მე ვიპოვე "მე"

სულ რაღაც ერთი წლის წინ , ზუსტად ამ დროს მე და ჩემი დაქალი ყველას ვუმტკიცებდით რომ ერთნაირები ვიყავით… ერთნაირი ჩაცმის სტილი გვქონდა, ერთნაირი ხუმრობები, ერთნაირი სურვილები, და ერთნაირი შეხედულებები. რათქმაუნდა ამას მოყვა სიცილი,კამათი,ჩხუბიც კი… მაგრამ ჩვენ მაინ ვამტკიცებდით🙂 ახლა მეცინება რომ ვიხსენებ, რა სულელი ვიყავი.

მეცინება, რომ ჩემი თავი მაგარი მეგონა რადგან ზუსტად ჩემნაირი დაქალი მყავდა.

მეცინება… გულით… მაგრამ არ მწყინს. ხომ იცით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მეც დრო მჭირდებოდა რომ ნამდვილი “მე” მეპოვა და იმაში დავრწმუნებულიყავი რომ მე მე ვარ და ჩემნაირი სხვა არავინ არსებობს. დღეს მე იმითი აღარ ვამაყობ რომ ჩემნაირი დაქალი მყავს, დღს მე იმითი ვამაყობ რომ ჩემნაირი არავინ არ არის.

როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი თითის ანაბეჭდი, რომლის მსგავსიც მეორე არავინ მოიძებნება. ისევე გვაქვს ყველას ჩვენი “მე”…

შეიძლება, ის ჯერ არ გვიპოვია, გვგონია რომ არ არსებობს, ან არსებობს და არ მოგვწონს როგორიცაა – ის მაინც არსებობს❤

ერთი წამით დაფიქრდით და თქვენ თავს უთხარით, რამდენჯერ მოქცეულხართ ისე როგორც იყო საჭირო და არა ისე როგორც გულით გინდოდათ? რამდენჯერ არ გითქვამთ რამე რადგან თქვენს “პრინცს” ეს არ მოეწონებოდა ან ტქვენ აღარ მოეწონებოდით? რამდენჯერ გიცდიათ აღარ ყოფილიყავით ისეთი როგორიც ხართ, მხოლოდ იმიტომ რომ ამით გარშემომყოფებში პლიუსები დაგეწერათ, სხვებზე უკეთესი შთაბეჭდილება მოგეხდინათ ან რაიმე დაგემსახურებინათ ისეთი რასაც ნამდვილი “მე”–ს გამოჩენით ვერ დაიმსახურებდით ?

პასუხი მხოლოდ ერთია, რათქმაუნდა – ძალიან ბევრჯერ.

ის კი რაც ზევით ვთქვი, არასწორად გადადგმული ნაბიჯია და არაფერი სხვა.

ძალიან მარტივ შემთხვევას მოგიყვანთ მაგალითად. ჩემი მეგობრისთვის ძალიან ბევრჯერ დამიმალია ის რასაც ვფიქრობდი, იმიტომ რომ ეწყინებოდა. მეც იმათ რიგში მოვექეცი ვინც მალავდა, მალავდა და აღარ ამხელდა. ბოლოს მივხვდი რომ ამითი არ ვიყავი ბედნიერი. თითქოს ვიღაც მეუბნებოდა რომ – ის გააკეთე რასაც გრძნობო… ხოდა მეც ავდექი და ჩემ პირდაპირობას ხაზი გავუსვი. პირდაპირი სულ ვიყავი და დღესაც ვარ. მაგრამ დღეს იმაზე უფრო გულწრფელი ვარ ვიდრე ვიყავი… გულწრფელი ვარ დაქალებთანაც, რომლებსაც არაფერს ვუმალავ, ოჯახის წევრებთანაც , თქვენთანაც რადგან ამას გიყვებით და პირველ რიგში საკუთარ თავთან. ეს კი ძალიან დიდი ბედნიერებააა…

