Summer has come…

ყველა პოსტის იდეა თავისდა უნებურად მოდის. წინასწარ(თითქმის) არასდროს ვგეგმავ რაზე  და რა უნდა დავწერო. ალბათ იმიტომ რომ ჩემი პოსტები უფრო ცხოვრებისეული და “ჩემეულია”.  მივუჯდები კომპიუტერის მაგიდას, გავხსნი ახალ პოსტს და რაზეც მეწერინება –ვწერ… შესაბამის სურათებს კი შემდეგ ვარჩევ ხოლმე, ჩემი აურაცხელი ფოტოგალერეებიდან…

მაგრამ რამდენიმე დღეა ჩვეული ბლოგერული ტრადიცია დავარღვიე და პოსტიც წინასწარ მოვიფიქრე. რადგან რამდენიმე დღეა რაც სკოლა დამთავრდა და ზაფხულის ციებ–ცხელებაც დაიწყო მინდოდა შემაჯამებელი პოსტი დამეწერა, თან გამახსენდა რომ ფოტოებიც მქონდა საზაფხულო განწყობისთვის (შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ მათ გარეშე შესაბამისი ემოცია და მუზა არ მომდის ხოლმე) , გავიდა 1 დღე, 2 დღე, 3 დღე… მაგრამ არ ვწერდი, რადგან წვიმდა და სულ სხვანაირ წერის ხასიათზე ვიყავი. უფრო რომანტიკული, დამაფიქრებელი, ჩემი…

მგონი, წვიმა ჩემს ჯინაზე იქცევა ასე. მე კი გადავწყვიტე მის ჯინაზე მაინც დავწერო საზაფხულო პოსტი , რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიბადა ჩემს ჩანაფიქრებში.

სანამ დადგებოდა ზაფხული….

  • გადავედი ახალ სკოლაში
  • შევიძინე ახალი მეგობრები, მათ შორის რამდენიმე ძალიან ახლო
  • ასე თუ ისე შევიცვალე იმიჯი და ჩაცმის სტილი
  • შემიყვარდა ქართულის მასწავლებელი (და მისი დამსახურებით ვეფხისტყაოსანიც)
  • მოვუმატე სწავლას (ასეთუისე🙂
  • შემიყვარდა წიგნები
  • სიარული დავიწყე ბიბლიოთეკაში
  • აღარ ვაცდენდი გაკვეთილებს
  • აღარ ვარ აგრესიული
  • ოჯახში პრობლემები მოვაგვარე
  • სერიოზულად დავფიქრდი მომავალზე
  • გავხდი ცოტათი უფრო ამბიციური, ჭკვიანი და თავდაჯერებული.
  • დამეძაბა ურთიერთობა უახლოეს დაქალთან
  • ჩემი თავი უფრო “შევიცანი”
  • დროს უაზროდ აღარ ვფლანგავ
  • შევქმენი ბლოგი (ვაშა ა ა🙂

ახლა კი დადგა ზაფხული… ეს არც თუ ისე ცოტას ნიშნავს, დამეთანხმებით : ) რადგან ზაფხულში ყველანი ვიცვლებით (მითუმეტეს ჩემს ასაკში), ვიზრდებით (როგორც ფიზიკურად ისე სულიერად), ხშირად ვხდებით შეყვარებული🙂 და მოკლედ რომ ვთქვათ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ.

ამა წლის ზაფხულისთის , გეგმები არცთუისე ბევრი მაქვს, უბრალოდ ვიცი მიახლოებით ამინც სად ვაპირებ წასვლას და დასვენებას და ვისთან ერთად. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს , მითუმეტეს რომ არ მიყვარს წინასწარ ყოველი დღისა და წუთის დაგეგმა. ცხოვრება ასე უფორ გაცილებით საინტერესო ჩანს.

ერთი კი ვიცი, რომ ამ ზაფხულის არდადეგების დამთავრების მერე, ძალიან შეცვლილი ვიქნები… ვგრძნობ🙂 მინდა რომ ძალიან დაჭკვიანებული ვიყო და ყველამ აღნიშნოს ჩემში მომხდარი ცვლილებები. ზაფხული ჯერ ეხლა დაიწყო მე კი უკვე რომ დამთავრდება იმ დროზე “ვოცნებობ” უფროსწორად იმ მომენტზე, ზაფხული რომ მთავრდება და ცხოვრებაში ახალ ეტაპს იწყებ❤

საზაფხულო პოსტი, ბოლომდე კი მაინც არ გამოვიდა საზაფხულო რადგან სანამ თბილისს გავეცლები კიდე დავწერ დასამშვიდობებელ პოსტს, იქამდე კი 1 კვირაა. მაგრამ მაინც მინდა ახალი ემოციებით გაგავსოთ  და კარგი ზაფხული გისურვოთ, ისეთი როგორიც თქვენ გინდათ.

