Dream List

ბოლო დროს ძალიან ცოტას ვოცნებობ. უფრო რეალისტი გავხდი. ალბათ იმიტომ რომ ოცნებასა და მიზნებს შორის დიდი განსხვავება დავინახე. ჩავთვალე რომ მარტო ოცნებით ვერაფერს გავხდებოდი და მათი შესრულებისკენ რადიკალური ნაბიჯები გადავდგი.

მაგრამ, ყველაფერი აქ არ დამტავრებულა. ხომ იცით, რაც არ უნდა ვიძახოთ არ ვოცნებობ არაო, სადრაც გულში მაინც ყველას გვაქვს ის “ნეტა” რაზეც ძილის წინ ვფიქრობთ, თვალებს დავხუჭავთ და წარმოვიდგენთ რომ ყველაფერი ისეა როგორც გვინდა.

“ოცნება-ოცნება არის ის,რის გარეშეც გონებას ვერ აღჭურავ შთაგონებით.ოცნება შეიძლება იყოს განხორციელებადი,საოცნებო და საფერებელი.ოცნების განცდის გარეშე არაფერი არ მიიღწევა ,არც ხელოვნებაში,არც მეცნიერებაში და არც ჩვეულებრივ ყოფაში.
ახალგაზრდობისა და გონების უბერებლობისათვის უდიდესი სიბრძნეა შეინარჩუნო ოცნების უნარი და თუ ისინი თანმიმდევრულნი და გონივრულნი არიან,კიდევ უფრო მშვენიერი ხდება გარემო და სამყაროს თავის ხატად და მსგავსად ქმნიან.მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, .ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”

გადავწყვიტე ჩემი ოცნებები ბლოგზე გადმომეტანა❤ ზოგადად ბევრი რამე მინდა, მაგრამ რაც ყველაზე საოცნებო და განსაკუტრებულია იმეებს ჩამოვწერ. თან მინდა მომავალში ისეთი გრძნობა გამიჩნდეს თურმე რეებზე ვოცნებობდი პატარა რომ ვიყავი” – მეთქი.

1) ძალიან დიდი დღიური, სადაც მეწერება ყველაფერი. რაზეც მიფიქრია, მიტირია, მიცინია,დავეჭვებულვარ… მინდა რომ ყველა ის ემოცია რაც ერთხელ უკვე განვიცადე ფურცლებზე გადმოვიტანო და მერე წაკითხვით უდიდესი სიამოვნება მივიღო. მართალია ეს ოცნება ვერ განხორციელდება რადგან დიდი ხანი არაფერს ვწერდი და შეუძლებელია იმ ემოციების ამოქექვა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ მომავალში ისე დავწერ, რომ ყველაფერი რეალობაში დავინახო.

2) ჩემი მეორე ოცნება არის ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობა. ალბათ იფიქრებთ, ეს რა ოცნებაა, ჩვენს გარშემო ხომ უამრავი ჭკვიანი ადამიანიაო. მაგრამ, მე სხვანაირად მინდა. მინდა რომ რამდენიმე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ და ძალიან ძალიან ჭკვიან,განათლებულ ადმაინებთან მქონდეს ურთიერთობა, თანაც ახლო. საერთოდ, ადამიანები ჩემზე მალე ახდენენ გავლენას, ამიტომაც მაინტერესებს რა მოხდება თუ მათთან ერთად ვიქნები დიდი ხანი. ალბათ შევიცვლები? ან უფრო დავჭკვიანდები? თუ პირიქთ…

3) მინდა დასვენება !!! ოღონდ, ისეთი დასვენება ჟრუანტელი რო დაგივლის. ესეთი გრძნობა ერთხელ მქონდა როცა სახურავზე ვიყავი, თითქოს ერთ წამში გადაღლილმა ამოვისუნთქე და დავისვენე ყველაფრისგან. მინდა კიდევ განვიცადო ეს გრძნობა. მაგრამ ამჯერად სადმე მაღალ ადგილზე, ლურჯი ღრუბლებით ცოტათი ზემოთ, მინდვრითა და ყვავილებით ცოტათი ქვემოთ და ლამაზი ხედებითა და პატარა მდინარით გარშემო.

4) ბევრი ბევრი მაღალწელიანი კაბები მინდა ! ეს ოცნებაც არაა, რადგან დღესვე შემიძია ვიყიდო რამდენიმე. მაგრამ ისეთი სამწუხაროდ ვერსად ვნახე როგორიც მინდა😦 მინდა რამე ძალიან ძალიან  ფერადი. ისეთი რომ სიმღერის ხასიათზე დაგაყენებს😦 ფრიალა  და გრილი. ტანსაცმელი ჩემზე ძალიან მოქმედებს, ამიტომ მინდა ასე ძალიან კაბები ვიყიდო ბევრი  და საუცხოო… მერე კი სულ ასეთ უცხო და ლამაზ ხასიათზე ვიქნები…❤

5) იდეალის ძებნა. ჰმმ. რაში უნდა გვჭირდებოდეს იდეალი? იდეალური ხომ არავინაა, თანაც ვინმეს რომ გავაიდეალებთ მერე გული გვწყდება მის ერთ არასწორად გადადგმულ ნაბიჯზეც კი. მაგრამ მე მაინც მინდა, ვინმე იდეალი მყავდეს. ისეთი პიროვნება, როგორიც მე მინდა რომ ვიყო. ისეთი ქალბატონი, როგორიც წარმომიდგენია ჩემი მომავალი. ისეთი ქალი რომელსაც ჩემ ცხოვრებას დავუკავშირებ. ერთ მხრივ. ჩემი იდეალი კარლა ბრუნს ჰგავს, მასზე მოგვიანებით დავწერ. მაგრამ მე მაინც მინდა ისეთი ვინმე გამოჩნდეს, ვინც ბოლომდე დაემსგავსება ჩემს იდეალს❤

