Everybody is changing


ძველი სიმღერების დათვალიერება გადავყწყვიტე, შესაბამისად ცნობიერებაშიც ძველი მოგონებები ამოტივტივდა. ამას მოჰყვა ემოციები, სავსე და დაძველებული, მე ისინი ახლიდან შევიგრძენი.

როცა ფლეიერმა მომდევნო სიმღერაზე გადართო, ( keane-everybody is changing )  ჩემი ყურადღება მისმა სათაურმა მიიპყრო და ერთი წუთით ჩამაფიქრა. განა ადამიანები ვიცვლებით? ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ გეტყოდით, ადამიანი არ იცვლება უბრალოდ შეხედულებები ეცვლება–მეთქი. დღეს კი სხვანაირი პასუხი მაქვს. უფროსწორად შედეგია სხვანაირი…

ადამიანების შეცვლა–არშეცვლა ჩემს თავზე გამოვცადე. პირადი გამოცდილებიდან, კი პასუხი კი ყველაზე მყარად გვეჩვენება. შემეცვალა წარმოდგენები, შემეცვალა მიზნები, გამიქრა რამდენიმე თვისება, (იხ. წინა პოსტი) შევიძინე სულ სხვანაირი მეგობრები, რამდენიმე ძველ მეგობართან კი ურთიერთობა “გამირთულდა”. ალბათ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მე სხვა მე გავხდი. ის აღარ ვარ ვინც აქამდე ვიყავი. აღარ ვარ ის, ვინც ფულს სისულელეებში არ ხარჯავდა, უზრდელურად მიმართავდა უფროსებს, ხანდახან ოჯახის წევრებსაც, აღარ ვარ ის ვინც სულ ცანცარებდა და წიკვინებდა. დღეს მე ასეთი ადამიანები მაღიზიანებენ…

არვიცი, შეიძლება იფიქროთ ეს შეცვლა კი არა, გაზრდააო. რადგან ერთხელ უკვე ვთქვი რომ 15 წლის ვარ, და ამ ასაკში ადამიანი ყალიბდება. ამ ყველაფერს შეცვლას კი არა უბრალოდ ჩამოყალიბებას და დახვეწას დაარქმევთ. ჩემთვის კი არ აქვს მნიშველობა რა ერქმევა… უბრალოდ მე სხვა მარიტა გავხდი🙂

ფოტოები განწყობისთვის

6 responses to “Everybody is changing

  1. ძალიან მომწონს რომ ფოტოებსაც გვიტოვებ ხოლმე🙂 ვსო.. დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ.
    ყველა იცვლება… ზოგი უკეთესობისკენ, ზოგიც უარესობისკენ.. მაგრამ მთავარია რომ იიცვლება…

    Like

    • ხო, მაგრამ გააჩნია რა მხრიდან შევხედავთ ვიღაცის “შეცვლას” , შეიძლება მე მეგონოს რომ ცუდისკენ შეიცვალა და თვითონ ფიქრობდეს კარგიაო🙂 ცუდები არავინ ვართ, უბრალოდ ერთმანეთს ვერ ვეწყობით…

      Like

  2. იცვლება ის ვინც საჭიროა რომ შეიცვალოს.
    მევთვლი შესაცვლელი არაფერი არ მჭირს. საჭიროა გაუმჯობესება :დდ
    პ.ს სურათები ძალიან მომწონს. მეც საკმაოდ დიდი “მარაგი” მაქვს ფოტოების მაგრამ ზალიან ჟმოტი ვარ .ჩემ დასაც ვუმალავ ხოლმე :პ

    Like

    • ჰაჰა : ))) მეც მასე ვიყავი დაახლოებით, ფეისბუქზეც არ ვდებდი მეგონა მერე ყველა გადააკოპირებდა🙂 მაგრამ რაც ბლოგი შევქმენი ცოტა გასაქანი მივეცი ჩემს ფოტოებს, თორე მალე კომპიუტერი გაივსებოდა. სადმე ხო უნდა დამედო და მეამაყა მერე მათით : ))

      Like

  3. მიყვარს ეს სიმღერა და დავფიქრებულვარ ამ საკითხზე ხშირად, აი თითქმის ყოველდღე მიწევს მაგაზე ფიქრი სამწუხაროდ😦

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s