ჩემი მექანიკური ფორთოხალი

გაგონილი ყოველთვის მქონდა.

ადრე გადავწყვიტე ყურება, ფილმიც გადმოვწერე. მაგრამ  არ მომეწონა. ვახვევდი და ვახვევდი, ბოლოს გადახვევაც რომ მომბეზრდა გამოვრთე და ვიფიქრე არ ყოფილა საჩემო–თქო. ან კი როგორ იქნებოდა, როცა რამდენიმე წლის წინ ვუყურე, მაშინ კი ვერ გავიგებდი.

მერე წიგნის ელ. ვერსია გადმოვიწერე, იქნება და წიგნმა დამაინტერესოს–მეთქი, მაგრამ ერთი ორი გვერდის მერე რომ ვერ ჩამითრია გავანებე თავი, ესეც ადრე იყო.

ეს დღეები სულ ვგეგმავდი ამ წიგნის წაკითხვას, თითქოს ვგრძნობდი რომ ძალიან მომეწონებოდა. მაგრამ სახლში არ აღმომაჩნდა, მერე პარნასის გვერდზე შევედი და აღმოჩნდა რომ ძალიან იაფად მიმიწვდებოდა ხელი, დღეს უნდა მეყიდა. მაგრამ მაინც რომ ვერ მოვითმინე გუშინ ღამე ჩავუჯექი ელექტრონულ ვერსიას და ყველანაირი თვალების მოტყდომისა და გაშტერების გარეშე წავიკითხა, დიახ, ერთი ამოსუნთქვით. მართლა იმდენად დამაინტერესა რომ ვერ ვხვდებოდი დროის გასვლას, კითხვა რომ დავამთავრე მერეღა მივხვდი უი რამდენი დრო გასულა–მეთქი და ისიც შევამჩნიე რო ცოტათი მეძინებოდა კიდეც🙂

ჩემი წარმოდგენები “მექანიკურ ფორთოხალზე” ძალიან შეიცვალა. ჯერ იმიტომ რომ სათაურის არსს ჩავწვდი🙂 აქამდე ძალიან მეუცნაურებოდა, ვფიქრობდი ასეთი სისულელე საიდან მოიტანა–მეთქი, ახლა კი პირიქით ძალიან მომწონს . თუ რატომ ქვია წიგნს “მექანიკური ფორთოხალი” ამის მიზეზს თვითონ წაკითხვისას აღმოაჩენთ.

არსებობს ,,მექანიკური ფორთოხლის” 2 ქართული გამოცემა. 90-იანი წლებისა და 2003-ის.  მე რომელიც წავიკითხე, თუ არ ვცდები გია ჭუმბურიძის მიერ იყო ნათარგმნი. თავიდანვე ვიფიქრე რა მაგარი ნათარგმნია–მეთქი. ძალიან გასაგებად , ქართული “ჟარგონებით” გაჯერებული, სლენგით დაწერილი.

ტექსტში ხშირად მეორდება სიტყვები : “ვშვებით რამეს?”🙂 ამაზე ძალიან ჩამეღიმა, ეგრევე მე და ჩემი დაქალების სიტყვები გამახსენდა, ერთმანეთს რომ მივმართავთ ხოლმე, ჰა, ვშვებით რამეს? რა ვქნათ? ვქნათ რამე? და ა.შ

შინაარსი თუ არ იცით, გეტყვით. და ალბათ ერთი ორჯერ დაგაინტერესებთ რადგან სიუჟეტი მართლა ძალიან ჩამთრევია. მწერალი მოყოლას იწყებს 4 ძმაკაცის ცხოვრების აღწერით. ერთერთი მათგანი არის ალეკსი, რომელიც წიგნის მთავარი გმირია. ისინი ღამის ცხოვრებით ცხოვრობენ. ქურდობენ, ყაჩაღობენ, ცემენ “აჩკარიკა ბებრებს” როგორც ისინი წიგნში არიან მოხსენიებულნი, შედიდან სხვების სახლებში, აუპატიურებენ და ა.შ  მოკლე ამითი ერთობიან, და იღებენ მაქსიმალურ სიამოვნებას. ერთ ასეთ ღამესაც, აღმოჩნდება რომ ალეკსი თავისი ძმაკაცებისგან გამოირიყა , ანდაც გამორიყეს და ციხეში აღმოჩნდა. მიუსჯიან 14 წელს, მაგრამ ორი წლის შემდეგ გამოათავისუფლებენ იმ მიზნით რომ უნდა “გამოასწორონ”. ეს არის ახალი მეთოდი, რომელსაც “ლუდოვიკოს მეთოდი” ქვია და რომლის, გავლის შემდეგაც ადამიანს აღარ უნდება ცუდის ჩადენა, მითუმეტეს ალეკსისნაირ ხულიგანს, რომელსაც საშუალება ეძლევა დაიწყოს ახალი ცხოვრება და სოწრ გზაზე დადგეს.

წაკითხვის შემდეგ, აღმოვაჩენთ რომ “ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით უფრო მაინც ახლოა ღმერთთან, ვიდრე ის ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყენებენ?!”