6) ახლა ცოტა მატერიალურსაც შევეხები. ჩემი ბლოგის დათვალიერებისას შენიშნავდით რომ ფოტოგრაფიის უდიდესი მოყვარული ვარ. შემიძლია მთელი დღე ვიჯდე და ლამაზ ფოტოებს ვათვალირებდე, ამით კი უდიდეს სიამოვნებას ვიღებდე. სამწუხაროდ ჩემი ფოტოაპარატი არ გამაჩნია, ფულის უქონლობის გამო. ძალიან ძალიან მინდა პროფესიონალი, თითქმის მშურს ისეთი ადამიანებით არაფრისთის რომ ჭირდებათ და მაინც ყელზე კიდიათ ჩემი საოცნებო ფოტოაპარატები. იმედია მალე ამ ოცნებას ავიხდენ და მერე უფრო ლამაზი ფოტოებით გაგანებივრებთ ხოლმე , ჩემი გადაღებულებით❤

7) ერთხელ უკვე დავწერე, მარტოობა მიყვარს–თქო. წერა რომ მიყვარს მაგას უკვე მიხვდით. ბავშვობაში რომ პატარა სახლი მინდოდა ხის ტოტებზე ეგეც უკვე გითხარით. ახლა ისღა დამრჩენია ჩემი კიდევ ერთი , შედარებით ადვილად ასახდენადი ოცნება გაგიზიაროთ. მოკლედ, ძალიან მინდა “ჩემი კუთხე”. კუთხეში – ოთახის კუთხეს რათქმაუნდა არ ვგულისხმობ. მინდა ისეთი ადგილი, რომ ჩამოვჯდები, ფეხებს აქეთ იქით ვაქანავებ, წინ რამე საოცარი უნდა იყოს აცუილებლად რომ მერე წერა მომინდეს, კარგი იქნება მთვარე და სიჩუმე ან ღრუბლები და ჩიტები. მინდა არავინ იცოდეს ეგ ადგილი, მაგრამ წასასვლელად ადვილი უნდა იყოს. რომ როცა მომინდება მაშინვე მანდ გავჩნდე ხოლმე. პატარა კედელივიტაც მინდა, რომ წარწერები გავაკეთო მისვლისას და მერე დიდი რომ გავიზრდები ღიმილით წავიკითხო. მოკლედ ესეთი რამე მინდა

8 ) წინა პოსტში ვსაუბრობდი, ვცდილობ ჩემი თავი ამოვიცნო და ბოლომდე ის ვიყო რაც სინამდვილეში ვარ–თქო. მაგრამ იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ძნელია ის იყო რაც მართლა ხარ, რაც დიდი ხანია დაკარგე და ეძებ… მინდა ყველანი, მეც და თქვენც ბოლომდე ვიყოთ “ჩვენ”. ჩვენი უკმაყოფილებით, ბედნიერებით, წუწუნით, თავის მობეზრებით, აზრებით, ოცნებებით და მანერებით – მაგრამ ვიყოთ “ჩვენ”

ps “ოცნებები ხდება”

15 responses to “Dream List

  1. ორივე ოცნება აგსრულებოდეს.. და კიდევ ისინიც რომელიც აქ არ წერია ან მერე გაგიჩნდება :):*

    Like

  2. რაც არ უნდა ვთქვათ, ოცნება კარგი რაღაცაა : )) ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მიყვარს და ბლოგზე მგონი სულ ჩემს ოცნებებზე ვწერ. თუმცა, კიდევ უამრავი ოცნება მაქვს, რასაც არ ვამბობ, ვინაიდან სხვების თვალში ალბათ სასაცილო გამოჩნდება და მეც მეცინება ხოლმე, მაგრამ უბრალოდ სასიამოვნოა : ))

    ოცნებების ახდენას გისურვებ, არც ერთი არ არის წარმოუდგენელი და აუსრულებელი. მე მგონია, რომ ნებისმიერი ოცნება ახდება, თუ მოვინდომებთ🙂

    Like

  3. მოინდომე და აუცილებლად შეიცნობ შენს თავს. მე ერთი წელია ვწვალობ და რაღაცეები გავიგე ჩემს თავზე.ბევრი რაღაც შესაკეთებელია, ბევრი საერთოდ წასაშლელი.
    ჭკვიან ადამიანებს რაც შეეხებათ მათთან ურთიერთობა ძალიან კარგი იქნება სენთვის , რადგან ძალიან გაიზრდები. მაგრამ არის ერთი მაგრამ. შეიძლება მათი “გავლენის” ქვეშ მოექცე

    Like

    • მმ, საინტერესოა.
      მაგრამ ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ , ბევრი ლიდერის თვისება მახასიათებს და აქეთ თუ არ მოვაქციე ჩემი გავლენის ქვეშ არამგონია ვინმეს დავექვემდებარო. ერთადერთი ალბათ დავჭკვიანდები, მაგაში გეთანხმები.

      Like

  4. sashinlad medzineba… tvalebs mdzlivs vaxel… magram arsad casvlas mainc ar vapireb , sanam yvela posts ar cavikitxav… dzalian momecona sheni blogi, xshirad gestumrebiii🙂 imedia axalt_axali da cxel_cxeli postebit gagvanebivreb🙂 P.S. 2:20am

    Like

  5. Pingback: იდეალები და მათი მნიშვნელობა | Notes of Summer·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s