იისფერი წვიმა

მინდა იქამდე მოვასწრო პოსტის დაწერა,  სანამ წვიმა გადაიღებს. მეჩქარება , თანაც ძალიან. წყნარი სიმღერის ფონზე ვერც კი შევამჩნიე როდის დაიწყო წვიმა და ფანჯრის  რაფა ზაფხულის ნანატრი, გრილი წვეთებით დაიფარა.

უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც ხდებოდა, მუსიკა გამოვრთე და გახარებული მივვარდი ფანჯარასთან. გამოვხსენი, ცაში ავიხედე და თითქოს გავიშალე. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს წვიმა. მისი ხმა, სუნი… წვეთები… დიდი, ძლიერი, პატარა და შეუმჩნეველი.

რა შეიძლება იყოს წვიმაზე უკეთესი…

როცა ცა გრუხუნებს და ჰაერიც სუფთავდება, ცარიელდება.  წვიმისფრით იჟღინთება და ამავდროულად ივსება, რაღაც ახლით, ახალი შეგრძნებებით, ფიქრებითა და ემოციებით. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ხელში კალმები მოვიმარჯვოთ, ფურცელი მუხლებზე დავიდოთ და დავიწყოთ წერა… ახლა ხომ გარეთ იისფრად წვიმს❤

6 responses to “იისფერი წვიმა

  1. Vaime, Marita, ar ipikro gijiaoo, magram..msgurs sheni……Mec minda, gamoccndes adamiani,romelic ccemshi emociebis aset amoprkvevas gamoiwvevs(asets mainc) :)) Mowyenili var😦

    Like

    • გამოჩნდება, გამოჩნდება… არ იჩქარო და არც ეძებო, აზრი არ აქვს მოძებნას (სიყვარულივითაა ესეც)
      თუ ადამიანი არა, რამე მაინც მოხდება ისეთი ემოციების ასეთ ამოფრქვევას რომ გამოიწვევს.
      ჩემს შემთხვევაში ორივე იყო (მოვლენაც და ადამიანიც) ალბათ ამიტომ უცებ “ავფეთქდი”🙂

      Like

  2. ზაფხულის წვიმა საშინლად მიყვარს.
    მე რიტუალივით მაქვს, როცა წვიმა იწყება გარეთ გავდივარ 8 წვეთს ჩავყლაპავ და მერე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ^___^

    Like

    • რა მაგარიაა : )) : )) მე მაქვს მსგავსი რიტუალი, ოღონდ ის ახალ წელს ეხება. ახალი წელი რო დგება ხოლმე 12 საათზე ვხტები და ამითი გამოვხატავ რო გადავხტი მომავალ წელში 🙂

      Like

  3. Mere ra ginda, kargad apetkebulxar :D:D Gaagrdzele wera imitom, rom namdvilad kargad gamogdis :* Momaval welshi gadaxtomis tradicia momewona😀 Gavitvaliswineb mec😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s