ის რაც არის

ადრე ვწერდი ადამიანების ნაკლები შემიყვარდა–მეთქი (იხ.პოსტი) და ასეცაა. ის თვისებები რისი შეცვლაც მინდოდა ხოლმე და ვამბობდი ეს თვისება რომ არა ეს ადამიანი ზუსტად ისეთი იქნებოდა მე როგორიც მინდა მეთქი, დღეს შემიყვარდა და სულაც არ ვფიქრობ რომ მათი არარსებობით მე ბედნიერი ვიქნებოდი. ვფიქრობ რომ მე ისინი ასეთები მიყვარან და უნდა მივიღო ისეთებად როგორებიც არიან, და არა ისეთებად როგორებიც მე მინდა რომ იყვნენ.

ცოტა ზოგადად რომ შევხედოთ თემას, შეხედულებები ბევრ რამეზე შემეცვალა. მაგალითად ვფიქრობ რომ უბრალოდ არაფერი ხდება ცხოვრებაში, და რომ თუ მოხდა და ასეა, ესეიგი ასე იყო საჭირო.  ამისმა ფიქრმა ყველაზე ცოტა, სიმშვიდე და სიხარულის გრძნობა მომიტანა.

დღეს, როცა ყველაფერი ისე არ მიდის როგორც მე მინდა და ჩემი გეგმები ცოტათი იცვლება, აღარ ვვარდები სასოწარკვეთაში. 15 წლის განმავლობაში ცოტა ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე, “ჩავარდნებმა” ბევრი კარგი მომიტანა და მათ გარეშე შეიძლება არც ვყოფილიყავი “ისეთი როგორიც დღეს ვარ”.

მართალია წარსულს რომ გადავხედავ, ბევრ რამეს ვნანობ და მათი შეცვლა მინდა, მაგრამ ბოლოს რომ ვუფიქრდები იქნებ არ ღირდეს ყველაფერ ამაზე წუხილი? იქნებ ჯობია, უბრალოდ შევეუგოთ იმას რაც მოხდა, იმას რასაც ვეღარ შევცვლით, ნუღარ დავიწყებთ წარსულში ქექვას და ვიცხოვროთ დღევანდელი ცხოვრებით.

დღეს, ისევე როგორც ყველა ადამიანს მეც მაქვს ჩემი პრობლემები. მაგრამ, ვთვლი რომ პრობლემის გარეშე ვერ დავაფასებთ მათ არარსებობას. ვფიქრობ, რომ იდეალური ცხოვრება არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაშია . ვფიქრობ, რომ არსებობის მთავარი ღირებულება თვითონ ცხოვრებაა, ცხოვრება ყველა თავისი გამოვლინებით, საჩუქრებითა და დარტყმებით.

ფოტოები განწყობისთვის


2 responses to “ის რაც არის

  1. მომწონს შენი ბლოგი, ფერები და ფოტოები, კარგი განწყობა აქვს🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s