ცხოვრება წიგნებში

შვიდი გარემოა…

ჰაერში წიგნის სუნი ირევა…

ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივებს დიდი, მწვანე ფოთლები ფარავს…

ჭერი ოქროსფრადაა მოხატული…

ჩამოგრძელებული, ძველებური ჭაღების გასწვრივ ორმოციოდე ადამიანი შემოსხდომია მაგიდას და წიგნის კითხვითაა გატაცებული.

ეს პატარა ოჯახი საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველოში ცხოვრობს. იმ ოთხ კედელს შუა, რომელთაგანაც თითოეული უდიდეს ისტორიას იტევს.

საათი, რომელიც წიგნის კითხვაში შეუმჩნევლად გასულ დროს გვიჩვენებს და ილიას ნახატი, რომელიც რაღაცნაირად ამ უდიდესი მწერლის ფიქრებს გვიზიარებს და გვეუბნება: „ გონიერი კაცი იგივე წიგნიაო“ აქაური სამკითხველო გარემოსთვის დამახასიათებელი ნივთებია.

ბიბლიოთეკაში ხომ თითოეულ ნივთსა და დეტალს თავისი ისტორია აქვს. მათ თავიანთი არსებობის მანძილზე დიდ ზეწოლას გაუძლეს და ამისდა მიუხედავად, დღეს ჩვენთან არიან, იმისთვის რომ წიგნებსა და ადამიანებს შორის თვალით უხილავი კონტაქტი დაამყარონ და რომ ადამიანმა შეიყვაროს წიგნი, როგორც თავისი საუკეთესო მეგობარი.აქ მყოფი თითოეული ადამიანის გონება ახლა კითხვაშია გართული. გაფაციცებული თვალებითა და დაბნეული მზერით, დაღლილი გამომეტყველებითა და ხელზე ჩამობჯენილი თავებით, ისინი ცდილობენ ცოტა ხნით მაინც მოწყდნენ ცხოვრების მწარე რეალობას და გადაეშვან სულ სხვა სამყაროში.

გარშემომყოფთაგან ყველა განსხვავებულია…

მძიმე წარსულით თუ ლაღი ბავშვობით, ძლივს–ძლივობით შეგროვებული ფულით თუ დიდი დანაზოგით, მხრებზე ჩამოყრილი ოქროსფერი კულულებითა თუ მუქი წვერ–ულვაშით.

აქ ნახავთ ყველას…

მოხუცს თუ ახალგაზრდას, მხარბეჭიანს თუ წვრილს, თხელს თუ მოდიდოს.

სიტყვები არ გეყოფათ მათი აღწერისთვის: ამაყი, უყურადღებო, ჩაფიქრიანებული…

მაგრამ, არის რაღაც რაც ყველა აქ ყოფ ადამიანს აერთიანებს და ეს, წიგნის სიყვარულია.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ წიგნზე შეყვარებული, წინასწარ გილოცავთ, თქვენ წინ დიდი სიამოვნება გელით…

10 responses to “ცხოვრება წიგნებში

  1. როგორ მინდა მთელი ბიბლიოთეკა მქონდეს.. დამსვა იქ და მხოლოდ მაკითხა,გონებაც და სხეულიც რა მაგრად დაისვენებდა,ამ სიწყნარეში მარტო მე და წიგნები ♥

    Like

  2. დილიდან საღამომდე მაქ ვიყავი, მაგრამ რაღაც გული ამიცრუვდა…

    Like

  3. მეც მიყვარს..წიგნებიც..წიგნის სუნიც..ძველი..გაცრეცილი წიგნების სუნი..ბიბლიოთეკაც და თიტოეული ადამიანიც ვინც აქ დადის…ასე მგონია თითოეული მათგანი საინტერესო წიგნია…

    Like

  4. wignebi ubralod miyvars, lola pirdapir magijeb am namushevrebit.. ukve amitace shen.
    axla wignebze getyvi isini zalian miyvars gansakutrebit shennairi xalxis wignebi. titoeuli adamiani wignia da misi cxovreba istoria romelic mis furclebze weria. kitxva zalian miyvars magram metad mati moyolili msiamovnebs. kidev da kidev magari xar

    Like

    • მომავალში თუ შევძლებ წიგნსაც დავწერ, ოღონდ ნამდვილს : ) იქამდე კი ამ მცირედის კითხვა თუ გაგახარებთ ძალიან მადლობელი ვიქნები : )

      Like

  5. მე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა,ვფიქრობ, საუბრიდან გამომდინარე შენც გეყვარება.წიგნი ჩემი საუკეთესო მეგობარია.მომწონს,ძალიან კარგად წერ : )

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s