა ექსპერიმენტის მონაწილეთა დახრჩობით სცადა.
    11) ის იშვიათად ჩნდებოდა აუდიტორიაში. სტუდენტებს მხოლოდ ნაშრომის წაკითხვას ურჩევდა.
    12) ამბობენ, რომ მასწავლებლად თავისი შვილი დანიშნა
    13) თავისი პირველი 2 სტუდენტი სწავლის გამო გარიცხა
    14) იმის მიუხედავად, რომ სულ 10 მოთხოვნა ჰქონდა, მისი სტუდენტების უმრავლესობა ჩაიჭრა
    15) მასთან მიღება ხდება მეტად სპონტანურად და ისიც ძირითადად მთის მწვერვალზე.
    16) არ გააჩნია კოლეგებთან მუშაობის გამოცდილება.

    Like

  3. ნაპოლეონ ჰილი.. ბევრი სხვა კარგი წიგნიც აქვს, მაგრამ ”იფიქრე და გამდიდრდი” ..მმ ♥ უბრალოდ ამ თეორიას პრაქტიკაში ცოტა გაატარებს

    Like

  4. ჰოდა, ვინც გაატარებს, წარმატებულიც ის გახდება🙂 ამისი სტატისტიკაც არსებობს, სხვათაშორის : 100-დან 5🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s