მე პირადად, ისე მოვიხიბლე ამ წიგნით რომ Facebookze ფეიჯიც გავუხსენი (მექანიკური ფორთოხლის გვერდი) შეგიძლიათ გაწევრიანდეთ : ) მანდვე დევს წიგნის ელექტრონული ვერსიაც და მისი ეკრანიზაციის ლინკიც, მაგრამ  გირჩევთ ჯერ წიგნი წაიკითხოთ : )

15 responses to “ჩემი მექანიკური ფორთოხალი

  1. მექანიკური ფორთოხალი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩემმა შეყვარებულმა მათხოვა ადრე ეს წიგნი და რომ წავიკითხე ბევრი ვილაპარაკეთ ნაწარმოებზე. ხოდა რაღაცა კარგი ემოციები მაკავშირებს გარდა თვითონ წაკითხვისგან მიღებული ემოციებისა🙂

    Like

  2. მე წიგნი უფრო მომეწონა ვიდრე ფილმი
    ძალიან საინტერესო წიგნია, ბევრს ვურჩევ მაგრამ საყვარელი ნამდვილად არარის.
    წიგნი რომ სემიყვარდეს პერსონაჟი უნდა მყავდეს იქიდან გამორჩეული :> აქ კი ძირითადად ყველა ბოროტუნა :> ეგეთები არმიყვარს😀

    Like

  3. es wigni kiarada el-wigni didi xania gadmowerili maqvs magram ragac kitxvas ver davude tavi. arada bevrma mirchia da kargi reviuebic aqvs. uaxlos momavalshi daviwyeb kitxvs, biolo fraza momewona ras giweria wignidan🙂

    Like

  4. წიგნი უძლიერესია, ფილმი არ მაქვს ნანახი. ბევრჯერ მაქვს წაკითხული. მოზარდობის პერიოდში შიგ გადმოცემული ძალადობა მხიბლავდა. სულ არ მჭირდებოდა გაგება და ტვინის დატანება, დაკა-დაკა, იარაღის ტრიალი ხომ იყო და თხრობის მიმზიდველი სტილი. პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად ბნელო მომწონდა🙂 მერე შემეცვალა აზროვნება და მსოფლხედველობა, მაგრამ ეს წიგნი მაინც ძალიან მომწონს. ფილმი ღირს ყურებად? არ წამიხდენს შთაბეჭდილებას? ეს სურათები საიდანაა?

    Like

    • ჰაჰა :)) როგორც ჩანს მე სულ სხვა რამ დავინახე წიგნში მოსაწონი შენ კი სულ სხვა. ფილმი ძალიან ძველი გადაღებულია, მაგრამ მგონი ღირს ყურებად, რომ არ გქონდეს წაკითხული უაზროდ მოგეჩვენებოდა.

      ეს სურათები კი ვოგისაა, რამდენიმე სურათი გადაირეს ვითომ ტანამედროვე მექანიკური ფორთოხლის პერსონაჟები, და “ძაან ფეშენ” ჟურნალში დაბეჭდეს : )) თორე ფილმი ძალიან უხარისხოა…

      Like

  5. მე ვფიქრობ, რომ ეკრანიზაცია ძალიან მაგარია. იმ დროს, როცა ეს გადაიღეს მომავლის ილუზიის შექმნა საკმაოდ რთული იყო და კუბრიკმა ეს მაინც მოახერხა. ბარის დეკორაციებს დააკვირდით თუნდაც..
    ეს წიგნი 16 წლისამ რომ წავიკითხე, მერე აღარ გადამიხედავს. პირდაპირ ინგლისურად წავიკითხე და კარგა ხანს გამყვა აღფრთოვანება.რაც შეეხება ქართულ ვარიანტს, გაგონილი მაქვს 2 აზრი: რომ ან საოცრად მაგარია, ან ძალიან სუსტი. მოკლედ, უნდა გადავამოწმო ოდესმე.
    შენ ადგილას ამ წიგნის მერე ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”-ს წავიკითხავდი : )

    Like

    • ხო, იმდროისთვის კინემატოგრაფიის დონეს თუ გავითვალისწინებთ მართლა შედევრი უნდა ყოფილიყო. “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ფილმი მაქვს ნანახი, და ღირს წიგნის წაკითხვაც? მგონია რომ რადგან დასასრული ვიცი ისეთი შთაბეჭდილება აღარ დამრჩება როგორც პირველად წაკითხვის😦

      Like

      • მეც ჯერ ფილმი ვნახე და მერე წავიკითხე. და ძალიან მომეწონა მაინც. სიახლის განცდა ნამდვილად გექნება. წიგნში ყველაფერს ის ინდიელი ყვება, რომელიც ფილმში საერთოდ არ იღებს ხმას… : ) ჰოდა, ღირს მოკლედ..

        Like

      • ფილმი აბსოლუტურად განსხვავებულია. წიგნთან ახლოსაც ვერ მივა.

        Like

  6. აი მე კი დიდად არ აღუფრთოვანებივარ ამ წიგნს:/ ფილმის ყურება რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ვერ ვუყურე ბოლომდე.

    Like

  7. წიგნიც კარგია და ფილმიც, მაგრამ “გუგულის ბუდის” და მაკმერფის შემდეგ ალექსმა და “მექანიკურმა ფორთოხალმა” ისეთი შთაბეჭდილება აღარ დამიტოვა.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s