ბოლო დროს, როცა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით  აირია ერთმანეთში, ტავს წესით ცუდად უნდა ვგრძნობდე. წესით კი არა იმ წესით რომლიტაც აქამდე ვცხოვრობდი. როცა ყველაფერი კარგი ხდებოდა და მაინც არ ვიყავი ბედნიერი, დღეს როცა კარგი და განსაკუთრებული არაფერი ხდება, მე ვხვდები რომ ბედნიერი ვარ, რადგან ვარ ბოლომდე “მე” და რაც არ უნდა ცუდი შედეგი მოყვეს ამ ყველაფერს , მაინც ბედნიერი ვიქნები…

არვიცი ეს როგორ მოხდა, რატომ და რა გავაკეთე რომ აქამდე მოვსულიყავი… უბრალოდ მოხდა და მიზეზებს აღარ ვეძებ. ალბათ საჭირო იყო… თუ თქვენ ჯერ ვერ გიპოვიათ “საკუთარი თავი” არც ეგაა სანერვიულო ალბათ ეგეც ეგრე იყო საჭირო. უბრალოდ , დაუფიქრდით ვინ ხართ, რა გინდათ. მიეცით თქვენს “მეს” საშუალებას გარეთ გამოვიდეს…

თუ ამას მართლა გულით ეცდებით, ყველაფერი თავისით მოხდება. შეიძლება ისევე ერთი ხელის მოსმით არის–დაირიოს თქვენს გარშემო, მაგრამ ერთი რამ რაც ნამდვილად ვიცი ის არის რომ ტქვენ – ბედნიერი იქნებით…

ფოტოები განწყობისთვის

9 responses to “მე ვიპოვე "მე"

  1. მეც მეცინება ძველ მეზე :შ

    ^_^

    მაგრამ კარგია რომ გვეცინება :))

    Like

  2. ულამაზესი, ულამაზესი ფოტოებია და პირველი ქართული ბლოგია, რომელსაც ამდენი ლამაზი სურათი უდევს. ძალიან მაკლდა და სულ უცხოურ ბლოგებს ვათვალიერებდი სურათების გამო. მიხარია, რომ ვნახე შენი ბლოგი.

    Like

    • კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა❤ შენმა კომენტარმა კიდევ უფრო მეტი ენერგია მომცა❤

      Like

  3. მგონი ჯერ საკმაოდ პატარა ხარ მაგრამ უკვე შეძელი ის რასაც ბევრი ზრდასრული ადამიანი ვერ ახერხებს.
    რაც სენ გააკეთე მაგას დიდი +ები აქვს. შენ ყოველთვის გექნება შენი ადგილი, ეჭვი აღარ სეგეპარება შენს ტვში.რადგან “მე” იპოვე ცხოვრებას ისე წარმართავ როგორც შენ გინდა. როცა “მე” გვერდზე გყავს აკეთებ იმას რაც გინდა და გავლენის ქვეშ არასდროს არ მოექცევი.
    რამდენიმე პოსტი უკვე გადავიკითხე და ვაპირებ ბოლომდე ჩავყვე ყველას იმიტომ რომ ძალიან მომწონს.
    იმ პროცესს რომელსაც შენ ეხლა გადიხარ მე გავიარე უფრო სწორედ ეხლაც გავდივარ

    Like

    • ძალიან დიდი მადლობა. ბოლო დროს რაც ასეთი დასკვნები გამოვიტანე’ უფროგ ავიზარდე და “მე” ვიპოვე თიტქოს ჩემს ტავში ძალიან დავრწმუნდი და პრობლემების გადაჭრაც ძალიან მეადვილება. სასოწარკვეთაში არარ ვვარდები, როგორც იქამდე ერთ რამეზე ეგრევე ვიგრუზებოდი და მეგონა გამოსავალი არ არსებობდა ხოლმე🙂

      მეც ეხლა სწორედ ისეთ ასაკში ვარ როცა უნდა ჩამოვყალიბდე და ალბათ საინტერესო იქნება ჩემი მხრიდან კიდევ ბევრი ასეთი პოსტის გამოქვეყნება, როგორც ჩემთვის ისევე თქვენაირი აკრგი მკითხველისათვის.

      Like

  4. საკუთარი თავის ძიება დაუსრულებელი პროცესია. რაც დრო გადის ხვდები, რომ ძალიან ცოტა რამ იცი შენს თავზე. არც კი ვიცი, ადამიანი საბოლოოდ მაიმც თუ შეიცნობს საკუთარ თავს🙂
    კარგი პოსტია.🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s