ფოტოები ♥

12 responses to “Summer has come…

  1. შენს ბლოგზე პირველად ვარ და ჯერ მხოლოდ ერთი პოსტი წავიკითხე, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ, რომ არ გითხრა: შესანიშნავად წერ! ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს, როცა გამართული ქართულით დაწერილ პოსტებს ვკითხულობ. თან, როგორც გავიგე, ჯერ სკოლაში სწავლობ! ყოჩაღ! ასე განაგრძე!
    ჟურნალისტობაზე არ გიფიქრია? მართლა ძალიან კარგად წერ. აზრს იწყებ და ამთავრებ კიდეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

    P.S. მიხარია, რომ ,,ვეფხისტყაოსანი” შეგიყვარდა. =)

    Like

    • 15 წლის ვარ. ძალიან დიდი მადლობა, ჟურნალისტობაზე მიფიქრია კი არა ცოტა ხნის წინ ვგიჯდებოდი ისე მინდოდა ჟურნალისტობა, მაგრამ ეხლა უფრო საერთაშორისო ურთიერთობები მინდა და ვნახოთ რას გადავწყვიტავ, წინ კიდევ მაქვს დრო.

      წერას, რაც შეეხება, მართლა ძალიან მიყვარს წერა, ეს ბოლო დრო განსაკუტრებით, სულ ვწერ და ვწერ… რათქმაუნდა ასე გავაგრძელებ და უკეთესადაც… შენი კომენტარი დიდი სტიმული იყო ჩემთვის !!! :*

      Like

  2. მეც ვაპირებ რაღაც ცვლილებების შეტანას ჩემს ცხოვრებაში.
    მე ვერ დავიკვეხნი რომ უფრო ჭკვიანი და თავდაჯერებული გავხდი მაგრამ ვაპირებ რო ეგეთი ვიყო მომავალში.
    წინ 93 დღე მაქვს ( ჩემი კალენდარი ამქვს გაკეთებული და იქ ვითვლი)და ალბათ რამეს მოვახერხებ.
    გონებაში წინასწარ ვხედავ სექტემბერს და რაღაც ცვილებებს მაგრამ როგორებია არვიცი.
    წარმატებებს გისურვებ.
    შენ ჩემგან განსხვავებით ამბიციურიც ყოფილხარ და გამოგივა ყველაფერი თუ ზალიან მოინდომე :*

    Like

    • კარგია, მთავარია მონდომება გქონდეს და გახდები აუცილებლად :*

      ისე შენი კალენდარის იდეა ძალიან მომეწონა, ორიგინალურია, მეც მქონდა ხოლმე ადრე მსგავსი რაღაცეები მარა მერე ერთიანად მივივიწყე. მოამვალში შეიძლება მოგბაძო კიდეც :* შენც წარმატებებს გისურვებ❤ სექტემბერს მეც და შენც ისეთები შევხვდეთ როგორებიც გვინდა🙂

      Like

  3. როცა სკოლაში ვსწავლობდი, ახალი წელი ჩემთვის ზაფხულის მერე დგებოდა. ყოველი სექტემბრის დასაწყისში მეგონა,ახალ ცხოვრებას ვიწყებდი :)) სამწუხაროდ,სკოლის დამთავრების მერე აღარც ზაფხულს და შემოდგომას ველოდები ისეთი შემართებით,როგორც ადრე.

    Like

  4. ძალიან ლამაზი ფოტოებია, კარგად შერჩეული.
    წარმატებებს გისურვებ🙂

    Like

  5. ar vici ra mchirs maram am bolo dros dzalian pesimisti gavxdi neta risi bralia?! xan rogor xasiatze var xan rogorze! 15 wlis var da tavi beberi mgonia maq mizani minda saertashoriso urtiertobebze chavabaro! magram titqos chem cxovrebas ragac aklia! neta ra?! mishvelet ra rameee, tore ase tu gavagrdzeleb namdvilad autaneli gavxdebi da bevr syvarel adamians davkargav

    Like

    • ალბათ გარდატეხის ასაკის ბრალია . ეგ მომენტი ყველას ჰქონია ცხოვრებაში თუმცა ყველას მალევე შეცვლია ცხოვრება უკეტესობისკენ. ადამიანები ხშირად ვფიქრობთ რომ არავის ვჭირდებით და ჩვენ თავებშ ვიკეტებით მაგრამ ეს ასე არ არის და მჯერა რომ ამას მალე მიხვდები. მხოლოდ ყველაფერს დრო და ძალისხმევა ჭირდება, რათქმაუნდა შენ თავს უნდა დააძალო ცხოვრებას უკეთესი თვალით შეხედო თორე ისე არაფერი გამოვა, ეცადე ყურადღება სხვა რაღაცეებზე გადაიტანო, საყვარელი საქმიანობით დაკავდე. არავითარ შემთხვევაში არ დარჩე ხოლმე სახლში რადგან უფრო ცუდათ გახდები, ხალხში გადი, იქნება ვინმე მოგწონოს კიდეც და რაც უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება გექნება უფრო ნაკლები დრო გექნება ცუდზე საფიქრალად !🙂 მეც მქონია ეგეთი რაღაცეები ერთი ორი წლის წინ მარა მალევე გადამიარა და ეხლა თავს კარგად ვგრძნობ🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s