ჯადოსნური ნივთები

პატარაობაში ხშირად მიფიქრია ჯადოსნური ნივთების არსებობაზე. ვცდილობდი ყველა ჩემ საყვარელ ნივთში რაღაც ჯადოსნურობა მეპოვნა. ვეძებდი, ვეძებდი და ბოლოს ჩემ თავსვე ვაჯერებდი რომ ყველაფერი ჩემს გარშემო ჯადოსნური იყო, უბრალოდ საჭირო იყო მათში ამომეცნო ჯადოსნურობა, ის რასაც სხვა ვერ ამჩნევდა.

ახლა, წამოვიზარდე და გაურკვეველი წარმოშობის ნივთებში ჯადოსნურობას ვეღარ ვხედავ, მაგრამ სადღაც გულში მაინც მჯერა რომ ისევე როგორც ყველა ადამიანს მეც მაქვს ისეთი ჯადოსნური ნივთები რომლებსაც სხვა ვერ ხედავს, ან ხედავს, მაგრამ მხოლოდ გარედან.

ამას წინათ, აკა მორჩილაძის ერთ–ერთ მოთხრობას წავაწყდი, რომელშიც მწერლის მიერ ნაპოვნი ჯადოსნური ქვეყნის, სიტყვებისა და ნივთების შესახებაა მოთხრობილი. ტექსტი გადავიკითხე, ძალიან ლამაზად იკითხება, და კითხვას რომ მოვრჩი დავრწმუნდი რომ ჯადოსნური ნივთები მართლაც არსებობს. მხოლოდ მათი მოძებნა დამრჩა საჭირო : )

პს. აკა მორჩილაძე ჯადოსნური ნივთები

6 responses to “ჯადოსნური ნივთები

  1. მეც მინდა ჯადოსნური ნივთები🙂

    მაგ მოთხრობას წავიკითხავ,დამაინტერესა : )

    Like

  2. მეც მაქვს წაკითხული აკა მორჩილაძის “ჯადოსნური ნივთები”..კედევ რომელი მოთხრობა გაქვს წაკითხული მორჩილაძის? : ))

    Like

    • კიდევ მაქვს წაკითხული “რაღაცეები ჰემინგუეის შესახებ” და რამდენიმე ესსე, სახელები ზუსტად არ მახსოვს : )

      Like

      • “ქალაქის მელიები” მომეწონა მაგრად… : ))

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s