12 ივნისის ჩანაწერი

შაბათი დღეა… დასვენების…

ხოდა მეც ვისვენებ, ვზივარ ეზოში – ნესტიან სკამზე და ცხოვრებაზე ვფიქრობ. თუ რა სწრაფად იცვლება იგი. გავახელთ თვალს და ყველაფერი სხვანაირადაა. ძველ დროსთან კი მხოლოდ მოგონებები გვაკავშირებს.

სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს. ჩემს ცხოვრებაზე. დოკუმენტურს, ავტოპორტრეტს… სადაც ჩემი განვლილი ცხოვრება იქნება მოთხრობილი. მთავარ როლსაც მე ვითამაშებდი და რეჟისორიც მე ვიქნებოდი… ოღონდ ეს ყველაფერი მომავალში. იქამდე ჯერ კიდევ ბევრია გასავლელი.

ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ხელოვნება. ფილმები , მუსიკა და წერა – ყველაზე მეტად. როგორც მეუბნებიან, შემოქმედებას მივყევი ხელი. საგრძნობლად შევიცვალე და “ჩავიკეტე” ან პირიქით ძალიან გავიხსენი, მაგრამ ჩემ თავთან. სამწუხაროდ ისეთი ადამიანი ვერ ვიპოვე ვისთანაც გავიხსნებოდი, ან ვიპოვე და დავკარგე.

ჩემი ცხოვრება შე–იცვლება. ამას ვგრძნობ. თითქოს ყოველ დღე იცვლება. ახალი ემოციები, სურვილები, ყველაფერი ახალია, გრძნობებიც და შეხედულებებიც. მგონია რომ, სექტემბრიდან “ახალ ცხოვრებას” დავიწყებ და ყველა “სხვა” მარიტას გაიცნობს. იმ თვისებებითა და ინტერესებით რაც აქამდე არ ჩანდა. ძალიან მაინტერესებს როგორ გამოჩნდება ეს ყველაფერი, როგორ მიმიღებს ხალხი.

მომავალი კვირიდან ბიბლიოთეკას ვუბრუნდები. ეს ჩემი “ახალი ცხოვრების” კიდევ ერთი ნაწილია. მინდა რომ ბევრი ვიკითხო, ვწერო და ვიფიქრო. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი დიდ სიხარულსა და სიამოვნებას მანიჭებს. მომავალში, იმედია ბედნიერებასაც მომანიჭებს.

ბედნიერება, ხომ არ არსებობს ხანგრძლივობის გარეშე…

ბედნიერება – ეს ილუზიაა, რომ სიხარული, რომელიც იბადება იმისთვის რომ მოკვდეს, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

მეც სწორედ ამის იმედი მაქვს…

3 responses to “12 ივნისის ჩანაწერი

  1. ბიბლიოთეკა კარგია, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვარ ნამყოფი😦
    სახლის ბიბლიოთეკით შემოვიფარგლები ხოლმე, რომელიც არც თუ ისე პატარაა :))
    იკითხე, იკითხე და სულ უფრო და უფრო კარგ პოსტებს შემოგვთავაზებ! დარწმუნებული ვარ🙂
    აუ მე დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს ბლოგების გარდა და პატარ-პატარა მოთხრობების გარდა, ამიტომ მუზა წავიდა და ვეღარ ვწერ მოთხრობებს… სოუ უნდა დავიწყო კითხვა.. ბევრი წიგნი მაქვს არჩეული უკვე..

    პ.ს. ესეც კიდევ ერთი პოსტი :)) იმედი მაქვს არ დაგეზარა წაკითხვა:))

    Like

  2. ხელოვნება მეც ძალიან მიყვარს. კარგია როცა სხვისი შემოქმედებით ტკბები მაგრამ სულ სხვაა როცა შენი ხელით ქმნი “რაღაცას”.
    კითხვა ბავშვობიდან მიყვარს მაგრამ ეს ორი წელი პაუზა გავაკეთე.
    ეხლა ისევ დავუბრუნდი.
    წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია!!!

    Like

    • მე ბავშვობაში მიყვარდა, მერე დიიიიდი პაუზა მქონდა და ახლა ისევ დავიწყე. ძალიან გამიხარდება ცოტა ხანში თუ მეც მაგ ფრაზას ვიტყვი, ისე რომ გულიდან იქნება წამოსული.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s