ხვალ ყველაფერი შეიცვლება

„მარიტა დროა ცრემლები მოიწმინდო და ძალა მოიკრიბო“ – თითქოს ვიღაც ჩამჩიჩინებს ყურში. მაგრამ ეს პატარა გოგონა, როგორც ყოველთვის არც ეხა უსმენს სხვებს და მაინც თავისას შვება…

ვზივარ, ჩემთვის, რაღაც ძალიან დაცარიელებული, ვტირი და უცნაურ მელოდიას ვუსმენ. რა ბანალურია ხომ? ბანალურია საერთოდ ყველაფერი… ამაზე არასდროს მიფიქრია, ალბათ იმიტომ რომ ასეთ სიტუაციაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ბანალურია ჩვენი ცხოვრება, მიუხედავად იმისა რომ მე ყველანაირად ვცდილობ მის გაფერადებას.. ბანალურია ჩვენი ერთმანეთისდამი დამოკიდებულებაც, აჯობებდა აქედან დამეწყო, რადგან საერთოდ აქედან იწყება ყველაფერი… ბანალურის ის რომ ჩვენ, ადამიანები ერთი დღე ახლო ვართ ერტანეთთან, ჩვენ დარდს და სიხარულს ერთმანეთს ვუზიარებთ, მეორე დღეს კი სულ უმიზეზოდ ან მიზეზიანად ვშორდებით… ისე თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს წარსული დავივიწყეთ. ჩემთვის წარმოუდგენელია გყავდეს ადამიანი, ძალიან ახლო მერე კი ერთი ხელის მოსმით გაანადგურო ყველაფერი რაც საერთო გქონდათ.. მაგრამ ნელ–ნელა ვხვდები რომ წარმოუდგენელიდან – წარმოსადგენამდე მივდივარ.. დრომ მაიძულა ყველაფერი დავინახო ჩემი თვალით.

ხვალ, ისევ გავიღვიძებთ (კიდევ ერთი ბანალურობა, იქნებ სულ არ ღირდეს გაღვიძება ორიგინალურობის მიზნით) ისევ დავიწყებთ დღეს ისე როგორც გუშინ, გუშინ წინ, იმის წინ… ისევ შევიძენთ ახალ მეგობრებს, დავუკავშირებთ ჩვენი ცხოვრების საყვარელ ან მნიშვენლოვან მომენტებს, ვიფიქრებთ რომ სულ ასე ვიქნებით, მაგრამ გათენდება ერთი დღე, და გავაცნობიერებთ რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია.

მზეც, სიყვარულიც, მეგობრობაც და ჩვენც…ჩვენც შევიცვლებით, გავიზრდებით, ვიღაც „სხვა“ გავხდებით…

მხოლოდ იმედი რჩება, მომავლის, ის იმედი გულში რომ გაფიქრებინებს ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება, ჩვენ კი სამუდამოდ ერთან ვიქნებითო…

8 responses to “ხვალ ყველაფერი შეიცვლება

  1. Marita, ishviatad tu vetyvi adamians “miyvarxar”. Tavshekavebuli da sityvadzunwi var,micnob,mgoni:) Shen iseti moazrovne xar, rom jer-jerobit gagichirdeba iseti adamianis povna,romelic shens sulierebas da intelekts jerovnad sheapasebs. :* 14 wlisani vart da ccveni tanatolebistvis zedmetad “rtulebi” vart da vistanac urtiertoba gviadvildeba, mat ccveni aasaki jer-jerobit “ashinebt”. Ar icckaro da icode, rom vinc shen misi dakargvis uplebas mogcems primitivia da sheni girsi ar aris ! :*:*

    Like

    • მარი ძაან დიდი მადლობა , რო დაგინახე ძალიან გამიხარდა და მერე ამხელა კომენტარები რო დავინახე ხო საერთოდ გადავირიე : D მართალი ხარ, აწი აღარც ვიჩქარებ და ყველაფერს სხვანაირად შევხედავ :*

      Like

  2. რაც შენ დაწერე ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. ეგრე მეც ვყოფილვარ.
    ეს ყველაფერი იმას ნიშნავს რომ იზრდები.

    Like

  3. იცი,შენ ის აზროვნებ,რომ შენი ცხოვრება ვერასდროს იქნება ბანალური. საინტერესო გოგო ჩანხარ და ადამიანი როგორიცაა,ისეთივე ცხოვრება აქვს. ბანალური ამბები კი ყოველთვის ხდება და ეს არ არის ტრაგედია🙂

    და ცხოვრებაში ნამდვილად გეყოლება რამდენიმე მეგობარი,რომელთანაც სულ ერთად იქნები🙂

    Like

    • ძალიან დიდი მადლობა. ხო, ალბათ ბანალურობის გარეშე მრავალფეროვნებაც დაკარგავდა თავის ფასს… ვცდილობ ჩემი ცხოვრება სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო გავხადო ხოლმე და გამომდის კიდეც.
      რაც შეეხება მეგობრებს, მეც მაგის იმედი მაქვს და ალბათ მასეც იქნება :*

      Like

  4. shens asaktan shedarebit gacilebit chkviani xar… momavalshic ase iqneba… yoveltvis imaze upro nichieri iqnebi vidre es sheni asakisatvis iqneba damaxasiatebeli… vxedav,rom amis potenciali namdvilad gakvs

    Like

    • მაიკო ძალიან დიდი მადლობა❤ ღმერთმა ქნას მასე იყოს, მე რაც შემიძლია იმას გავაკეთებ :*

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s